მა­მუ­კა გორ­გო­ძე - მე­ოთხე ქარ­თ­ვე­ლი "ბარ­ბა­რო­სი"
31 მაისი, 2012
333
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­რაგ­ბო ნაკ­რე­ბის ლი­დერ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2011 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნად და­სა­ხე­ლე­ბულ­მა მა­მუ­კა გორ­გო­ძემ "ბარ­ბა­რო­სე­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ითა­მა­შა.

"გორ­გო­ძი­ლა" მე­ოთხე ქარ­თ­ვე­ლია, ვი­საც "ბარ­ბა­რო­სე­ბის" მა­ი­სუ­რი მო­ურ­გია. პირ­ვე­ლი, ვი­საც ეს პა­ტი­ვი ხვდა წი­ლად, და­ვით ქუბ­რი­აშ­ვი­ლი იყო. მან 2011 წლის მა­ის-ივ­ნის­ში ინ­გ­ლი­სი­სა და უელ­სის წი­ნა­აღ­მ­დეგ ითა­მა­შა.

შარ­შან, მსოფ­ლიო თა­სის შემ­დეგ, "ბარ­ბა­რო­სე­ბი" შოტ­ლან­დი­ას­თან სა­თა­მა­შოდ შე­იკ­რიბ­ნენ. მა­შინ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ვით კა­ჭა­რა­ვა და გო­დერ­ძი შვე­ლი­ძე მოხ­ვ­დ­ნენ, ახ­ლა კი გორ­გო­ძის ჯე­რი დად­გა.

რაგ­ბი­ში არც ისე კარ­გად ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ვიტყ­ვით, რომ "ბარ­ბა­როს­თა" რი­გებ­ში მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მო­რაგ­ბე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და ტესტ მატ­ჩებს მარ­თა­ვენ. ასე­თი თა­მა­შე­ბი თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის სა­ნა­ხა­ობ­რი­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

გა­მო­ნაკ­ლი­სი არც "ბარ­ბა­რო­სე­ბი­სა" და ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის თა­მა­ში იყო, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო რაგ­ბის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­მა მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით - 29:28 მო­ი­გეს. მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბამ­დე ორი­ო­დე წუ­თით ად­რე გა­დამ­წყ­ვე­ტი სა­ჯა­რი­მო არ­გენ­ტი­ნელ­მა ფე­ლი­პე კონ­ტე­პო­მიმ შე­აგ­დო.

თა­მაშ­ში სულ რვა ლე­ლო გა­ვი­და, რომ­ლე­ბიც გუნ­დებ­მა თა­ნაბ­რად გა­ი­ნა­წი­ლეს.

მა­მუ­კა გორ­გო­ძე "ბარ­ბა­როს­თა" ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და მო­ე­დან­ზე 65 წუ­თი გა­ა­ტა­რა. სამ­წუ­ხა­როდ, თა­მა­შის ტრან­ს­ლა­ცია არ მო­ხერ­ხ­და. ასე რომ, ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბის თა­მაშ­ზე მხო­ლოდ უცხო­ურ მე­დი­ა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით უნ­და ვიმ­ს­ჯე­ლოთ.

აი, რა და­ი­წე­რა bbc-ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გ­ვერ­დ­ზე თა­მა­შის რე­პორ­ტ­ჟა­ში მა­მუ­კა გორ­გო­ძის შე­სა­ხებ.

"მატ­ჩის პირ­ველ მე­ოთხედ­ში ქარ­თ­ვე­ლი მა­მუ­კა გორ­გო­ძე და მა­იკ ტინ­და­ლი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ. სწო­რედ ამ ორი მო­რაგ­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა "ბარ­ბა­როს­თა" მე­ო­რე ლე­ლო, რო­მე­ლიც ვან ზილ­მა და­დო.

"ბარ­ბა­რო­სე­ბი" მომ­დევ­ნო მატჩს 2 ივ­ნისს ინ­გ­ლი­სელ­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩა­ა­ტა­რე­ბენ. გორ­გო­ძე იმ შეხ­ვედ­რა­შიც ითა­მა­შებს.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი