განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
11 იანვარი, 2011
1012
print

გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტი 2010 წლის 1 ნო­ემ­ბ­რი­დან ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს "თე­მის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვა ბუ­ნე­ბის დაც­ვის სა­კითხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ".

პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სო­ცი­ა­ლუ­რი ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის პროგ­რა­მის (მატ­რას) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი

პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ხე­ლი შე­უწყოს გა­რე­მოს­დაც­ვით სფე­რო­ში ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მდგრად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი მდგრა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს 10 რე­გი­ონ­ში და იგი ით­ვა­ლის­წი­ნებს შერ­ჩე­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის 10 სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის, რო­გორც თე­მის შე­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი რგო­ლის რო­ლის გაზ­რ­დას ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სათ­ვის; გა­რე­მოს­დაც­ვით პრობ­ლე­მებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სი­სათ­ვის დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნას; აგ­რეთ­ვე, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო და ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კამ­პა­ნი­ე­ბის ფორ­მა­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

პრო­ექ­ტის პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი

გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუტს პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში პარ­ტ­ნი­ო­რო­ბას გა­უ­წევს ტრე­ი­ნინ­გე­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ცენ­ტ­რი (CTC) და გა­ზე­თი "24 სა­ა­თი".

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის არე­ა­ლი და პე­რი­ო­დი

პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს 10 რე­გი­ონ­ში და მი­სი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბაა 24 თვე: 2010 წლის 1 ნო­ემ­ბ­რი­დან 2012 წლის 1ნო­ემ­ბ­რამ­დე.

პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი

პრო­ექ­ტის უშუ­ა­ლო მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფია სა­ქარ­თ­ვე­ლოს 10 რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე 10 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს 120-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სკო­ლის თე­მი (მოს­წავ­ლე­ე­ბი (და­ახ­ლო­ე­ბით 1000), მა­თი მშობ­ლე­ბი (და­ახ­ლო­ე­ბით 1800), პე­და­გო­გე­ბი (და­ახ­ლო­ე­ბით 500-მდე)). კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლე­ბი შე­ირ­ჩე­ვა პრო­ექ­ტის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ის საწყის ეტაპ­ზე პრო­ექ­ტის სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს მი­ერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით. მიზ­ნობ­რივ ჯგუფ­ში ასე­ვე შე­დის შერ­ჩე­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის თე­მი­სა და მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი რგო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (სულ 300-მდე).

პრო­ექ­ტის მოკ­ლე აღ­წე­რა

ფუნ­ქ­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ვაჯ­გუ­ფოთ ოთხ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში:

a. ანა­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა - გუ­ლის­ხ­მობს თე­მის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­დე­ლის სქე­მის და­მუ­შა­ვე­ბას; მო­დე­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნას. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი შემ­დ­გომ­ში იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბენ, რო­გორც პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე პარ­ტ­ნი­ო­რი, ასე­ვე სხვა სკო­ლე­ბიც და ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბიც. (აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბას ძი­რი­თა­დად გა­ნა­ხორ­ცი­ლებს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტი).

b. გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სას­წავ­ლო კურ­სის შექ­მ­ნა - ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მეტ­წი­ლად მო­ი­ცავს გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კითხებს, პრო­ექ­ტის შე­დე­გად დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აისა­ხე­ბა პე­და­გოგ­თა დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძა­ნე­ლო­ში, რა­თა საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­დეს სუფ­თა, ხარ­ჯ­თე­ფექ­ტურ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე. ამ აქ­ტი­ვო­ბას ებ­მის ასე­ვე პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის ტრე­ი­ნინ­გის მო­დუ­ლე­ბის და საგ­ნის სწავ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა. (აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტ­ში).

c. პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა თე­მის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სათ­ვის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის ირ­გ­ვ­ლივ - გუ­ლის­ხ­მობს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბი­სათ­ვის ტრე­ი­ნინგ მო­დუ­ლე­ბის შექ­მ­ნას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ი­სა და მი­სი მოგ­ვა­რე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე. თე­მის მო­ბი­ლი­ზე­ბის მო­დე­ლის პრაქ­ტი­კულ პი­ლო­ტი­რე­ბა­სა და აპ­რო­ბა­ცი­ას. ად­ვო­კა­ტი­რე­ბის უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას. (ამ კომ­პო­ნენტს აპ­ლი­კან­ტი ინ­ს­ტი­ტუ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და სკო­ლებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით).

d. მო­ბი­ლი­ზე­ბის, ად­ვო­კა­ტი­რე­ბის და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მარ­თ­ვა - დატ­რე­ი­ნინ­გე­ბუ­ლი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბი ად­გი­ლებ­ზე წა­რუძღ­ვე­ბი­ან თემ­თა მო­ბი­ლი­ზე­ბის კამ­პა­ნი­ებს წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი თე­მე­ბის ირ­გ­ვ­ლივ. ლო­ბი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს პრაქ­ტი­კა­ში და­სა­ნერ­გად. აგ­რეთ­ვე, წა­რი­მარ­თე­ბა აქ­ტი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი პარ­ტ­ნი­ო­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი­სა და კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით.

ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­ყო­ფი­ლია ოთხ ძი­რი­თად ეტა­პად. პირ­ვე­ლი ეტა­პი კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და ქსე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. ასე­ვე, პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ზე. მე­ო­რე ეტა­პი კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია სკო­ლის შიგ­ნით სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე თემ­თა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი რგო­ლის ფუნ­ქ­ცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ ფუნ­ქ­ცი­ის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა. მე­სა­მე ეტაპ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გა­რე­მოს­დაც­ვით პრობ­ლე­მებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო კურ­სი­სათ­ვის დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნა. პრო­ექ­ტის მე­ოთხე ეტა­პი გუ­ლის­ხ­მობს პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის კომ­პი­ლა­ცი­ა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის კამ­პა­ნი­ის წარ­მარ­თ­ვას.

პრო­ექ­ტის მარ­თ­ვა

პრო­ექ­ტის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მარ­თ­ვის მიზ­ნით და მას­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სათ­ვის, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭო, სა­დაც შე­დი­ან გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს სა­ელ­ჩოს, ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოფი­სის (WWF Georgia), სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო