რას გვთა­ვა­ზო­ბენ ქარ­თ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რე­ბი
11 იანვარი, 2011
1110
print

"იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ცეს, ის უნ­და არ­სე­ბობ­დეს!" - იმე­ო­რებ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე.

ხო­ლო, ვი­ნა­ი­დან სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტია, ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი გა­ჯე­რე­ბუ­ლი იყო თარ­გ­მ­ნი­ლი და copi right-ის პრინ­ცი­პით გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რით.

ისიც თვალ­ში­სა­ცე­მია, რომ გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ლი არა მხატ­ვ­რულ, არა­მედ შე­მეც­ნე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რას უკა­ვია. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ურ გა­მო­ცე­მებს თვლა არ აქვთ, თუმ­ცა ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რია და მსგავ­სი წიგ­ნე­ბის ჩუ­ქე­ბა რომ მო­დუ­რი გახ­და, ესეც და­დე­ბი­თი ფაქ­ტია. მაგ­რამ, თუ 2010 წლის სა­გა­მომ­ცემ­ლო ტენ­დენ­ცი­ებს თვალს გა­ვა­დევ­ნებთ, ვნა­ხავთ, რომ ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბი­სად­მი გა­მომ­ცე­მელ­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბამ საგ­რ­ძ­ნობ­ლად იმა­ტა. ვერ გეტყ­ვით, რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნია ის სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რაც ქარ­თულ ენა­ზე იქ­მ­ნე­ბა, მაგ­რამ ვი­ყოთ შემ­წყ­ნა­რებ­ლე­ბი, ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნიც ხომ ერ­თხელ და­ი­ბა­და შვე­დეთ­ში!

მიმ­დი­ნა­რე წელს გა­მო­ცე­მულ ქარ­თ­ველ ავ­ტორ­თა წიგ­ნებს რომ თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით არ­ც­თუ ისე უნუ­გე­შო სუ­რათს მი­ვი­ღებთ:

"დი­ო­გე­ნეს" მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი თეა ლო­მა­ძის "წე­რი­ლი ბოთ­ლ­ში" ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნია. უნ­და აღ­ნიშ­ნოს, რომ ამ ავ­ტო­რი­სა­გან უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან კარ­გი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი გვახ­სოვს; გა­მო­ვი­და ირ­მა მა­ლა­ცი­ძის ორი წიგ­ნი - "სამ­შ­ვე­ნი­ე­როს ლა­მაზ­მა­ნე­ბი" (გა­მომ­ცემ­ლო­ბა "შე­მეც­ნე­ბა") და "ლუ­კი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში" (გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პე­გა­სი"); მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი კი - "ნა­ნი­ნე­ბი", "ნატ­ვ­რის­თ­ვა­ლო მზი­საო" ("პე­გა­სი") და "გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი ლექ­სე­ბი" ("შე­მეც­ნე­ბა"), მარ­თ­ლა სა­ჩუ­ქა­რია პა­ტა­რე­ბი­სათ­ვის; აღა­რა­ფერს ვიტყ­ვით ვა­სო გუ­ლე­უ­რის ("დი­ო­გე­ნე"), ვა­ნო ჩხიკ­ვა­ძის ("დი­ო­გე­ნე"), ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძის ("პე­გა­სი", "ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა") კრე­ბუ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებს მარ­თ­ლა რომ გა­ა­ხა­რებს; გა­მო­ვი­და ასე­ვე გუ­გუ­ლი ტო­გო­ნი­ძის "ლა­შა მი­დის სკო­ლა­ში" ("შე­მეც­ნე­ბა") და ლია რუ­სი­აშ­ვი­ლის, ელ­გუ­ჯა ლე­ბა­ნი­ძის, თი­ნა ჭე­ჟი­ას მოთხ­რო­ბე­ბი და სხვა, და სხვა.

ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა კურ­სი შეც­ვა­ლეს და ქარ­თ­ველ ილუს­ტ­რა­ტო­რებ­თან და­იწყეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. "პა­ლიტ­რა ლ"-ის მირ გა­მო­ცე­მუ­ლი "ბა­რონ მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" სო­ფი­კო ვა­რა­ზის ფე­რა­დი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით პა­ტა­რებს დიდ­ხანს ემახ­სოვ­რე­ბა. ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მ­ნა­ზე გა­და­ვი­და "ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბაც", რო­მელ­მაც ქარ­თ­ველ ილუს­ტ­რა­ტო­რებ­თან ერ­თად გა­მოს­ცა წიგ­ნე­ბი "ნაძ­ვის­ხე", "პი­ა­ნი­ნო" - სა­ბავ­შ­ვო ლექ­სე­ბით, ასე­ვე "ჩე­მი პირ­ვე­ლი ან­ბა­ნი" და "ჩე­მი პირ­ვე­ლი რიცხ­ვე­ბი". გა­კეთ­და ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბი "ჩე­მი პირ­ვე­ლი ზღაპ­რე­ბის" სე­რი­ი­დან და შეს­რულ­და "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ახა­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი მხატ­ვარ და­ვით მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მი­ერ. ვნა­ხოთ, რო­გორ მი­ი­ღებს მას ზი­ჩის, ქო­ბუ­ლა­ძი­სა და გუ­დი­აშ­ვი­ლის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ან­ბა­ნის" სა­ხე კი მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა, რო­მე­ლიც არც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე ამ­ბობს უარს. ასე­ვე, მკითხ­ველს ქარ­თულ სა­ბავ­შ­ვო კლა­სი­კას და თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებს სთა­ვა­ზობს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "შე­მეც­ნე­ბა". რო­ცა ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის წიგ­ნებს ვიხ­სე­ნებ, ერთ-ერთ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბად გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის ზღაპ­რე­ბი ამო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­ტია-ან­ტი­პა­ტი­ე­ბი­სა, "გორ­გას" მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის "პა­ტა­რა ქა­ლა­ქის სას­წა­უ­ლე­ბი" ყვე­ლა მშო­ბელ­მა უნ­და შე­უ­ძი­ნოს თა­ვის პა­ტა­რებს. ამ გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ასე­ვე გა­მოს­ცა გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის "და­მიბ­რუ­ნეთ ჩე­მი ირ­მე­ბი" - მოთხ­რო­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის. თუ წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის სი­ას გავ­ყ­ვე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო იყო გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ელ­ფის" პრო­ექ­ტი, თურ­ქუ­ლი წიგ­ნის ანა­ლო­გი "5 ბავ­შ­ვი, 5 თბი­ლი­სი" - გვან­ცა ჯო­ბა­ვას ავ­ტო­რო­ბით. "ბაკ­მ­მაც" წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლა სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის და ბონ­დო მა­ცა­ბე­რი­ძის ზღაპ­რე­ბის გა­მო­ცე­მა.

რო­გორც ვხე­დავთ, ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მი­მართ, სხვა წლებ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქოს უფ­რო აქ­ტი­უ­რია. ამას ემა­ტე­ბა უამ­რა­ვი, პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ცე­მუ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა მხატ­ვ­რუ­ლი დო­ნის წიგ­ნი. მაგ­რამ, მა­ინც არის რა­ღაც, რაც ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას აფერ­ხებს, და "მა­დო­ნას ზღაპ­რებს", რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მდა­რე ხა­რის­ხი­საა, უფ­რო მე­ტი მკითხ­ვე­ლი ჰყავს, ვიდ­რე ვა­სო გუ­ლე­უ­რის თუ მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის ლექ­სებს. და ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ვე­რა­ფე­რი შეც­ვ­ლის, თუ­კი მწერ­ლებ­მა და გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწორ პრო­მო­უ­შენს არ მი­მარ­თეს.

ქარ­თ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­იქ­მ­ნა სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი "ლი­ბო", რო­მე­ლიც ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მი­ის - "ალ­მას" 2011 წლის ნო­მი­ნან­ტ­თა შო­რის და­სა­ხელ­და.

ირ­მა მა­ლა­ცი­ძე, სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლი, "ლი­ბოს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: "ლი­ბო ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ქარ­თევ­ლი ავ­ტო­რე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რის­თ­ვი­საც და­ვა­არ­სეთ ყო­ველ­წ­ლი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი "ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის დღე - 27 ოქ­ტომ­ბე­რი", სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ალ­მა­ნა­ხი, ვაწყობთ შეხ­ვედ­რებს მკითხ­ველ­თან, ჩა­ვა­ტა­რეთ ერ­თობ­ლი­ვი სე­მი­ნა­რი ქარ­თუ­ლი და შვე­დუ­რი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე. შევ­ძე­ლით, დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა მაყ­ვა­ლა მრევ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია "კიკ­ლი-კიკ­ლი", რო­მე­ლიც სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის გა­ი­ცე­მა, ვა­ტა­რებთ კონ­კურ­სებს და სხვა."

იან­ვ­რის ბო­ლოს, სა­პატ­რი­არ­ქოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, "სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" ტარ­დე­ბა, სა­დაც სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის პირ­ვე­ლი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­თა და­ჯილ­დო­ე­ბა მოხ­დე­ბა. ვნა­ხოთ, რა შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს ეს კონ­კურ­სი და რამ­დე­ნად აღ­მოჩ­ნ­დე­ბა იგი გა­მომ­ცემ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბი­სათ­ვის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი. ფაქ­ტია, რომ მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი თხოვ­ნი­სა და მცდე­ლო­ბი­სა, ჯერ კი­დევ არ გა­დაწყ­ვე­ტი­ლა სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის ნო­მი­ნა­ცი­ის და­მა­ტე­ბის სა­კითხი სხვა­დას­ხ­ვა ლიტ­კონ­კურ­სებ­ზე: "სა­ბა", სა­ხელ­მ­წი­ფო პრე­მია და ა. შ. თუმ­ცა, გა­სულ წელს მე­რი­ამ და მწე­რალ­თა კავ­შირ­მა ერ­თობ­ლი­ვად და­ა­არ­სეს "მაყ­ვა­ლა მრევ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია", რო­მე­ლიც 10 სა­ბავ­შ­ვო მწე­რალს გა­და­ე­ცა. აი, წლე­ვან­დე­ლი "გა­ლაც" მზია სურ­გუ­ლა­ძის მხატ­ვ­რუ­ლად მოთხ­რო­ბილ­მა და კარ­გად ილუს­ტ­რი­რე­ბულ­მა "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ამ" და­იმ­სა­ხუ­რა, თუმ­ცა კი, სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის ნო­მი­ნა­ცია არც "გა­ლას" აქვს.

მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი, პო­ე­ტი: "ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის თქმით, სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რას ვერ ქმნი­ან. მე კი ვთვლი, რომ გა­მომ­ცემ­ლებ­მა და მწერ­ლებ­მა ხში­რად უნ­და მო­აწყონ თუნ­დაც ერ­თ­დღი­ა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბი, რა­თა ერ­თ­მა­ნე­თის პრობ­ლე­მე­ბი უკეთ გა­ი­გონ და ინ­ტე­რეს­თა გა­დაკ­ვე­თა მო­ახ­დი­ნონ. დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უამ­რა­ვი კარ­გი სა­ბავ­შ­ვო მწე­რა­ლია. სა­ჭი­როა, მწერ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის მსვლე­ლო­ბა­ში და მოხ­დეს მა­თი მწერ­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. უნ­და მო­ეწყოს სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტუ­რი კონ­კურ­სე­ბი, შე­ირ­ჩეს სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რა, გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­დეს თარ­გ­მა­ნე­ბის სა­კითხი და მოხ­დეს ზო­გა­დად წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ელექ­ტ­რო­ნულ თუ ბეჭ­დ­ვით მე­დი­ა­სივ­რ­ცე­ში."

სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გა­ნაც მო­ითხო­ვენ თა­ნად­გო­მას სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სის­ტე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის, სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფონ­დე­ბის შევ­სე­ბის, და­ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კითხ­ში.

სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული