მუყაო თავის დასაცავად - კრანიუმის ტექნოლოგიის საოცრება
30 ივლისი, 2011
723
print

ველოსიპედისტების და მოტოციკლისტების თავების დასაცავად, წლების განმავლობაში იყენებენ ჩაფხუტებს, რომლებშიც ენერგოშთანმთქმელად პოლისტირენი გამოიყენება.

მაგრამ როგორც ირკვევა, ეს მასალა კარგია მხოლოდ იმით, რომ დარტყმის ძალას, თავის მთელ ფართობზე, შეძლებისდაგვარად თანაბრად ანაწილებს. მაგრამ დარტყმის ენერგიის შთანთქმა მას ნაკლებად შეუძლია.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ასეთი მასალით დამზადებულ ჩაფხუტს, ინციდენტების მხოლოდ 16 პროცენტში შეუძლია ადამიანის თავის დაცვა. ამგვარად, ის უსაფრთხოებას მხოლოდ მინიმალურად უზრუნველყოფს და ასეთი ჩაფხუტი თავის მოტყუება უფროა, ვიდრე რეალური დაცვა.

მაგრამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩაფხუტების დახვეწა მხოლოდ აეროდინამიკური და სტილისტური თვალსაზრისით ხდება. ჩაფხუტების მწარმოებლებს ახალი, ენერგოტევადი მასალების გამოყენების თვალსაზრისით, წინ ერთი ნაბიჯითაც არ წაუწევიათ. თუმცა, მალე შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს და თუ ასე მოხდა, ეს ჩვეულებრივი მუყაოს დამსახურება იქნება.

ბრიტანეთის სამეფო კოლეჯში აღმოაჩინეს, რომ მუყაოს ფურცლებით დამზადებულ საფენს (ტექონლოგია კრანიუმი), პოლისტირენზე ოთხჯერ მეტი ენერგიის შთანთქმა შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ ავარიის დროს, დაზარალებულის თავზე ოთხჯერ ნაკლები დარტყმა მოდის და შესაბამისად, ტრავმის ალბათობაც მნიშვნელოვნად მცირდება. თანაც, ერთი დარტყმაც საკმარისია, რომ პოლისტირენის შუასადები უვარგისი გახდეს, მუყაოსი კი მინიმუმ ხუთ დარტყმას უძლებს და ამის შემდეგაც ვარგისია!

გარდა ამისა, პოლისტირენის გამოყენების შემთხვევაში, ძნელია ჩაფხუტის მორგება. თითქმის ყოველთვის, საჭირო ხდება დამატებითი სადებების გამოყენება. მაგრამ ამის შემდეგაც, ხშირია შემთხვევები, როცა დარტყმისას, ჩაფხუტი წაინაცვლებს და ამის გამო, დარტყმის ძალას ნაწილობრივ ღებულობს.

კრანიუმის ტექნოლოგია კი ისეთია, რომ მოითხოვს მომხმარებლის თავის ფორმის სკანირებას. ეს მთავარი გარანტიაა იმისა, რომ მრბოლს ჩაფხუტი კარგად მოერგება და მაქსიმალურად დაიცავს მას რთულ სიტუაციებში. სკანირების აუცილებლობის მიუხედავად, ასეთი ინდივიდუალიზებული ჩაფხუტის დამზადება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თანაც, სკანირების შემდეგ აღებული მონაცემები ინახება და როცა ჩაფხუტი შესაცვლელია, მრბოლს ახლის დამზადება გაცილებით იაფი უჯდება.

ველოსიპედისტის ჩაფხუტი პირველია, რომელშიც ბრიტანული სამეფო კოლეჯის სპეციალისტებმა კრანიუმის ტექნოლოგია გამოსცადეს. ახლო მომავალში ისინი ამავე ტექნოლოგიას სხვა სფეროებშიც გამოსცდიან.

სხვა სიახლეები
15 თებერვალი, 2017 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს