წინ, ლიბერალური ეკონომიკისკენ
30 სექტემბერი, 2009
253
print

საქართველოს მთავრობას პარლამენტში განსახილველად ეკონომიკური სტიმულირების ახალი პაკეტი შემოაქვს.

ახალი პაკეტის დეტალები ორ კვირაში გაცხადდება. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მთავრობა აქცენტს ეკონომიკური თავისუფლების ზრდაზე გააკეთებს.

რეფორმების შეუქცევადობის უზრუნველყოფის მიზნით კი შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებებიც განხორციელდეს.

მთავრობის მიერ მომზადებულ ახალ ეკონომიკურ პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ კონსულტაციებში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი მონაწილეობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ “კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია". დაუკონკრეტებელი ცვლილებებით ხელისუფლება ეკონომიკის გრძელვადიან და სტაბილურ ზრდას გვპირდება.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მთავარი - ეკონომიკური რეფორმების შეუქცევადობის მიღწევაა. “მთავრობა რამდენიმე თვეა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. გვინდა, რომ საქართველოში დაწყებული რეფორმები შეუქცევადი გავხადოთ. ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის ყველაზე მთავარი სწორედ ეს ცვლილებებია. გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში დაწყებული რეფორმები საკანონმდებლო ჩარჩოებში მოვაქციოთ. ამით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ მსოფლიოში რეფორმატორული მთავრობის სახელის დასამკვიდრებლად," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით ადგილობრივ და უცხოურ ბიზნესს სტაბილურ გარემოში ფუნქციონირების საშუალება უნდა მიეცეს: “აუცილებელია, მათ დაცულ ბიზნესგარემოში მუშაობის გარანტია მივცეთ. ამ მიზნით მთავრობა მთელ რიგ ნაბიჯებს გადადგამს. ახალი ინიციატივების მთავარი მიზანი სტაბილური ბიზნესგარემოს დაცვა და უზრუნველყოფა იქნება. ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის შეუფერხებელი მუშაობის მთავარი პირობა ლიბერალიზებული ეკონომიკური გარემოს დაცვაა. შევთანხმდით, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო კონკრეტულ და დროში გაწერილ წინადადებებს მთავრობა ორი კვირის ვადაში წარმოადგენს".

ბაქრაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური თავისუფლების გარანტი კანონი იქნება: “ყველაზე კარგი დაცვა საკანონმდებლო დაცვაა. გამორიცხული არ არის, რომ საკანონმდებლო დაცვისთვის ისეთი მაღალი სტანდარტი ავიღოთ, როგორიცაა საკონსტიტუციო გარანტია და ახალი ინიციატივების დაკანონების მიზნით კონსტიტუციაში შესწორება შევიდეს".

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკური სტიმულირების ახალი პაკეტი ეკონომიკაში სახელმწიფოს როლს მნიშვნელოვნად შეამცირებს: “ახალი ეკონომიკური პაკეტი ეკონომიკის ლიბერალიზაციას ეხება. პაკეტი იმისთვის შეიქმნა, რომ ეკონომიკური რეფორმები შეუქცევადი იყოს. ეკონომიკური სტიმულირების ახალი გეგმა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემდგომ ლიმიტირებას უზრუნველყოფს. ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის მცირე დოზით შენარჩუნება ეკონომიკაში დაბალ გადასახადებს და დიდ კერძო სექტორს ნიშნავს. ამ ცვლილებების მთავარი მიზანი ის არის, რომ საქართველოში კერძო სექტორი სწრაფად და სტაბილურად გაიზარდოს," - აცხადებს ბაინდურაშვილი.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014