Sevenoaks RFC ქარ­თულ–ინ­გ­ლი­სუ­რი მე­გობ­რო­ბა
02 მაისი, 2012
294
print

2 მა­ისს თბი­ლის­ში კენ­ტის საგ­რა­ფოს სა­რაგ­ბო კლუ­ბი Sevenoaks (შვი­დი მუ­ხა) RFC ვე­ტე­რან­თა გუნ­დი “Acorns” (რკო­ე­ბი) ჩა­მო­დის.

კლუ­ბი 1925 წელს და­არ­ს­და და ინ­გ­ლი­სუ­რი რაგ­ბის ერ­თერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო წევ­რი გახ­ლავთ.

კლუ­ბის მა­ი­სუ­რი წარ­სულ­ში არა­ერთ ცნო­ბილ მო­რაგ­ბეს ჩა­უც­ვამს და ინ­გ­ლი­სუ­რი რაგ­ბის მწვერ­ვა­ლე­ბამ­დე გზა გა­უ­კა­ფავს.

1972 წელს Sevenoaks RFC-ს მო­უ­წია ინ­გ­ლის­ში ტურ­ნე­ზე ჩა­მო­სულ ავ­ს­ტ­რა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებ Wallabies-თან სპა­რინგ მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბა, რაც კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­ში ღირ­შე­სა­ნიშ­ნავ თა­რი­ღად ით­ვ­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ ქრო­ნი­კის მი­ხედ­ვით კენ­ტე­ლებ­მა, სა­ნამ ძლე­ვა­მო­სილ ავ­ს­ტ­რა­ლი­ე­ლებ­თან და­მარ­ცხ­დე­ბოდ­ნენ, პირ­ველ ტა­იმ­ში მათ ტო­ლი არ და­უ­დეს. “Acorns”-ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტუმ­რო­ბა ქარ­თ­ვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც 2008-2009 წლებ­ში ამ კლუ­ბის ღირ­სე­ბას იცავ­და, რო­დე­საც ინ­გ­ლის­ში ცხოვ­რობ­და თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად, სა­ნამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ბო­ლო­ოდ დაბ­რუნ­დე­ბო­და.

ინ­გ­ლი­სე­ლი მოყ­ვა­რუ­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი თბი­ლის­ში ორ მატჩს გა­მარ­თა­ვენ 3 მა­ისს 14:00 შე­ვარ­დე­ნის სა­ნაკ­რე­ბო ბა­ზა­ზე სა­მოყ­ვა­რულ კლუბ “დე­ვებს” გა­ე­ჯიბ­რე­ბი­ან ხო­ლო 5 მა­ისს 14:00 ავ­ჭა­ლა­ში, სი­ნათ­ლის სტა­დი­ონ­ზე ასე­ვე სა­მოყ­ვა­რუ­ლო კლუბ “ბარ­ბა­რო­სებს” შეხ­ვ­დე­ბი­ან. გარ­და სპორ­ტუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბი­სა, ვე­ტე­რა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს, და­ეს­წ­რე­ბი­ან ახალ­გაზ­რ­და მო­რაგ­ბე­ე­ბის ვარ­ჯი­შებს, ითა­მა­შე­ბენ ძველ ქარ­თულ ლე­ლო ბურთს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. “Acorns” სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2 მა­ისს ჩვე­ნი დრო­ით 23:30 ჩა­მოვ­ლენ. კლუ­ბის ვებ გვერ­დ­ზე ვე­ტე­რა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბი ასე ახა­სი­ა­თე­ბენ სა­კუ­თარ თავს :

“ რაც უფ­რო გვე­მა­ტე­ბა ასა­კი უკე­თე­სად ვთა­მა­შობთ”

“Acorns” (რკო­ე­ბი) ასე უწო­დე­ბენ სა­კუ­თარ თავს “Sevenoaks Rugby Club” - ის ვე­ტე­რა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ გახ­დე კლუ­ბის წევ­რი უნ­და იყო 35 წლის და მე­ტის. გა­მოც­დი­ლი, მა­ღალ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და კარ­გი მსმე­ლი. ნამ­დ­ვი­ლი (რკო­ე­ლის­თ­ვის) რაგ­ბი ეს წმინ­და კრე­დოა და სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლე­ზე მე­ტია. იყო 35 და მე­ტის წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ფერს რი­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც შე­უძ­ლი­ათ ინ­გ­ლი­სუ­რი კლუ­ბის ვე­ტე­რა­ნებს.

კლუ­ბის ერ­თერ­თი აქ­ტი­უ­რი წევ­რი, ბა­ტო­ნი რო­ბერტ ჰორ­ნე­რი ინ­გ­ლი­სის რაგ­ბის კავ­ში­რის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტია, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ თბი­ლი­სურ ტურ­ნე­ში ვერ მო­ნა­წი­ლე­ობს.

გუნ­დი საკ­მა­ოდ ძლი­ერ, კენ­ტის ლი­გა­ში ას­პა­რე­ზობს. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იბ­რ­ძ­ვის “მა­რად­მ­წ­ვა­ნე თა­სის” მო­სა­პო­ვებ­ლად. მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხ­ვა ვე­ტე­რა­ნულ ფეს­ტი­ვა­ლებ­ში. ასე­ვე აწყობს ტურ­ნე­ებს, იყ­ვ­ნენ მა­ლა­გა­ში, პა­რიზ­ში, ამ­ჯე­რად ეს­ტუმ­რე­ბი­ან თბი­ლისს. ვე­ტე­რა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბის ძი­რი­თად ფა­სე­უ­ლო­ბას სპორ­ტუ­ლი ოს­ტა­ტო­ბა, მე­გობ­რუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, გარ­თო­ბა და კარ­გი თა­მა­შის სიყ­ვა­რუ­ლი წარ­მო­ად­გენს.

კენ­ტის საგ­რა­ფოს ქა­ლა­ქი სე­ვენ ოუქს ინ­გ­ლის­ში სა­უ­კე­თე­სო სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რად ით­ვ­ლე­ბა და ქარ­თ­ველ­თათ­ვის იმი­თა­ცაა ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი, რომ არის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი ბრი­ტა­ნე­თის პირ­ვე­ლი ელ­ჩი­სა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში თა­ვის დრო­ზე აკ­რ­ძა­ლუ­ლი წიგ­ნის “Georgian Kingdom” (“ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო”)-ს ავ­ტო­რის, სერ ოლი­ვერ უორ­დ­რო­პის და მი­სი დის, ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­სა და “ვეფხის­ტყა­ოს­ნის” ინ­გ­ლი­სუ­რად პირ­ვე­ლი მთარ­გ­მ­ნე­ლის, მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პის სამ­შობ­ლო და გან­ს­ვე­ნე­ბის ად­გი­ლი.

საქართველოს რაგბის კავშირი

 

 

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი