საქართველოში ინვესტორების პოლიტიკურ რისკებს MIGA დააზღვევს
01 სექტემბერი, 2009
360
print

მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა (MIGA) და საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" MIGA-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა იზუმი კობაიშიმ და საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ სიმონიამ მოაწერეს ხელი.

MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესვლას გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, ასევე ეკონომიკის ზრდას. ამას სააგენტო ინვესტორებისთვის და კრედიტორებისთვის პოლიტიკური რისკების დაზღვევის შეთავაზებით ახორციელებს.
როგორც MIGA-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა იზუმი კობაიშიმ "24 საათთან" საუბრისას განაცხადა, "ჩვენი ორგანიზაციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ მემორანდუმის გაფორმება. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რაც შეიძლება მეტი ფული შემოვიდეს საქართველოში და ამაში ინვესტორებს ხელი შევუწყოთ. ჩვენი მიზანია თქვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარება."

იზუმი კობაიშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიზნესფორუმიც გაიმართა, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გახსნა.

ბაინდურაშვილის განცხადებით, აქამდე MIGA საქართველოში წარმოდგენილი არ ყოფილა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა. რუსეთის აგრესიის შემდგომ და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში კი საქართველომ სააგენტოსთან ურთიერთობა დაიწყო.
"აღნიშნული მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. მემორანდუმის თანახმად, ინვესტორებს MIGA-სთან კონტაქტი გაუადვილდებათ. ეს ინვესტორებისთვის ნიშნავს დამატებით დარწმუნებას, რომ მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ქვეყანში არანაირი რისკი არ დაემუქრება, საუბარია პოლიტიკურ რისკებზე. ინვესტორების დაზღვევის შემთხვევაში მათგან მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო (MIGA) გარკვეულ თანხას მიიღებს, თუმცა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს გასამრჯელო მაღალი არ არის, ინვესტორების რისკები კი დაცული იქნება და მათ ინვესტიციას საფრთხე არ დაემუქრება," - განაცხადა მინისტრმა.

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში MIGA და საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო ერთობლივი მხარდაჭერის პროგრამებს შეიმუშავებენ, რომლებიც საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე იქნება გათვლილი.

საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო უცხოელ ინვესტორებს MIGA-ს პროდუქტების და მომსახურების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. MIGA უზრუნველყოფს პოლიტიკური რისკების დაზღვევას შესაბამისი კატეგორიის ინვესტორისთვის.

მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს უკვე გაფორმებული აქვს საერთაშორორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან (OPIC).

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014