ტრე­ნინ­გი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის
08 დეკემბერი, 2010
793
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 7 დე­კემ­ბერს იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტ­რ­მა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სე­ბის ტრე­ნინ­გი და­იწყო. სწავ­ლე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტე­ბი და­ეს­წ­რე­ბი­ან, მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე კი ისი­ნი იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სე­ბის კონ­კურ­ს­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

კონ­კურ­სამ­დე ტრე­ნინ­გი სტუ­დენ­ტებს პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვებ­ში მო­ამ­ზა­დებს. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თე­ო­რი­ულ სა­კითხებს გა­ეც­ნო­ბინ, პრაქ­ტი­კო­სი პრო­კუ­რო­რე­ბის­გან კი მი­ი­ღე­ბენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ტრე­ნინ­გე­ბის­თ­ვის სტუ­დენ­ტე­ბი ღია კონ­კურ­სის წე­სით შე­ირ­ჩ­ნენ. მას­ში სულ ექ­ვ­სი ჯგუ­ფი მო­ნა­წი­ლე­ობს.

კონ­კურ­სის დას­კ­ვ­ნით ეტაპ­ზე ჯგუ­ფე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მეს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე იმი­ტი­რე­ბულ სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცესს გა­მარ­თა­ვენ. ტრე­ნინ­გის და­სას­რულს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დი გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცე­მა.

ტრე­ნინ­გე­ბის პირ­ველ დღეს მას­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე შეხ­ვ­და და სტუ­დენ­ტებს სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი გა­აც­ნო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თ­ვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვა­ლი იურის­ტე­ბი კარ­გად იყ­ვ­ნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის რე­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო