ბანკების ახალი ვაკანსია - კორპორატიული მდივანი და დამოუკიდებელი წევრი
25 სექტემბერი, 2009
577
print

ადგილობრივ ბაზარზე მოქმედმა ბანკებმა კორპორატიული მართვის ნებაყოფლობითი კოდექსის პრაქტიკის დანერგვა დაიწყეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ბანკებში კომპანიების მართვის საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება და ის სექტორისადმი ნდობის ამაღლების ერთ-ერთი საფუძველი გახდება.

ადგილობრივ ბაზარზე მოქმედმა ბანკებმა კორპორატიული მართვის ნებაყოფლობითი კოდექსის პრაქტიკის დანერგვა დაიწყეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ბანკებში კომპანიების მართვის საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება და ის სექტორისადმი ნდობის ამაღლების ერთ-ერთი საფუძველი გახდება. კერძოდ, კოდექსის თანახმად, მალე ბანკებში ახალი პოზიციების, მათ შორის - კორპორატიული მდივნის და დამოუკიდებელი წევრის დასაკავებლად, ვაკანსიები გამოცხადდება. მსგავსი პოზიციის პერსონალი დღემდე არც ერთ ადგილობრივ ბანკში არ მუშაობს, რაც უცხოელი ინვესტორისთვის ნიშნავს იმას, რომ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს მუშაობა დაუბალანსებელია და ბანკის მართვაში რისკები არსებობს. ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით, ნათლად ჩანს, რომ ბანკების საქმიანობაში გასატარებელი ცვლილებები დროის მოთხოვნაა და არა აკვიატება. თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს - კორპორატიული მართვის ნებაყოფლობით კოდექსს ბანკების წარმომადგენლების ¼-მა ხელი არ მოაწერა.

უცხოური ბანკი “პროკრედიტ ბანკი” საქართველოშიც ოპერირებს და მისი ყოველდღიური საქმიანობა, HSBC მსგავსად, დიდი ხნის წინ დანერგილი კორპორატიული მართვის კოდექსის შესაბამისად წარიმართება. ამის მიუხედავად, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ირწმუნება, რომ კოდექსზე ხელის მოუწერლობა ტექნიკური მიზეზით არის განპირობებული - ქვეყანაში წარმოდგენილ უცხოურ ბანკებს თავიანთ სათაო ოფისში გადაწყვეტილების მიღება გაუჭიანურდათ. სამაგიეროდ, კორპორატიული მართვის ნებაყოფლობითი კოდექსის ხელის მომწერთა, მათ შორის “თი-ბი-სი”-ს, “ბაზისბანკის”, “ტაოპრივატბნაკის” და სხვა წარმომადგენლებმა “24 საათთან” საუბარში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაგვიანებულია და კარგი იქნებოდა, ის ორი წლის წინ ამოქმედებულიყო.

კორპორატიული მართვის ნებაყოფლობითი კოდექსი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოს საბანკო ასოციაციასა და საქართველოს საფონდო ბირჟასთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა. გვასალია ამბობს: “წარმოდგენილი კოდექსი ძალიან მაღალი დონისაა, რადგან მან ყველა საერთაშორისო დონის ექსპერტიზა გაიარა. ამიტომაც ის გახდება ერთგვარი სავიზიტო ბარათი ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ბანკების ტრანსფარანტულობის მაღალი მაჩვენებელი, მენეჯმენტში შემცირებული რისკები, მსხვილ და წვრილ აქციონერებს შორის მოგვარებული კონფლიქტები და სხვა.”

როგორც ირკვევა, ნებაყოფლობითი კოდექსი კორპორატიული მართვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, ვიდრე ეს ქართულ კანონმდებლობაშია ასახული. IFC-ის კორპორატიული მართვის პროექტის ხელმძღვანელ მაია თევზაძის განმარტებით, IFC-ი ჩაატარებს საგანმანათლებლო მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრებს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს განუმარტავს, თუ რა დადებითი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს კოდექსს საქართველოს ბიზნესზე და რა მეთოდების გამოყენებით არის შესაძლებელი მისი პრაქტიკაში დანერგვა.

ბიზნესის გაჯანსაღებისა და ხელშეწყობის მიზნით ბოლო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, საქართველოს მთავრობამ უამრავ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, თავის მხრივ კერძო სექტორიც ცდილობს, კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების მენეჯმენტი დანერგოს და ამისთვის აღნიშნულ კოდექსზე ხელს აწერს. მაგრამ ყოველივე ეს ხშირად ქაღალდზე დეკლარირებული მცდელობებია და პრაქტიკაში მათი განხორციელებისთვის მხარეებს ძალისხმევა არ ჰყოფნით, ან არ სურთ, დღეს არსებული საზოგადოებრივი მონიტორინგის დაბალი დონის გამო.

ამ საკითხების შესახებ გაზეთი “24 საათი” საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ გვასალიასა და “ბაზისბანკის” გენერალურ დირექტორ ზურაბ ციხისელს ესაუბრა.

ზურაბ გვასალია: “ასოციაციასთან შეიქმნება მონტორინგის ჯუფი, რომელშიც ბანკების დღის წესრიგში მდგარი ბევრი საკითხი გადაწყდება. მალე ძალიან ბევრი ვაკანსია გამოცხადდება კორპორატიული მდივნისა და დამოუკიდებელი წევრის (სამეთვალყურეო საბჭოში იმუშავებენ) პოზიციების დასაკავებლად. მსგავსი პერსონალი დღეს ქართულ ბანკებს არ ჰყავთ. აღნიშნული პასუხისმგებელი პირები ყველა ცივილიზებულ ბანკში არიან ის პირები, რომლებიც კომპანიებში კორპორატიული მართვის პრინციპების დაცვის საკითხებს აგვარებენ.

- სავარაუდოდ, მორიტორინგის შედეგები საზოგადოებისთვის როდის გახდება ცნობილი?

- მიღწეული შეთანხმებით, ბანკები ტრადიციულ ანგარიშებში სათანადო ჩანაწერებს გააკეთებენ აღნიშნული კოდექსის შესაბამისად გაწეული საქმიანობის შესახებ. იმედი მაქვს, მომავალი წლის მარტში კოდექსის პრაქტიკაში ამოქმედების შედეგების შეჯამება და დასკვნების გაკეთება შესაძლებელი გახდება.

ზურაბ ციხისელი: “კოდექსის პრაქტიკაში დანერგვის ამოცანა არის ბალანსის დაცვა აქციონერების, მენეჯერების, მეანაბრების, კრედიტორებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინტერესებს შორის, და რომელიმე მხარის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებულის თავიდან აცილება.

- კოდექსის დანერგვის დროს რაიმე სახის წინააღმდეგობას თუ ელოდებით?

- ბაზარზე არსებული საკრედიტო ბარათებისგან განსხვავებით, “ბაზისბანკის” ’მეგობარათს’ ორი წლის წინ დათქმული პირობები არ შეუცვლია. თქვენი მხრიდან ეს კლიენტების ნდობის მოპოვების გზაა თუ ცივილიზებული კორპორატიული მართვის პრინციპების დაცვა?

- ვინც წლების განმავლობაში კარიერის შექმნაზე ზრუნავს, მან კარგად იცის - უნდა შეასრულოს პირობა, რომელსაც ხელი მოაწერა. სხვა შემთხვევაში მას არ ენდობიან და ავტორიტეტს დაკარგავს. ბანკიც ადამიანივითაა - თუ ის ხელშეკრულებაში დათქმულ პირობას არ ასრულებს, მაშინ კარგავს ნდობას და, ბუნებრივია, იმიჯსაც, რომლის გარეშეც წარმატებული საქმის კეთება ხანგრძლივად შეუძლებელია. ბანკი საკმაოდ ფაქიზი ორგანიზმია, ის უამრავი ადამიანის ფულადი სახსრებით ოპერირებს და ამიტომაც მას ფრთხილი, ჰარმონიული მართვა სჭირდება. ამ საქმეში ბანკებს, ვფიქრობ, კორპორატიული მართვის ნებაყოფლობითი კოდექსის დანერგვა სათანადოდ დაეხმარება.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014