წარმატებულნი და წარუმატებელნი Fortune 500-ის სიიდან
30 სექტემბერი, 2009
343
print

"Fortune 500” არის 500 უდიდესი ამერიკული კომპანიის სია, რომელსაც სისტემატურად აქვეყნებს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა ბიზნესის სფეროში ჟურნალი "Fortune”. ცნობილია ამ ჟურნალის სხვა სიებიც, მაგრამ თავისი პოპულარობით "Fortune 500”-ს ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება. ეს ნამდვილად არის ამერიკული ბიზნესის საპატიო სია, რომელში მოხვედრაც ყოველი ამერიკული კორპორაციის ოცნებაა.

გლობალურმა კრიზისმა ამერიკულ ბიზნესში ბევრი რამ შეცვალა. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ იცვლებოდა ამ სიაში შემავალი კორპორაციების აქციების ფასი კრიზისის მსვლელობისას. გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია. მნიშვნელოვნად შეიცვალა ინვესტორთა ინტერესი სხვადასხვა კორპორაციის აქციების მიმართ. ჩრდილში მოექცა ოდესღაც პოპულარული კორპორაციების აქციები. სამაგიეროდ, ინვესტორთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ნაკლებად ცნობილი კორპორაციების აქციები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის წინათ უცნობი იყო.

მათი უმრავლესობა ე.წ. "პენიან" აქციებს (Penny stocks) მიეკუთვნება. საბირჟო ჟარგონზე ასე უწოდებენ აქციებს, რომელთა ღირებულება 5 დოლარზე ნაკლებია.

აქციების ფასები შედარებულია ერთი წლის წინ, 2008 წლის 15 სექტემბერს მათზე დაფიქსირებულ ფასთან. კორპორაციების ხუთეული, რომელთა აქციებზე ფასი მაქსიმალურად გაიზარდა, შემდეგია:

წარუმატებელ კორპორაციათა ხუთეული, რომელთა აქციების ფასიც ყველაზე მეტად დაეცა, შემდეგია:

ფრჩხილებში მოცემულია კორპორაციის ადგილი სიაში.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულ აქციათა სიაში საპატიო პირველი და მესამე ადგილი დაიკავეს "პენიანმა" აქციებმა.

Freddie Mac და Fannie Mae - ეს არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კორპორაციები, რომლებიც მოქმედებენ უძრავი ქონების ბაზარზე და რომელთა მიზანიც არის ამ ბაზრის სტიმულირება. Oshkosh-I სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელია. ის, რომ წარმატებულთა სიაში პირველი სამი ადგილი სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა კორპორაციებმა დაიკავა, კრიზისის პირობებში სახელმწიფოს გაზრდილი როლის კიდევ ერთი დადასტურებაა.

წარუმატებელ კორპორაციათა სიას სათავეში უდგას Grosstex Energy, დალასური კომპანია, რომელიც მილსადენების მფლობელი და ოპერატორია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ხუთეულში მოხვდა ისეთი ფინანსური გიგანტი, როგორიცაა Citigroup, აგრეთვე კიდევ ერთი ფინანსური კორპორაცია CIT Group.

თუ ერთი წლის წინ ჩვენ საინვესტიციო პორტფელს შევადგენდით, რომელშიც თანაბარი წილი ექნებოდა ხუთ ყველაზე წარმატებულ და წარუმატებელ აქციას, ამ პორტფელის ღირებულება 59.4%-ით გაიზრდებოდა. ეს მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებულ აქციებს საინვესტიციო პორტფელისთვის. ერთი ასეთი აქცია მთელ პორტფელს წარმატებულს ხდის.

http://money.cnn.com/magazines/fortune/fortune500/

http://en.wikipedia.org/wiki/Fortune_500

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014