უკ­რა­ი­ნას­თან ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით
07 ივნისი, 2012
316
print

ერ­თი კვი­რაა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­რაგ­ბო ნაკ­რებ­მა შეკ­რე­ბა და­იწყო. გუნ­დი ერ­თა თა­სის ბო­ლო მატ­ჩი­სა და ამე­რი­კუ­ლი ტურ­ნეს­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა.

9 ივ­ნისს თბი­ლის­ში, ერ­თა თა­სის მატ­ჩ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი უკ­რა­ი­ნას მას­პინ­ძ­ლობს. ამის შემ­დეგ "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" ამე­რი­კა­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან. 16 ივ­ნისს აშშ-ის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან, 23 ივ­ნისს კი - კა­ნა­დას.

ამ სამ მატ­ჩ­ზე ჰე­იგ­მა გუნ­დის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა გარ­კ­ვე­ულ ექ­ს­პე­რი­მენტს მი­მარ­თა. სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო გუნდს 10 წამ­ყ­ვა­ნი მო­რაგ­ბე და­აკ­ლ­დე­ბა.

"ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" ნაკ­რე­ბის ბა­ზა­ზე ვარ­ჯი­შო­ბენ, 6 ივ­ნისს კი ღია ვარ­ჯი­ში გა­მარ­თეს. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლია იმის ვა­რა­უ­დი, თუ ვინ ითა­მა­შებს უკ­რა­ი­ნის ნაკ­რებ­თან ძი­რი­თად­ში, მაგ­რამ, ვარ­ჯი­ში­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კ­ვე­უ­ლი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. შე­მად­გენ­ლო­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა - ყი­ა­საშ­ვი­ლი, მაჩხა­ნე­ლი, მა­ლა­ღუ­რა­ძე, შა­რი­ქა­ძე, გუ­გა­ვა, ხმა­ლა­ძე, აბუ­სე­რი­ძე, ზვი­ად მა­ი­სუ­რა­ძე, ჩხა­ი­ძე, თხი­ლა­იშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძე, გუ­ჯა­ბი­ძე, მირ­ცხუ­ლა­ვა, ბელ­ქა­ნია, ნა­რი­აშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძის­თ­ვის ეს მე-80 კე­პია. ვარ­ჯი­შის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი მილ­ტონ ჰე­ი­გი და გუნ­დის დე­ბი­უ­ტან­ტი ირაკ­ლი მირ­ცხუ­ლა­ვა ესა­უბ­რ­ნენ.

მილ­ტონ ჰე­ი­გი (სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი): "ექ­ვ­სი დღეა, რაც გუნ­დი შე­იკ­რი­ბა. ყო­ველ­დღე ორ­ჯერ ვვარ­ჯი­შობთ. ნაკ­რებ­ში რამ­დე­ნი­მე ახალ­ბე­და მო­რაგ­ბეა და მა­თი გა­მოც­დაც გვსურს. უკ­რა­ი­ნას­თან მატ­ჩის­თ­ვის გუნ­დი სრულ მზად­ყოფ­ნა­ში იქ­ნე­ბა".

ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე (სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი): "სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მე-80 კეპს გავ­მარ­თავ, თუმ­ცა, თა­მა­შის­თ­ვის ისე­ვე ვემ­ზა­დე­ბი, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მატ­ჩის­თ­ვის. მე­ტო­ქის შე­უ­ფა­სებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. უნ­და გა­ვი­დეთ და ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯოთ. უკ­რა­ი­ნის ნაკ­რებს და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვს, ჩვენ კი აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ვი­გოთ და ერ­თა თა­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის ტი­ტუ­ლი გა­ვი­ფორ­მოთ. ამ მატჩს იმ მხრი­ვაც აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რომ ის გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პია ამე­რი­კუ­ლი ტურ­ნეს წინ, თუმ­ცა რო­გორც უკ­ვე ვთქვი, მთა­ვა­რია უკ­რა­ი­ნა და­ვა­მარ­ცხოთ და ამე­რი­კულ ტურ­ნე­ზე მე­რე ვი­ფიქ­რებთ. ნაკ­რებ­ში რამ­დე­ნი­მე ახალ­ბე­დაა და აუცი­ლე­ბე­ლია იმ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, რაც გვაქვს. სა­ჭი­როა მო­რაგ­ბე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში შე­თა­მაშ­დ­ნენ. ამე­რი­კუ­ლი ტურ­ნე კი საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე წამ­ყ­ვა­ნი მო­რაგ­ბე დაგ­ვაკ­ლ­დე­ბა, მაგ­რამ ამ ტურ­ნე­ში კარ­გად უნ­და გა­მო­ვი­დეთ. აშშ-ისა და კა­ნა­დის ნაკ­რე­ბე­ბი რე­ვან­შის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან, თა­ნაც ორი­ვე მატ­ჩი სა­რე­ი­ტინ­გოა და კარ­გი შე­დე­გი უნ­და ვაჩ­ვე­ნოთ".

ირაკ­ლი მირ­ცხუ­ლა­ვა (სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის დე­ბი­უ­ტან­ტი): "ცხა­დია, ამ მატ­ჩ­ში ფა­ვო­რი­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბია, მაგ­რამ ამან შეც­დო­მა­ში არ უნ­და შეგ­ვიყ­ვა­ნოს, მე­ტო­ქე ჯე­როვ­ნად უნ­და შე­ვა­ფა­სოთ და მო­ე­დან­ზე ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯოთ, რა­თა ქარ­თ­ველ გულ­შე­მატ­კი­ვარს ჩვე­ნი თა­მა­შით კი­დევ ერ­თხელ მი­ვა­ნი­ჭოთ სი­ა­მოვ­ნე­ბა. რაც შე­მე­ხე­ბა მე, უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ. ახ­და ჩე­მი დი­დი ხნის ოც­ნე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი გავ­ხ­დი. ამა­ზე ხომ ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე ოც­ნე­ბობს. ეს თა­მა­ში ჩე­მი შან­სია. უნ­და და­ვამ­ტ­კი­ცო, რომ ნაკ­რებ­ში ტყუ­ი­ლად არ გა­მო­მი­ძა­ხეს. იმე­დია, ამ თა­მა­შით ჩე­მი სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა და­იწყე­ბა და მწვრთნე­ლი მო­მა­ვალ­შიც მენ­დო­ბა".

გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა:

და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი, აქ­ვ­სენ­ტი გი­ორ­გა­ძე, მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი, ბე­ქა შეყ­ლაშ­ვი­ლი, ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა, რე­ვაზ ბელ­ქა­ნია, ირაკ­ლი მირ­ცხუ­ლა­ვა, შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძე, ბა­ჩუ­კი გუ­ჯა­რა­ი­ძე, გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე, და­ვით ჩი­ტი­ძე, შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი, ბე­ქა ბი­წა­ძე, გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი, ზვი­ად მა­ი­სუ­რა­ძე, დი­მიტ­რი ბა­სი­ლაია, გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლი, ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე, ბი­ძი­ნა სამ­ხა­რა­ძე, გი­ორ­გი ბე­გა­ძე, მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი, ლა­შა ხმა­ლა­ძე, ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე, და­ვით კა­ჭა­რა­ვა, თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძე, ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი, მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, ლექ­სო გუ­გა­ვა, სან­დ­რო თო­დუა, ირაკ­ლი ყი­ა­საშ­ვი­ლი, ბე­ქა წიკ­ლა­უ­რი

ტრავ­მე­ბის გა­მო გუნდს უკ­რა­ი­ნას­თან მატ­ჩ­ში და ამე­რი­კულ ტურ­ნე­ში ვერ და­ეხ­მა­რე­ბი­ან: გი­ორ­გი შკი­ნი­ნი, და­ვით ხინ­ჩა­გიშ­ვი­ლი, ვა­სილ კა­კო­ვი­ნი, ან­ტონ ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, ვიქ­ტორ კო­ლე­ლიშ­ვი­ლი

მწვრთნე­ლებ­მა დატ­ვირ­თუ­ლი სე­ზო­ნის გა­მო დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს: მა­მუ­კა გორ­გო­ძეს, და­ვით ქუბ­რი­აშ­ვილს, იური ნატ­რი­აშ­ვილს, ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვილს, გი­ორ­გი ნემ­სა­ძეს.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი