ერ­თა თა­სი უკრაინასთან გაფორმდება
09 ივნისი, 2012
316
print

"ავჭალის" სარაგბო სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების ბოლო მატჩში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნები" უკრაინელებთან შესახვედრად "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ორშაბათიდან ემზადებოდნენ, დღეს კი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი. გამოცდა კი ხმამაღალი ნათქვამია, რადგან მილტონ ჰეიგის სამწყსო აშაკარა ფავორიტია. ამასთან მასპინძლებს ერთა თასის მოსაპოვებლად ხელს ფრეც აძლევთ, სტუმრები კი სრულიად უმოტივაციონი არიან, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო ადგილს თავს ვერაფრით დააღწევენ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი "ავ­ჭა­ლის" სტა­დი­ონ­ზე 2012 წლის ერ­თა თა­სის დას­კ­ვ­ნით მატჩს გა­მარ­თავს და უკ­რა­ი­ნელ­თა ძლე­ვით ტი­ტულს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.

ის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი შეხ­ვედ­რას მო­ი­გებს და თას­საც შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლია, რად­გან უკ­რა­ი­ნა არაა ის მე­ტო­ქე, რომ­ლ­საც "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის­თ­ვის" პრობ­ლე­მის შექ­მ­ნა შე­უძ­ლია. და მა­ინც, ბორ­ჯღა­ლო­სან­თა ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი დამ­რი­გე­ბე­ლი მილ­ტონ ჰე­ი­გი უკ­რა­ი­ნას­თან შეხ­ვედ­რას სა­თა­ნა­დოდ აფა­სებს - არა­ვის ეგო­ნოს, რომ უკ­რა­ი­ნას­თან მატჩს ზე­რე­ლედ ვუდ­გე­ბო­დე­თო.

"ჩვე­ნი კო­ზი­რით - შერ­კი­ნე­ბით უნ­და მო­ვი­პო­ვოთ უპი­რა­ტე­სო­ბა და მე­რე თა­მა­ში მთელს მო­ე­დან­ზე გავ­შა­ლოთ, - "ავ­ჭა­ლის" სტა­დი­ონ­ზე სა­გან­გე­ბოდ მოწყო­ბილ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ერ­თ­გ­ვარ სტრა­ტე­გი­ას ახ­მო­ვა­ნებ­და ბორ­ჯღა­ლო­სან­თა ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი მწვრთნე­ლი მილ­ტონ ჰე­ი­გი. - საფ­რან­გეთ­ში მო­თა­მა­შე მო­რაგ­ბე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­თა­მა­შე­ებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. ვი­საც პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ერთ-ერ­თია ბა­ჩუ­კი გუ­ჯა­რა­ი­ძე, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­მაღ­ლით და ფი­ზი­კუ­რი გამ­ძ­ლე­ო­ბით. ასე რომ, შან­სი აქვს და­ამ­ტ­კი­ცოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

A ნაკ­რე­ბის ბრი­ტა­ნუ­ლი ტურ­ნეს მი­ზა­ნიც სწო­რედ ის იყო, რომ უახ­ლო­ე­სი რე­ზერ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვე­ნა­ხა და ვნა­ხავთ კი­დეც, რად­გან იმ ნაკ­რე­ბი­დან უმ­თავ­რეს­ში რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შეს ვუხ­მე. ჩვე­ნი ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი საზ­რუ­ნა­ვი ნაკ­რე­ბის კან­დი­დატ­თა რიცხ­ვის გა­ზარ­დაა.

ხუ­თი თვეა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვარ. თა­ვი­დან ბი­ჭებს ახალ სტილ­თან შე­გუ­ე­ბა გა­უ­ჭირ­დათ, მაგ­რამ ნელ-ნე­ლა გაშ­ლილ თა­მაშს მი­ეჩ­ვივ­ნენ, ალ­ღო აუღეს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სეთ­თან შეხ­ვედ­რა­ში იყო შე­სამ­ჩ­ნე­ვი. ბი­ჭე­ბის თა­მა­შის ხა­რის­ხი კი­დევ და­იხ­ვე­წე­ბა.

უკ­რა­ი­ნის ნაკ­რებ­თან თა­მა­შის შემ­დეგ, ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კულ ტურ­ნე­ზე მივ­დი­ვართ, სა­დაც აშშ-ის და კა­ნა­დის ძლი­ერ ნაკ­რე­ბე­თან მოგ­ვი­წევს თა­მა­ში. იმის­თ­ვის, რომ იქ ვი­თა­მა­შოთ წარ­მა­ტე­ბით, უკ­რა­ი­ნას­თან სა­სურ­ვე­ლი თა­მა­შის ჩვე­ნე­ბაა სა­ჭი­რო. ყო­ვე­ლი­ვე სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის რწმე­ნას შეგ­ვ­მა­ტებს. არა­ვის ეგო­ნოს, რომ უკ­რა­ი­ნას­თან მატჩს ზე­რე­ლედ ვუდ­გე­ბო­დეთ".

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას სტუ­მარ­თა­გან ეს­წ­რე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ზა­ზა ლე­ჟა­ვა და უკ­რა­ი­ნის უკ­რა­ი­ნელ­თა კა­პი­ტა­ნი.

"რო­დე­საც შენ­ზე ძლი­ერ გუნდს ეთა­მა­შე­ბი, მო­ტი­ვა­ცია თა­ვის­თა­ვად გიჩ­ნ­დე­ბა, - აცხა­დებ­და უკ­რა­ი­ნელ­თა ქარ­თ­ვე­ლი მწვრთნე­ლი. - თით­ქ­მის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­მო­ვე­დით, გვე­ყო­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბიც, რო­მელ­თაც რამ­დე­ნი­მე­წუ­თით მა­ინც ვა­თა­მა­შებთ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ის მე­ტო­ქეა, რომ­ლ­თა­ნაც შე­სუს­ტე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით თა­მაშს ვერ იკად­რებ".

სტუ­მარ­თა კა­პიტ­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნელ­თათ­ვის მთა­ვა­რია, რაგ­ბი ისე შე­ვიყ­ვა­როთ, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლებს გიყ­ვართ და მე­რე წარ­მა­ტე­ბე­ბიც იქ­ნე­ბაო.

2012 წლის ერ­თა თა­სი

სა­ქარ­თ­ვე­ლო: 15. ირაკ­ლი ყი­ა­საშ­ვი­ლი, 14. ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი, 13. მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, 12. ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე, 11. ლექ­სო გუ­გა­ვა, 10. ლა­შა ხმა­ლა­ძე, 9. ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე. 1. მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი, 2. რე­ვაზ ბელ­ქა­ნია, 3. ირაკ­ლი მირ­ცხუ­ლა­ვა, 4. ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძე, 5. ბა­ჩუ­კი გუ­ჯა­რა­ი­ძე, 6. გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე, 7. გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლი, 8. ზვი­ად მა­ი­სუ­რა­ძე.

16. შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი, 17. და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი, 18. ბე­ქა ბი­წა­ძე, 19. გი­ორ­გი კალ­მა­ხე­ლი­ძე, 20. გი­ორ­გი ბე­გა­ძე, 21. და­ვით კა­ჭა­რა­ვა, 22. ბე­ქა წიკ­ლა­უ­რი.

გა­ნაცხად­ში არ არი­ან და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში მი­დი­ან: და­ვით ჩი­ტი­ძე, გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი, ბი­ძი­ნა სამ­ხა­რა­ძე, მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი, თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძე, სან­დ­რო თო­დუა.

უკ­რა­ი­ნა: 15. ვი­ტა­ლი კრას­ნო­დემ­ს­კი, 14. სერ­გეი მონ­ს­რი­რი­ო­ვი, 13. ვი­ა­ჩეს­ლავ პნა­მა­რენ­კო, 12. პავ­ლე მა­სი­უ­კო­ვი, 11. მაქ­სიმ კრავ­ჩენ­კო, 10. მი­კო­ლა დე­ლე­გი­რი­ო­ვი, 9. ზუ­რაბ კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი. 1. ოლეგ ლიტ­ვი­ნე­ნე­კო, 2. მი­კო­ლა კირ­სა­ნო­ვი, 3. ევ­გე­ნი ჩა­ი­კა, 4. ვი­ა­ჩეს­ლავ კრა­სილ­ნი­კი, 5. ოლექ­სანდრ ცა­რენ­კო, 6. დი­მიტ­რი ფე­დი­ში­ნი, 7. ვი­ტა­ლი ორ­ლო­ვი, 8. ჯა­ბა მა­ლა­ღუ­რა­ძე.

16. სერ­გეი სუ­ხი­ხი, 17. ოლექ­სანდრ პო­ლი­ან­ს­კი, 18. ვი­ტა­ლი კრა­მა­რენ­კო, 19. ოლექ­სანდრ ცი­სი­სი, 20. მი­როს­ლავ შუ­ლი­ა­კი, 21. არ­ტი­ომ კუ­ლი­კი, 22. სერ­გეი ერ­მო­ლენ­კო.

 

 

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი