გარემოს დაცვის სამინისტროში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შესახებ დოკუმენტი განიხილეს
01 ოქტომბერი, 2009
247
print

გარემოს დაცვის სამინისტროში გუშინ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შესახებ დოკუმენტი განიხილეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია წარუდგინა. დოკუმენტში წარმოდგენილია 3 წლის განმავლობაში მთავრობის ხედვა და პრიორიტეტული მიმართულებები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

"გარემოს დაცვის სამინისტრომ მიიღო კლიმატის ცვლილებების სამწლიანი გეგმა. საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს წარვუდგინეთ ეს გეგმა და მოვისმინეთ მათი შენიშვნები. საქართველო კლიმატის ცვლილებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი ქვეყანა არ არის, თუმცა გლობალური გამოწვევები ისევე გვეხება, როგორც სხვა ქვეყნებს," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს კლიმატის ცვლილებების კუთხით ადაპტაციისა და სუფთა განვითარების მექანიზმის ეფექტურ გამოყენებას და ამ მხრივ ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის დეკემბერში, ქალაქ კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების კონვენციის მხარეთა შეხვედრა მოეწყობა.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014