თხი­ლა­მუ­რე­ბით - სა­ტურ­ნის თა­ნამ­გ­ზავ­რ­ზე
06 ოქტომბერი, 2011
280
print

გიგა გურასაშვილი

ჰიუსტონში მთვარისა და პლანეტების შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარებმა დოქტორ პოლ შენკის ხელმძღვანელობით თხილამურებზე სასრიალოდ იდეალურ ადგილს მიაგნეს.

ადგილი კი არც საფრანგეთის, შვეიცარიის, იტალიისა თუ ავსტრიის ალპებშია და, მით უმეტეს, არც საქართველოში, არამედ გაცილებით შორს. აქ არც ჩრდილო ამერიკის თოვლიანი მთები იგულისხმება. ეს არის მზის სისტემის რიგით მეექვსე, სიდიდით კი მეორე (იუპიტერის შემდეგ) გაზის გიგანტის სატურნის 62 თანამგზავრიდან სიდიდით მეექვსე ენცელადი. ასეთ დასკვნამდე ასტრონომები მას შემდეგ მივიდნენ, რაც პლანეტათაშორის ზონდ "კასინიდან" მიღებული მონაცემები ერთმანეთს შეადარეს.

ძი­რი­თა­დად სა­ტურ­ნი­სა და მი­სი უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი თა­ნამ­გ­ზავ­რის ტი­ტა­ნის შე­სას­წავ­ლად 1997 წელს გაშ­ვე­ბულ­მა ზონ­დ­მა "კა­სი­ნიმ" 2005 წელს ენ­ცე­ლად­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა ყი­ნუ­ლი­სა და ორ­თ­ქ­ლის ნა­წი­ლა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც კოს­მო­სურ სივ­რ­ცე­ში გა­მო­იტყორ­ც­ნე­ბა მთვა­რის სამ­ხ­რეთ პო­ლუ­სის სი­ახ­ლო­ვეს არ­სე­ბუ­ლი ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ვეფხ­ვის ზო­ლე­ბის" პა­რა­ლე­ლუ­რი ნაპ­რა­ლე­ბი­დან. ზონ­დი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მთვა­რე­ზე და­ლე­ქილ ფე­ნა­თა თუ მი­სი ზე­და­პი­რის ფერ­თა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ყი­ნუ­ლი­სა და ორ­თ­ქ­ლის გა­მოფ­რ­ქ­ვე­ვა ენ­ცე­ლად­ზე ათა­სო­ბით და შე­საძ­ლოა ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი წე­ლი­წა­დი გრძელ­დე­ბა, რაც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია იმის­თ­ვის, რომ თა­ნამ­გ­ზავ­რის ზე­და­პი­რი და­ი­ფა­როს ყი­ნუ­ლის კრის­ტა­ლე­ბის სქე­ლი ფე­ნით.

ენ­ცე­ლა­დის ზე­და­პირ­ზე "თოვ­ლის" არ­სე­ბო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს მა­ღა­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის (12 მეტ­რამ­დე) ფო­ტო­ე­ბი. მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის ფო­ტო­ებ­ზე კი მო­ჩანს უჩ­ვე­უ­ლოდ გლუ­ვი ფორ­მის რე­ლი­ე­ფი, რომ­ლის ქვეშ შე­ნიშ­ნეს "მკრთა­ლი" გე­ო­ლო­გი­უ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი და კი­დევ ფლა­ტე­თა (ღრმუ­ლე­ბი) ზო­მე­ბი და ფერ­დობ­თა სი­მაღ­ლე­ე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ზე­და­პირ­ზე მარ­თ­ლაც არ­სე­ბობს ფხვი­ე­რი მა­სა­ლის ფე­ნა, რო­მე­ლიც ფა­რავს მყარ კრის­ტა­ლურ ყი­ნულს.

შენ­კის აზ­რით, ენ­ცე­ლად­ზე არ­სე­ბუ­ლი თოვ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა დე­და­მი­წის თეთ­რი სა­ფა­რის­გან - ყი­ნუ­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის­გან შედ­გე­ბა, ბევ­რად პა­ტა­რა, ვიდ­რე ტალ­კის ნა­წი­ლა­კე­ბია, რო­მე­ლიც შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი თვა­ლის­თ­ვის.

"შე­საძ­ლოა ეს იყოს სა­უ­კე­თე­სო თოვ­ლი, რო­მელ­ზეც შე­უძ­ლია იოც­ნე­ბოს მოთხი­ლა­მუ­რემ", - და­ას­კ­ვ­ნის პოლ შენ­კი.

ასე რომ, თუ დე­და­მი­წის სათხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე სრი­ა­ლი მოგ­ბეზ­რ­დათ, სა­ტურ­ნის თა­ნამ­გ­ზავ­რი ენ­ცე­ლა­დი გე­ლო­დე­ბათ. ოღონდ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, იქ ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 201 გრა­დუ­სია ცელ­სი­უ­სით, ხო­ლო მან­ძი­ლი დე­და­მი­წი­დან სა­ტურ­ნის რი­გით მე­ექ­ვ­სე მთვა­რემ­დე, პლა­ნე­ტე­ბის მუდ­მი­ვი მოძ­რა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, 1,2-დან 1,7 მი­ლი­არდ კი­ლო­მეტ­რამ­დე.

 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი, 2017 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“