პა­ტა­რა "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" სა­რაგ­ბო ბა­ლან­სი შეც­ვა­ლეს
04 აპრილი, 2012
279
print

ეს­პა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს 18 წლამ­დე მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა, მე-5 - მე-8 ად­გი­ლე­ბის­თ­ვის მატ­ჩ­ში იტა­ლია და­ა­მარ­ცხა - 20:18.

ახ­ლა მე­ხუ­თე ად­გი­ლის­თ­ვის ბრძო­ლა­ში გა­ე­ჯიბ­რე­ბა შოტ­ლან­დი­ე­ლებს, რომ­ლებ­მაც პორ­ტუ­გა­ლი­ას მო­უ­გეს - 37:12. ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა ნიშ­ნავს, რომ ქარ­თ­ველ­მა ჭა­ბუ­კებ­მა 6 ერის სა­რაგ­ბო ბა­ლან­სი და­არ­ღ­ვი­ეს, იტა­ლია უკან მო­ი­ტო­ვეს და და­ამ­ტ­კი­ცეს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პუ­ლი სა­რაგ­ბო ელი­ტის ნა­წი­ლია.

თა­მა­ში ქარ­თ­ვე­ლი ჭა­ბუ­კე­ბის­თ­ვის მძი­მედ და­იწყო. პირ­ველ წუ­თებ­ში ილია მა­ი­სუ­რა­ძის გუნ­დ­მა მე­ტო­ქეს ორი ლე­ლოს გა­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. იტა­ლი­ე­ლებ­მა ერ­თი გარ­და­სახ­ვაც ზუს­ტად შე­ას­რუ­ლეს და - 12:0 და­წი­ნა­ურ­დ­ნენ. ამის შემ­დეგ პა­ტა­რა "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" გონს მო­ეგ­ნენ, თა­მა­ში გა­მო­ას­წო­რეს და ჯერ ჯა­რი­მით შე­ამ­ცი­რეს სხვა­ო­ბა, შემ­დეგ კი გარ­და­სა­ხუ­ლი ლე­ლოც მი­ით­ვა­ლეს და ტა­ი­მი დას­რულ­და - 12:10 იტა­ლი­ელ­თა სა­სარ­გებ­ლოდ.

მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კი­დევ უფ­რო კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი ჩან­და. მატ­ჩის არ­ბიტ­რ­მა, ორი წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით, ორი ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე გა­ა­ძე­ვა მინ­დ­ვ­რი­დან. ცო­ტა ხან­ში ამას მე­სა­მე სინ­ბი­ნიც მოჰ­ყ­ვა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი 12 კა­ცის ამა­რა დარ­ჩა მო­ე­დან­ზე. სინ­ბი­ნის გა­მო ბო­ძე­ბუ­ლი ორი ჯა­რი­მა იტა­ლი­ე­ლებ­მა 6 ქუ­ლად აქ­ცი­ეს და 18:10 და­წი­ნა­ურ­დ­ნენ, შემ­დეგ კი გა­დამ­წყ­ვეტ შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

ლე­ლო მა­ინც ვერ გა­ი­ტა­ნეს. ქარ­თ­ველ­მა ჭა­ბუ­კებ­მა ნამ­დ­ვი­ლი გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნეს. 3-კაც­ნაკ­ლუ­ლებ­მა იტა­ლი­ელ­თა იერი­შე­ბი მო­ი­გე­რი­ეს და რო­ცა შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ივ­სო, იერიშ­ზეც გა­და­ვიდ­ნენ. ერთ-ერ­თი შე­ტე­ვა დას­რულ­და ჯა­რი­მით, რო­მე­ლიც პა­ტა­რა "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" 3 ქუ­ლად აქ­ცი­ეს, მსა­ჯის მი­ერ და­მა­ტე­ბულ დრო­ში კი გა­დამ­წყ­ვე­ტი ლე­ლო გა­ი­ტა­ნეს და ზუს­ტი გარ­და­სახ­ვის შემ­დეგ - 20:18 და­წი­ნა­ურ­დ­ნენ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი მინ­დორ­ზე ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­ვი­და:

1. ზა­ურ ხა­რე­ბა­ვა, 2. ბე­ქა ფი­რი­აშ­ვი­ლი, 3. გი­ორ­გი მარ­გ­ვე­ლი­ა­ნი, 4. ფარ­ნა­ვაზ გას­ვი­ა­ნი, 5. შალ­ვა შა­ში­აშ­ვი­ლი, 6. გი­ორ­გი გოგ­ლი­ძე, 7. სა­ბა შუ­ბი­თი­ძე, 8. ვახ­ტანგ ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, 9. რე­ვაზ ბრო­ძე­ლი, 10. რე­ვაზ ჯინ­ჭ­ვე­ლაშ­ვი­ლი, 11. გი­ორ­გი ფრუ­ი­ძე, 12. ილია მე­ლა­ძე, 13. ნი­კო­ლოზ ამა­შუ­კე­ლი, 14. დე­ვი დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, 15. იოსებ კიკ­ვა­ძე.

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი