საქართველოში ბიზნესმენთა ახალი ქართული გაერთიანება იქმნება
02 ოქტომბერი, 2009
224
print

2 ოქტომბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება პრეზენტაცია საქართველოში ბიზნესმენთა ახალი გაერთიანების - "საქართველოს ბიზნესასოციაციის" შექმნის ინიციატივის შესახებ.

ბიზნესასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება. საქართველოს ბიზნესასოციაცია მიზნის მისაღწევად გეგმავს მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და უცხოურ ბიზნესასოციაციებთან, უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სხვადასხვა ქვეყნებში, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მასმედიასთან.

"საქართველოს ბიზნესასოციაციის საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ რაც მეტი ბიზნესმენი დაინტერესდება ბიზნესასოციაციის დაფუძნებაში მონაწილეობის მიღებით და მასში გაწევრიანებით, მით უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდება ბიზნესასოციაცია, რაც თავისთავად სასარგებლო იქნება როგორც წევრი ბიზნესორგანიზაციებისთვის, ასევე ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის," - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნესასოციაციაში.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014