მო­მავ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სივ­რ­ცე­ში
16 თებერვალი, 2011
1259
print

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზენ­ტა­ცია და ან­გა­რი­ში

2006 წლის 15 თე­ბერ­ვალს ის შედ­გა რო­გორც ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ყო­ვე­ლი 15 თე­ბერ­ვა­ლი მის დღედ მო­ი­აზ­რე­ბა, - დღე შე­ჯა­მე­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის, გეგ­მე­ბის გან­ხილ­ვი­სა და უბ­რა­ლოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან გა­სა­უბ­რე­ბის. გუ­შინ­დელ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­საც სწო­რედ ამი­ტომ ერ­ქ­ვა საკ­მა­ოდ საქ­მი­ა­ნი და პრო­ზა­უ­ლი სა­ხე­ლი: ”ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის”.

თუ უფ­რო დავ­კონ­კ­რეტ­დე­ბით, გუ­შინ­დელ სა­ღა­მოს­ზე ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო ახა­ლი შე­ნო­ბა, ასე­ვე მი­მო­ი­ხი­ლეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვია, ით­ქ­ვა მო­მა­ვალ­ზეც. მაგ­რამ ამ მო­მა­ვალ­მა, უფ­რო სწო­რად არა­ერ­თ­გ­ზის ხსე­ნე­ბულ­მა ”მო­მავ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა”, აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ცნე­ბე­ბი­სა და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის აღ­ძ­ვ­რის მი­უ­ხე­და­ვად, საკ­მა­ოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი და­სა­ხა, მათ­გან უმ­თავ­რე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბის შექ­მ­ნაა. რას წარ­მო­ად­გენს ეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და რა არის მო­მავ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი, ამა­ზე ქვე­მოთ წა­ი­კითხავთ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შეხ­ვედ­რა ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ კორ­პუს­ში შედ­გა. ახა­ლი შე­ნო­ბა სპორ­ტუ­ლი კომ­პ­ლექ­სის ”ქა­რიშ­ხა­ლას” გვერ­დით გახ­ლავთ და იქ ამი­ე­რი­დან სა­ინ­ჟინ­რო და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ. სა­ინ­ჭინ­რო ფა­კულ­ტე­ტის პრე­ზენ­ტა­ცია დღის ცალ­კე თა­ვი გახ­ლ­დათ. თუმ­ცა ჩვენ აქ­ცენტს ამ­ჯე­რად სხვა რა­მე­ზე გა­ვა­კე­თებთ. 2010 წლის ან­გა­რი­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­გი თევ­ზა­ძემ მოკ­ლედ ისა­უბ­რა, საკ­მა­ოდ გაშ­ლი­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ან­გა­რი­შო ჟურ­ნალ­ში.

”ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნით თა­ნა­მედ­რო­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს: ტრა­დი­ცი­ე­ბი, ინო­ვა­ცი­ე­ბი და მო­მა­ვა­ლი. ტრა­დი­ცია უნი­ვერ­სი­ტე­ტის კონ­ტექ­ს­ტ­ში გუ­ლის­ხ­მობს ყვე­ლა იმ დარ­გობ­რივ სას­წავ­ლო და კვლე­ვით პროგ­რა­მას, რო­მელ­თაც სტუ­დენ­ტე­ბი შეჰ­ყავს მო­მავ­ლის ცოდ­ნის სამ­ყა­რო­ში. ინო­ვა­ცი­უ­რი სფე­რო მო­ი­ცავს იმ ახა­ლი ტი­პის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ თუ ინ­ტ­რა­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სას­წავ­ლო და კვლე­ვით პროგ­რა­მებს, რომ­ლე­ბიც თუ­კი სწო­რა­დაა და­გეგ­მი­ლი, კა­ნონ­ზო­მი­ე­რად გა­და­იქ­ცე­ვა ტრა­დი­ცი­ად. მო­მა­ვალს, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნივ­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა ის პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც ქმნის ახალ, ხედ­ვი­სა და მოქ­მე­დე­ბის მა­ნამ­დე არარ­სე­ბულ პერ­ს­პექ­ტი­ვას გლო­ბა­ლურ, რე­გი­ო­ნულ თუ ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე. და მა­ინც, მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი სიცხა­დი­სა, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბის გარ­და, ზოგ ისეთ ხი­ფათ­საც შე­ი­ცავს, რო­მელ­თა სა­ერ­თო და ზო­გა­დი სა­ხე­ლია ცალ­მ­ხ­რი­ვო­ბა. ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა არ იყოს ცალ­მ­ხ­რი­ვი და მხო­ლოდ ერთ რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა­სა თუ დარ­გ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი...” - წერს გი­გი თევ­ზა­ძე და თუ­კი ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ან­გა­რი­შო-საპ­რე­ზენ­ტა­ციო წიგნს გა­და­ხე­დავთ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა აშ­კა­რა გახ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფა­კულ­ტე­ტე­ბი, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი სწო­რედ რექ­ტო­რის მი­ერ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით არის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი - ტრა­დი­ცია, ინო­ვა­ცია და მო­მა­ვა­ლი.

გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თსუ-ს რექ­ტო­რი და თბი­ლი­სის მე­რი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ, რექ­ტო­რის გა­მოს­ვ­ლა­ში ერ­თი მთა­ვა­რი კითხ­ვა და­ის­ვა, თუ რა შე­იც­ვა­ლა 10 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ მას შემ­დეგ რაც პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­გორც სის­ტე­მა, ჩე­მო­ყა­ლიბ­და? ამ შე­კითხ­ვის რი­ტო­რი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი მსმე­ნელს მხო­ლოდ მო­ეჩ­ვე­ნა და თა­ნაც სულ ცო­ტა ხნით, რად­გა­ნაც ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხე­ბიც წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს: რომ მას შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი დი­დად არ შეც­ვ­ლი­ლან და რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუდ­მი­ვად ცდი­ლობს სი­ხის­ტი­სა და უხერ­ხუ­ლო­ბის დაძ­ლე­ვას. სწო­რედ ამ დაძ­ლე­ვის ხერ­ხებ­ში მდგო­მა­რე­ობს გი­გი თევ­ზა­ძის მი­ერ ნაჩ­ვე­ნე­ბი მო­მავ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მტა­ვა­რი პოს­ტუ­ლა­ტე­ბიც. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნი­სა და მო­წი­ნა­ვე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მო­დე­ლე­ბის ანა­ლიზ­მა კი უჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ზე უფ­რო პრო­დუქ­ტი­უ­ლი, რო­გორც სას­წავ­ლო, ასე­ვე სა­მეც­ნი­ე­რო გარ­ღ­ვე­ვე­ბის კუთხით, არის სტუ­დენ­ტ­თა, პრო­ფე­სორ­თა და მკვლე­ვარ­თა არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა. ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის, სა­მუ­შაო ოთა­ხე­ბის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბის გარ­და, მო­მავ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დი­დი და პა­ტა­რა აუდი­ტო­რი­ე­ბის ად­გილს და­ი­კა­ვებს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი, არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც აზ­რე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გაც­ვ­ლა და ახა­ლი აზ­რე­ბის გა­ჩე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. და ამ ახალ სივ­რ­ცე­ებს მე­ტა­ფო­რუ­ლად ”ცოდ­ნის კა­ფე­ე­ბი” და­არ­ქ­ვეს. ამ კა­ფე­ე­ბის ხსე­ნე­ბა­ზე გვა­გონ­დე­ბა ჩა­ის სახ­ლე­ბი, ყა­ვა­ხა­ნე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ლო­ნე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც უკ­ვე ვახ­სე­ნე მო­მავ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მხო­ლოდ რე­ა­ლურ ალ­ტე­რა­ნა­ტი­ულ სივ­რ­ცე­ებს არ გუ­ლის­ხ­მობს...

- აქ­ცენ­ტი მო­მავ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იდე­ა­ზე გა­ა­კე­თეთ. რაც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი იქ­ნე­ბა დღე­ვან­დელ დღეს თქვენს მი­ერ ნათ­ქ­ვამს შო­რის. რა არის მი­სი მტა­ვა­რი ნიშ­ნე­ბი? და რამ­დე­ნად ახ­ლოს არის ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­მავ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­დელ­თან?

გი­გი თევ­ზა­ძე: ალ­ბათ რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ვართ, იმი­ტომ რომ ერ­თია რომ ჩვენ და­ვიწყეთ ლექ­ცი­ე­ბის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია, ანუ ოქ­ტომ­ბ­რი­დან ყვე­ლა დი­დი ლექ­ცია იქ­ნე­ბა ჩა­წე­რი­ლი ონ­ლი­ან და დიდ აუდი­ტო­რი­ებ­ში ლექ­ცი­ე­ბი აღარ იქ­ნე­ბა. და მე­ო­რე, ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მებ­ზე გვქონ­დეს ონ­ლა­ინ­სე­მი­ნა­რე­ბი, უკ­ვე წელს აპ­რი­ლი­დან მსურ­ვე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით ჩა­ა­ტა­რე­ბენ სე­მი­ნა­რებს. ასე­ვე ზაფხუ­ლი­დან და­ვიწყებთ ე.წ. ცოდ­ნის კა­ფე­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. ეს იქ­ნე­ბა რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბის სრუ­ლი ცვლა. ასე­თი სივ­რ­ცის ერთ-ერ­თი კარ­გი მა­გა­ლი­თი გვაქვს წიგ­ნის მა­ღა­ზია/კა­ფე ”ლი­გა­მუ­სის” სა­ხით. ფაქ­ტობ­რი­ვად იქ არის ის, რაც გავ­რ­ცელ­დე­ბა მთელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. კა­ფე­ებ­ში პრო­ფე­სუ­რა შეხ­ვ­დე­ბა სტუ­დენ­ტებს და ეს არის ყვე­ლა­ზე კარ­გი ფორ­მა ურ­თი­ერ­თო­ბის. ვფიქ­რობ, რომ ეს არის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თა­დერ­თი მო­მა­ვა­ლი. არა მარ­ტო ში­ნა­გა­ნი ლო­გი­კით, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ლო­გი­კი­თაც. მცოდ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ­სად ვერ გაჩ­ნ­დე­ბა თუ არა ცოდ­ნის კა­ფე­ში. რა თქმა უნ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და სა­მუ­შაო ოთა­ხე­ბი რჩე­ბა. მაგ­რამ ონ­ლა­ინ­კო­მუ­ნი­კა­ცია მხო­ლოდ და მოხ­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე­ე­ბის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რი სწავ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, რა­საც ინ­ტი­ტუ­ცი­უ­რად ცოდ­ნის კა­ფე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ.

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ც­ნეთ?

- წლე­ვან­დე­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე არის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რად­გა­ნაც გარ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა, და­იწყო დე­და­მი­წის შემ­ს­წავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლა. ამა­ვე ახალ შე­ნო­ბა­ში იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც, რაც ასე­ვე არის სრუ­ლი­ად სი­ახ­ლე ჩვენს სივ­რ­ცე­ში.

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო