კოსმოსური ნაოსნობა მზით განათებული აფრებით
26 ნოემბერი, 2009
404
print

დღეიდან ერთი წლის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, რაკეტიდან პურის ზომის ყუთი დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 800 კილომეტრის სიმაღლეზე ამოხტება.

იქ, უჰაერობაში, ის მთვარის სხივივით მოელვარე და მასზე მხოლოდ ოდნავ შესამჩნევ ოთხ სამკუთხა აფრას გაშლის, შემდეგ ის ნელა ამაღლდება მზის სხივზე და ვარსკვლავებისკენ გაიჭრება.

LightSail-1, როგორც მას უწოდებენ, საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე საათი იმოძრავებს და სიმაღლეში რამდნიმე კილომეტრით გაიზრდება. მაგრამ ეს საათები ნიშანსვეტი იქნება ოცნებისა, რომელიც რექტიულ ძრავათა დროების ხნისაა და მასავით რომანტიულია: კომსოსში ვარსკვლავთა ქარებზე ციალი ისეთივე მოძრაობაა, თითქოს, დედამიწის ქარებით ფრთაშესხმული მეზღვაურები სერავდნენ ოკეანეს.

"სინათლის ენერგიაზე აფრის მეშვეობით ნაოსნობა ერთადერთი ტექნოლოგიაა, რომელსაც ოდესმე ჩვენი ვასრკვლავებამდე მიყვანა შეუძლია," - თქვა საპლანეტო საზოგადოების, კოსმოსურ ენთუზიასტთა მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ლუის ფრიდმანმა.

ამ თვეში დოქტორმა ფრიდმანმა გამოაცხადა, რომ საპლანეტო საზოგადოება ანონიმური დონორის დახმარებით, მომავლისაკენ პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა და ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ტრადიციების ღირსეული გაგრძელება იქნება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში საზოგადოება ააგებს და საფრენად გაუშვებს მზის აფრიან კოსმოსურ ხომალდთა სერიას LightSails-ს - თავდაპირველად დედამიწის ორბიტაზე და საბოლოოდ, შორეულ კოსმოსში.

ეს მოგზაურობები ამ საზოგადოებასა და ითაკაში, ნიუ იორკში მდებარე Cosmos Studios-ს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის გაგრძელებაა. სტუდიას კინოპროდიუსერი და აწ გარდაცვლილი ასტრონომისა და მწერლის კარლ საგანის ქვრივი, ენ დრუიანი ხელმძღვანელობს. საგანი 1980 წელს დოქტორ ფრიდმანთან და რეაქტიულ ძრავათა ლაბორატორიის იმჟამინდელ დირექტორთან, ბრიუს მიურეისთან ერთად საპლანეტო საზოგადოების დამფუძნებელი იყო.

არსებობს მეოცნებეთა გრძელი ჯაჭვი, რომელსაც რუსული სარაკეტო მეცნიერების პიონერებთან - კონსტანტინე ციოლკოვსკისთან, ფრიდრიხ ცანდერთან და ლიტერატორ არტურ ჩარლზ კლარკთან მივყავართ, რომლებიც ამ იდეებს მხარს უჭერდნენ. "აფრა შესანიშნავი გზაა სამყაროს შემოსავლელად," - თქვა ნიუ ჯერსის პრინსტონის უმაღლესი კვლევების ინსტიტუტის მომავლის სტაჟიანმა მკვლევარმა, ფრიდმან დაისონმა, - "მაგრამ მის პრაქტიკულ განხორციელებას დიდი დრო სჭირდება."

მზის აფრა მამოძრავებელ ძალას იმ უბრალო ფაქტიდან იღებს, რომ სინათლე არა მხოლოდ ენერგიის, არამედ იმპულსის მატარებელიცაა. მზის აფრის ძალა ნაზი, შეიძლება ითქვას, სუსტიც კია, მაგრამ რაკეტისგან განსხვავებით, რომელიც მაქსიმუმ რამდენიმე წუთის განმავლობაში მოქმედებს - ის მუდმივია.

დღეებისა და წლების განმავლობაში საკმარისი ზომის აფრას, რომლის თითო გვერდი დაახლოებით 1,5 კილომეტრია, საათში ასობით ათასი კილომეტრის სიჩქარის განვითარება შეუძლია, რაც მზის სისტემის 5 წელში გადასაკვეთად საკმარისია. მძლავრი ლაზერიდან მომავალ სხივზე მოძრავ აფრას 100 წელიწადში სხვა ვარსკვლავურ სისტემამდე მიღწევაც კი შეუძლია, რაც პრინციპში, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ტოლია. მაგრამ, დოქტორმა ფრიდმანმა განაცხადა, რომ ადამიანთა დანიშნულების იმგვარ ადგილებამდე გადაყვანას, როგორიცაა მარსი, ძალზედ დიდი დრო დასჭირდებოდა და დასხივების ზედმეტად მაღალ დონეს მოიცავდა. მან თქვა, რომ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის ერთადერთი მგზავრები - დამატებითი ტექნოლოგიური განვითარების 200 წლის შემდეგაც კი - სავარაუდოდ, რობოტები ან ჩიპზე კოდირებული ჩვენი გენომები, იმ საჭიროების შედეგი იქნებიან, რომელიც ხომალდისათვის გიგანტური ფრანის მსგავსი სიმსუბუქის შენარჩუნებას გულისხმობს.

პრინციპში, მზის აფრას ის ყველაფერი შეუძლია, რაც ჩვეულებრივ აფრას, მაგალითად, შეცვალოს კურსი. სხვა კოსმოსური ხომალდებისაგან განსხვავებით, მას შეუძლია იმოქმედოს ანტიგრავიტაციული მანქანის რანგში, გააწონასწოროს მზის მიზიდულობა მზის წნევის გამოყენებით და შესაბამისად, ილივლივოს კოსმოსის ნებისმიერ წერტილში. და, რათ ქმა უნდა, მას არ სჭირდება ტონობით რეაქტიული საწვავის ტარება.

ზემოთ ჩამოთვლილი გრძელვადიანი პერსპექტივის ხილვებია. "იფიქრეთ საუკუნეებზე ან ათასწლეულებზე და არა ათწლეულებზე," - თქვა დოქტორმა დაისონმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ საპლანეტო საზოგადოების პროექტს იწონებდა.

"ჩვენ ვალდებულნი ვართ ვაკეთოთ რომანტიული რამეები," - თქვა მან, თან დაამატა, რომ ჯერ არავინ იცოდა, თუ როგორ უნდა აიგოს საკმარისად დიდი ზომისა და სითხელის აფრები სერიოზული მოგზაურობისთვის. " მათ გასაშლელად და გასაჭიმად უნდა გქონდეთ მოწყობილობა - საინჟინრო სამუშაოს დიდი ნაწილი, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. მაგრამ, ტექნოლოგიის სიტკბოება სწორედ იმაშია, რომ მისი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია." მზის აფრებს სხავადსხვა დროს, NASA-ს მრავალი ლაბორატორია სწავლობდა. რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის მეცნიერებმა ერთხელ, 1986 წელს კომეტის ჩაქროლებისას მზის აფრის “ჰეილის” კომეტასთან შეხვედრა და მასთან ერთად მოძრაობაც კი გამოიკვლიეს. მაგრამ, სააგენტოს (NASA) ძალისხმევამ იმის ფონზე იკლო, რომ ის ადამიანთა კოსმოსში გაფრენის პროგრამის გასაგრძელებლად დოლარებს ეძებს, -განაცხადა რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის გადამდგარმა ინჟინერმა და NASA-ს მოწინავე იდეების ინსტიტუტის ყოფილმა თავმჯდომარემ დონა შირლიმ. დოქტორმა შირლიმ თქვა, რომ მზის აფრა განხორციელებადი პროექტია და მხოლოდ ერთადერთი კითხვა ისმის, "მზად ხართ დახარჯოთ ფული?"

LightSail-ი სანაგვე პარკის ერთ-მეოთხედი სისქის ალუმინირებული ფირფიტისგან არის დამზადებული. ამ კოსმოსური აპარატის კორპუსი სამი CubeSats-ის სახელითაა ცნობილი და ის მინიატურული ზომის თანამგაზვრისგან იქნება შემდგარი. 10 სანტიმეტრიანი გვერდები პირველად სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს. ამჟამად კი, მისი ყიდვა ინტერნეტსა და სხვა ადგილებშიც არის შესაძლებელი. ერთ-ერთი კუბში ელექტრო მოწყობილობები მოთავსდება, დაარჩენი ორი კი, დაკეცილ აფრებს გადაიტანს, - განაცხადა დოქტორმა ფრიდმანმა. ბლოკების მსგავსად აწყობილ მდგომარეობაში მთლიანი აპარატი ხუთ კილოგრამზე ნაკლებს იწონის. "აგრეგატი სისტემის უმცირესი ნაწილია," - თქვა დოქტორმა ფრიდმანმა. - "ხუთ კილოგრამიან სისტემაზე ბევრს ვერ დახარჯავ."

LightSail-ის მისიებს შორის ინტერვალის დაახლოებით, ერთი წელი იქნება და პირველი მისია, სადღაც, 2010 წლის ბოლოს განხორციელდება. მთავარი აზრი, დოქტორი ფრიდმანის განცხადებით, გეგმიური თანამგზავრის გაშვების გასწვრივ მოძრაობაა.

დოქტორმა ფრიდმანმა განაცხადა, რომ პირველი გაფრენა, LightSail-1, წარმატებული იქნება, თუკი აფრის გაკონტროლება ორბიტის თუნდაც მცირე ნაწილში იქნება შესაძლებელი და თუკი ის იმის რაიმე ნიშანს გამოამჟღავნებს, რომ მზის სინათლის მეშვეობით მისი მოძრაობის დაჩქარება ხდება. "პირველი გაფრენისთვის ყველაფერი შესანიშნავია, რასაც გავზომავთ," - თქვა მან.

მოდევნო გაფრენა უფრო დიდი ზომის აფრას გამოიყენებს, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და ორბიტის ათობით ასეული კილომეტრით ასაწევად საკმარის სიჩქრეს გამოიმუშავებს, - თქვა დოქტორმა ფრიდმანმა. მესამე გაფრენისთვის, დოქტორი ფრიდმანი და მისი კოლეგები აპირებენ სამეცნიერო ინტრუმენტების შეკვრის თანხლებით აფრის დედამიწის ორბიტის მიღმა დაფიქსირებას, მზის გამოსხივებაზე დასაკვირვებლად და მაგნიტური ქარიშხლების შესახებ ადრეული გაფრთხილებისათვის, რომლებსაც ენერგო სისტემის მუშაობის შეფერხება და კოსმოსური ხომალდის დაზიანებაც კი შეუძლიათ.

სამოქმედო გეგმა სახელწოდებით, L1 - ბანაკის იმ წერტილში დაცემას გულისხმობს, სადაც დედამიწისა და მზის მიზიდულობა ერთმანეთს აწონასწორებს. ეს დაახლოებით, 1,45 მილიონი კილომეტრზეა დედამიწის ზედაპირიდან და სამეცნიერო თანამგზავრების განთავსების ტრადიციულად პოპულარული ადგილია. გეგმის შესრულება, - აღიარებს დოქტორი ფრიდმანი, - დედამიწის ორბიტიდან გასასვლელად, კოსმოსურ ხომალდზე სივრცეში მდგომარეობის სტაბილიზაციის საფრენი აპარატის მსგავს მცირე ზომის რაკეტას მოითხოვს რაც, ალბათ, პურისტისთვის სასოწარმკვეთია.

მაგრამ, მაინც, აფრიან გემთა უმეტესობა ნავსადგურში სამოძრაოდ მოტორითაა აღჭურვილი, - ასე აღწერს დოქტორი ფრიდმანი დედამიწის ორბიტაში ყოფნას. იმის გამო, რომ მზის მიმართულება მუდამ იცვლება, - თქვა მან, - თქვენ დაკავებული ხართ "ნავსადგურში კურსირებით, მაშინ, როდესაც ოკეანეში გასვლა ის არის, რაც რეალურად გსურთ."

დენის ოვერბაი

სხვა სიახლეები
01 იანვარი, 2017 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“