საწვავაზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის
30 სექტემბერი, 2009
274
print

საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა საქართველოში საწვავის იმპორტის რაოდენობა და, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საწვავის მოხმარების ზრდა შეაფასა.

2009 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საქართველოში იმპორტირებული იქნა 522 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი. მათ შორის, ბენზინი 291 ათასი ტონა, დიზელის საწვავი კი 232 ათასი ტონა.

2008 წლის ანალოგიური პერიოდის განმავლობაში იმპორტირებული იქნა 467 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი. მათ შორის, ბენზინი 248 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავი 219 ათასი ტონა.

2008 და 2009 წლების ანალოგიური პერიოდების შედარებით ვგებულობთ, რომ მიმდინარე წელს ბენზინის იმპორტი გაზრდილია 43 ათასი ტონით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი 14 ათასი ტონით. ჯამში 2009 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 57 ათასი ტონით, ანუ 12%-ით.

აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ბენზინის ხვედრით წილში საწვავის კატეგორიები შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: რეგულარის ტიპის (A-92) ბენზინის საწვავი 81%, პრემიუმი (A-95) 16.5%, სუპერი (A-98) 2.5%. რაც შეეხება დიზელის საწვავს - (L-62) 80%, ევრო დიზელი (50 PPM) 20%. აქედან გამომდინარე, საქართველოში ყველაზე მოხმარებადი საწვავია: რეგულარის ტიპის (A-92) ბენზინის საწვავი და (L-62) დიზელის საწვავი.

მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში და, მათ შორის საქართველოშიც, ჯერ კიდევ საფინანსო-ეკონომიკური კრიზისია, საქართველოში საწვავზე მოხმარება არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.

საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირში აცხადებენ, რომ საწვავაზე მოთხოვნის ზრდა წლის დასაწყისში და შემდგომში ბენზინზე არსებულმა დაბალმა ფასმა გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ აღურიცხავი და კონტრაბანდული საწვავის ხვედრითი წილი ქართულ ბაზარზე კვლავინდებურად მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც თავისთავად ზრდის ლეგალური საწვავის მოხმარებას.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი: “იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ჯერ კიდევ მსოფლიო საფინანსო კრიზისია და მისი ნიშნები საქართველოშიც არის, საწვავის იმპორტის და მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია. ეს დამაიმედებელი ფაქტია. ძალიან ბევრ ქვეყანაში კრიზისმა საწვავის მოხმარების შემცირება გამოიწვია. საქართველოში არსებული საპირისპირო რეალობა კი დაბალი ფასების და აღურიცხავი საწვავის მინიმუმამდე დაყვანის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისია და ტრანზიტები შემცირებულია, საქართველოში საწვავზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს ფაქტი საქართველოს ეკონომიკის არცთუ ისე ცუდ მდგომარეობაზე მიანიშნებს. არსებობს იმის პოტენციალი, რომ კრიზისის დაძლევა მცირე დროში მოხდეს, ვინაიდან ნავთობპროდუქტები ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ სფეროში არსებული ზრდა ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.

ბოლო პერიოდში საწვავის ფასის ზრდა შეინიშნება. ეს პროცესი დაახლოებით ექვსი თვეა მიმდინარეობს. დიზელზე ფასი 20-25 თეთრით არის მომატებული, ხოლო ბენზინზე - გაცილებით მეტით, 55-60 თეთრით. თუკი ნავთობის ფასი იქნება დღეს არსებული 65-75 დოლარი, საწვავის ფასი არც მოიმატებს და არც დაიკლებს. ზოგადად, ნავთობზე არსებული მაღალი ფასი OPEK-ის ქვეყნების პოლიტიკაა. მიმდინარეობს ნავთობის ყოველდღიური მოპოვების შემცირება. თუ რაიმე გეოპოლიტიკური ცვლილება არ მოხდა, ნავთობის ფასი 65-დან 75 დოლარამდე დარჩება.”

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014