გორ­გო­ძე ორ­ჯერ ბარ­ბა­რო­სე­ლია
04 ივნისი, 2012
316
print

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის Top 14-ის საუკეთესო ლეგიონერმა, “მონპელიეს” მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ, "ბარბაროსების" მაისურით მეორედ იასპარეზა. გორგოძე და კომპანია კარდიფის "მილენიუმზე" უელსის ნაკრებთან 21:30 დამარცხდა.

"ბარ­ბა­რო­სე­ბი" 1890 წელს და­არ­ს­და მას შემ­დეგ ერ­თ­გ­ვარ მსოფ­ლიო ნაკ­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ ნა­აღ­მ­დეგ თა­მა­ში ყვე­ლა მო­რაგ­ბის­თ­ვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია.

“ბარ­ბა­რო­სე­ბი” მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მო­ბურ­თა­ლებს პე­რი­ო­დუ­ლად კრებს და სა­ნა­ხა­ობ­რივ თა­მაშს აჩ­ვე­ნებს, მი­სი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი კი, მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი სა­რაგ­ბო ქვეყ­ნე­ბის ნაკ­რე­ბე­ბი არი­ან.

და­ვით ქუბ­რი­აშ­ვი­ლის, და­ვით კა­ჭა­რა­ვას და გო­დერ­ძი შვე­ლი­ძის შემ­დეგ, 2011 წლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნი მე­ოთხე მო­რაგ­ბეა, რო­მელ­მაც ამ ის­ტო­რი­უ­ლი კლუ­ბის ღირ­სე­ბა და­იც­ვა. "ბარ­ბა­რო­სებ­ში" გორ­გო­ძის დე­ბი­უ­ტი 29 მა­ისს, ირ­ლან­დი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ შედ­გა და მა­შინ მის­მა გუნ­დ­მა 29:28 იმარ­ჯ­ვა. ამ­ჯე­რად, გა­და­ჭე­დილ "მი­ლე­ნი­უმ­ზე", გორ­გო­ძეს პირ­ვე­ლი "ბარ­ბა­რო­სუ­ლი" ლე­ლო­თი შე­ეძ­ლო თა­ვის გა­მო­ჩე­ნა, მაგ­რამ გარ­კ­ვე­ულ მო­მენ­ტ­ში არ გა­უ­მარ­თ­ლა.

31-ე წუთ­ზე, მე­ტო­ქის ჩათ­ვ­ლის მო­ედ­ნი­დან წარ­მოქ­მ­ნილ რაქ­ში, მა­მუ­კამ ჩვე­ულ სტილ­ში აიტა­ცა ბურ­თი და ჯი­ქურ შე­უ­ტია, მაგ­რამ მიზ­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით მეტ­რი და­აკ­ლ­და. მარ­თა­ლია, ამ იერი­შის შემ­დეგ, "ბარ­ბა­რო­სებ­მა" მა­ინც შეძ­ლეს ჩათ­ვ­ლის მო­ედ­ნის ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა, მაგ­რამ ვი­დე­ო­რე­ფე­რიმ ლე­ლო ვერ და­ა­ფიქ­სი­რა და "ბარ­ბა­რო­სე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ ხუთ­მეტ­რა შერ­კი­ნე­ბა და­ი­ნიშ­ნა. იქი­დან ბურ­თი შერ­კი­ნე­ბის შემ­კ­ვ­რელ­მა (8 ნო­მე­რი) გა­ი­ტა­ნა და მე­რე შიგ­ნით მა­მუ­კას შე­უბ­რუ­ნა, რო­მელ­მაც ორ მცველ­თან ჭი­დილ­ში ჩათ­ვ­ლის ხა­ზი გა­დაკ­ვე­თა. რე­ფე­რიმ ამ­ჯე­რა­დაც ვი­დე­ო­რე­ფე­რი მო­ითხო­ვა და იქ გა­მოჩ­ნ­და, რომ და­მი­წე­ბამ­დე მა­მუ­კას ბურ­თი ხე­ლი­დან გა­უს­ხ­ლ­ტა...

და მა­ინც, იერიშს ლე­ლო მოყ­ვა. ტა­ი­მი "ბარ­ბა­რო­სებ­მა" 14:13 მო­ი­გეს, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში 21:16 და­წი­ნა­ურ­დ­ნენ კი­დეც, მაგ­რამ უელ­სი მა­ინც ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნ­და.

ქარ­თ­ვე­ლი გო­ლი­ა­თი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და მო­ე­დან­ზე 57 წუ­თი დაჰ­ყო. ჩვე­უ­ლად კარ­გი იყო ბოჭ­ვე­ბი­სას, ასუფ­თავ­დებ­და რაქს, ხო­ლო რო­დე­საც ბურთს მი­ი­ღებ­და ნა­ცად სტილ­ში, ორ-სამ მე­ტო­ქეს ჯი­ქურ ეჯა­ხე­ბო­და და სა­კუ­თარ თა­ნა­გუნ­დე­ლებს გაშ­ლის მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი