სამ­ხ­რეთ აფ­რი­კამ ექ­ვ­სი მო­რაგ­ბე და­კარ­გა
28 მარტი, 2012
301
print

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სამყაროში გლოვაა.

ამ ქვეყანამ ექვსი მორაგბე დაკარგა. ტრაგედია პორტ ელიზბეტის სამხრეთ ნაწილში, ბლუვოთერის ყურეში დატრიალდა.

ნა­ხევ­რად პრო­ფე­სი­უ­ლი გუნ­დის "მო­ზე­რუ­ე­ლის" მო­თა­მა­შე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­იპ­ტა­უნ­ში აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თ­ვის ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, ვარ­ჯი­შის შემ­დეგ სა­ბა­ნა­ოდ ზღვა­ში შე­ვიდ­ნენ.

"ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და­იწყო. ზღვაც მშვი­დი იყო. უბე­დუ­რე­ბას არა­ფე­რი მო­ას­წა­ვებ­და. ბი­ჭე­ბი მკერ­დამ­დე წყალ­ში იდ­გ­ნენ...

ცო­ტა ხან­ში მხო­ლოდ მა­თი მხრე­ბი და აღ­მარ­თუ­ლი ხე­ლე­ბი მო­ჩან­და. უც­ბად მო­ვარ­დ­ნილ­მა ტალ­ღამ ისი­ნი შთან­თ­ქა, - ამ­ბობს მაშ­ვე­ლი ბრენ­დონ ჰელ­მი. - მოხ­და ის, რა­საც ვე­რას­დ­როს ვერ და­ვი­ვიწყებ. 8 მაშ­ვე­ლი 21 მო­რაგ­ბის გა­დარ­ჩე­ნას ვცდი­ლობ­დით".

რო­გორც გუნ­დის მე­ნე­ჯე­რი მნსენ­დი­სი მა­ზომ­ბა ამ­ბობს, ბლუ­ვო­თე­რის ქვი­შა­ში რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი რბე­ნის შემ­დეგ მო­რაგ­ბე­ე­ბი, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, გა­საგ­რი­ლებ­ლად ზღვა­ში შე­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე. ახ­ლაც ასე იყო. გუნ­დის წევ­რ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უკ­ვე შხაპს იღებ­და, რო­ცა სა­ნა­პი­რო­ზე მყოფ­მა უც­ნობ­მა ქალ­ბა­ტონ­მა კი­ვი­ლი და­იწყო.

"გვაფ­რ­თხი­ლებ­დ­ნენ, რომ ამ ად­გი­ლებ­ში ბა­ნა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რომ აქ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი დამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლა", - ამ­ბობს კლუ­ბის მე­ნე­ჯე­რი მა­ზომ­ბა.

თვით­მ­ხილ­ველ­თა თქმით, გუნ­დის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის საშ­ვე­ლად შე­ვარ­დ­ნენ ტალ­ღებ­ში. მაშ­ვე­ლებ­მა 15 მათ­გა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, ერ­თი უკ­ვე დამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი იპო­ვეს, ხუ­თი და­კარ­გუ­ლად, ახ­ლა კი უკ­ვე გარ­დაც­ვ­ლი­ლად გა­მო­აცხა­დეს.

"უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ისი­ნი ცოცხ­ლე­ბი აღარ არი­ან", - "რო­ი­ტერ­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გორ­დონ სმი­ტი.

"...და­კარ­გო ერ­თი მო­თა­მა­შე, არა­სად­როს არ არის ად­ვი­ლი, ჩვენ კი ერ­თ­ბა­შად ექ­ვ­სი მო­თა­მა­შე დავ­კარ­გეთ, - "ასო­შე­ი­ტედ პრეს­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს მა­ზომ­ბა, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის დღეს, კვი­რას, იუბი­ლა­რი იყო. - "მხი­ა­რუ­ლი და კარ­გი გან­წყო­ბა უნ­და გვქო­ნო­და. კარ­გია, რო­ცა და­ბა­დე­ბის დღეს შენს გუნ­დ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავ. ჩვენ კი იმ დღის ბო­ლოს ექ­ვ­სი თა­ნა­გუნ­დე­ლი დავ­კარ­გეთ".

მი­სი­ვე თქმით, გუნ­დი 1992 წელს და­არ­ს­და, პორტ ელი­ზა­ბე­ტის მა­ზე­რუ­ე­ლის (პორტ ელი­ზა­ბე­თის გა­რე­უ­ბა­ნი, რო­მე­ლიც შავ­კა­ნი­ნე­ბი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი) მკვიდ­რ­თათ­ვის, რა­თა ქა­ლა­ქის ახალ­გაზ­რ­დო­ბა რაგ­ბის დახ­მა­რე­ბით და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სამ­ყა­როს­თ­ვის აერი­დე­ბი­ნათ.

"პორტ ელი­ზა­ბე­ტის შემ­თხ­ვე­ვამ მსოფ­ლიო რაგ­ბი შოკ­ში ჩა­აგ­დო, - ამ­ბობს სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი ორე­გონ ჰოს­კინ­სი. - ვლო­ცუ­ლობთ და­კარ­გუ­ლი ბი­ჭე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის".

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი