ბრი­ტა­ნუ­ლი ვო­ი­ა­ჟი სა­ქარ­თ­ვე­ლომ მო­გე­ბით და­იწყო
23 მარტი, 2012
292
print

ბრი­ტა­ნულ ტურ­ნე­ში მყო­ფი სა­ქარ­თ­ვე­ლოს A ნაკ­რე­ბი სა­აქ­მეს ხუ­თი ლე­ლო­თი შე­უდ­გა.

პირ­ველ ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში ინ­გ­ლი­სის ჩემ­პი­ონ­ში­პის (მე­ო­რე დი­ვი­ზი­ო­ნი) გუნ­დი "ეშერ რაგ­ბი" (Esher Rugby) 25:8 და­ა­მარ­ცხა. ვამ­ბოთ ამ­ხა­ნა­გუ­რიო, მაგ­რამ მატ­ჩის ოქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ შეხ­ვედ­რას და­ძა­ბუ­ლო­ბა არ აკ­ლ­და. ამის დას­ტუ­რი კი ისაა, რომ შეხ­ვედ­რის მსაჯ­მა ორ ქარ­თ­ველს ყვი­თე­ლი ბა­რა­თი აუფ­რი­ა­ლა, ერთს კი წი­თე­ლი. წი­თელ ბა­რათს ვერც მას­პინ­ძე­ლი გა­და­ურ­ჩა. ასე რომ, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებ­მა შეხ­ვედ­რა კაც­ნაკ­ლუ­ლებ­მა და­ას­რუ­ლეს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს A ნაკ­რე­ბი ალ­ბი­ონ­ზე იმ შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ემ­გ­ზავ­რა, რომ­ლე­ბიც უმ­თავ­რე­სი ნაკ­რე­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან. კან­დი­დატ­თა ნუს­ხა მე­ტიც იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მა­თი ერ­თი ნა­წი­ლი ფრან­გულ­მა კლუ­ბებ­მა არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მე­ო­რე კი 20-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­თან ერ­თად აშშ-ის მსოფ­ლიო თა­სის ალა­ფის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თ­ველ­თა დე­ლე­გა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი თავ­კა­ცი მილ­ტონ ჰე­ი­გი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. ბრი­ტა­ნეთ­ში არი­ან მი­სი ასის­ტენ­ტე­ბი - კრის გიბ­სი და ტო­რინ ბერ­ჯე­სიც, რომ­ლე­ბიც ნაკ­რე­ბის­თ­ვის არ­ჩე­ვენ კან­დი­და­ტებს.

A ნაკ­რებს ტრა­დი­ცი­უ­ლად ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლი თავ­კა­ცობს, თავ­კა­ცობს ნი­კო­ლოზ ჭავ­ჭა­ვა­ძის გა­რე­შე, რო­მე­ლიც ინ­გ­ლი­სურ ტურ­ნე­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს A ნაკ­რე­ბი ტურ­ნეს გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ ორ მატჩს ჩა­ა­ტა­რებს. 27 მარტს უელ­სის კლუ­ბე­ბის ნაკ­რებს გა­ე­ჯიბ­რე­ბი­ან, ხო­ლო 31 მარტს - ჩრდი­ლო­ეთ უელ­სის ნაკ­რებ­თან მო­უ­წევთ ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა.

ეშერ რაგ­ბი - სა­ქარ­თ­ვე­ლო A 8:25 (8:10)

სა­ქარ­თ­ვე­ლო: 15. ბე­ქა ურ­ჯუ­კაშ­ვი­ლი, 14. სან­დ­რო ნი­ჟა­რა­ძე, 13. ზუ­რაბ ძნე­ლა­ძე, 12. ირაკ­ლი ჩხიკ­ვა­ძე, 11. ლექ­სო გუ­გა­ვა, 10 გი­ორ­გი ჯიმ­შე­ლა­ძე, 9. ბი­ძი­ნა სამ­ხა­რა­ძე; 1. ირაკ­ლი მირ­ცხუ­ლა­ვა, 2. შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი, 3. ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა, 4. და­ვით ჩი­ტი­ძე, 5. კო­ტე მი­ქა­უ­ტა­ძე, 6. ბე­ქა ბი­წა­ძე, 7. გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი, 8. გი­ორ­გი ტყე­შე­ლი­ა­ძე.

სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: 16. ბე­ქა მე­კო­კიშ­ვი­ლი, 17. გი­ორ­გი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი, 18. ლა­შა თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძე, 19. გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლი; 20. გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვა, 21. გი­გა გა­გოშ­ვი­ლი, 22. ირაკ­ლი გე­გე­ნა­ვა.

5 ლე­ლო: ბი­წა­ძე, ჩხიკ­ვა­ძე, ჩი­ტი­ძე, თხი­ლა­იშ­ვი­ლი, გე­გე­ნა­ვა

2 სინ­ბი­ნი: მა­მუ­კაშ­ვი­ლი, ნი­ჟა­რა­ძე

1 გა­ძე­ვე­ბა: მი­ქა­უ­ტა­ძე

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი