პა­ტა­რა ნი­კა ოლი­ვე­რია
12 ივნისი, 2012
1546
print

17 ივ­ნისს "ოლი­ვე­რის!" სრულ­ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლი­სა და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მი­ერ წა­მოწყე­ბუ­ლი ტე­ლეპ­რო­ექ­ტის "ვინ არის ოლი­ვე­რი?!" სრულ­ყო­ფილ შე­დეგს სა­ზო­გა­დო­ე­ბა პირ­ვე­ლად 17 ივ­ნისს ნა­ხავს. ეს გახ­ლავთ სა­ბავ­შ­ვო მი­უ­ზიკ­ლი "ოლი­ვერ!", რომ­ლის ჩვე­ნე­ბაც, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ჯი­ე­ი­ჩე­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 და 19 ივ­ნის­სა­ცაა და­გეგ­მი­ლი. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა რე­ა­ლუ­რად 29 მა­ისს გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლებ­ლის, და­ვით დარ­ჩი­ას ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­მო არას­რუ­ლად წარ­მო­ად­გი­ნეს (მას დრო­ე­ბით გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს). ამ­რი­გად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს კი­დევ ცო­ტა ხანს მო­უ­წევს მოც­და იმის სა­ნა­ხა­ვად, თუ რე­ა­ლუ­რად რა შე­დე­გით დას­რულ­და აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი.

პრო­ექ­ტის წა­მოწყე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ჯერ კი­დევ შარ­შან, დე­კემ­ბერ­ში გახ­და, რო­დე­საც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­თან შეწყ­ვი­ლე­ბულ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უწყე­ბელ­მა დად­გ­მა­ში მთა­ვა­რი რო­ლე­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­თა ძი­ე­ბა და­იწყო, რით­ვი­საც ტე­ლე­ე­თე­რი და მა­ყუ­რებ­ლის აზ­რი და­იხ­მა­რეს. ოლი­ვე­რი­სა და ნენ­სის რო­ლე­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი სწო­რედ ამ გზით შე­არ­ჩი­ეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­გ­ვა­რი პრო­ექ­ტი ჩვენ­თან პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა მსგავ­სი წე­სით მსა­ხი­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვა უცხო­ეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ხერ­ხია. მა­უწყე­ბელ­მაც უცხო­უ­რი ანა­ლო­გი გა­მო­ი­ყე­ნა - BBC-ის მსგავ­სი ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ "ოლი­ვერ!" პირ­ვე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ჩვენს სცე­ნა­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი დაც­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და. ცნო­ბი­ლია, რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­უ­ზიკ­ლის ("ჩი­კა­გო", "კა­ტე­ბი", "ოპე­რის აჩ­რ­დი­ლი", "მუ­სი­კის ჰან­გე­ბი" და ასე შემ­დეგ) სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი კა­მე­რონ მა­კინ­ტო­ში ფლობს, ანუ მი­სი ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე დად­გ­მუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მო­პა­რუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ამ მხრივ კი "ოლი­ვერ!" სრუ­ლი­ად და­ცუ­ლია.

დად­გ­მის რე­ჟი­სო­რი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ოლი­ვე­რი­სა და ნენ­სის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჯერ კი­დევ პრო­ექ­ტის დაწყე­ბამ­დე რე­ჟი­სო­რი ამ­ბობ­და: "უკ­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს, რო­გო­რი უნ­და იყოს ჩე­მი ოლი­ვე­რი, თუმ­ცა, რო­დე­საც კონ­კურ­სან­ტე­ბის მო­ნა­ცე­მებს შე­ვა­ფა­სებ და მათ სცე­ნა­ზე ვნა­ხავ, შე­საძ­ლოა, აზ­რი შე­მეც­ვა­ლოს. ვი­ზუ­ა­ლურ­ზე მე­ტად ყუ­რადღე­ბას ხა­სი­ათ­სა და სას­ცე­ნო მო­ნა­ცე­მებს მი­ვაქ­ცევ. ოლი­ვე­რი სუს­ტი, ფა­ქი­ზი ბი­ჭუ­ნაა, რო­მელ­საც პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა, გვერ­დით ვინ­მე უნ­და ჰყავ­დეს. იმა­ვეს ვიტყო­დი ნენ­სი­ზეც. ის ოლი­ვე­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟია - ძლი­ე­რია, თუმ­ცა ქა­ლუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბიც აქვს, სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბით ახერ­ხებს ხალ­ხის მო­ხიბ­ვ­ლას და იმე­დია, ჩვე­ნი ნენ­სიც ასე­თი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად სწორ არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებთ, რად­გან ხალ­ხი ყო­ველ­თ­ვის ობი­ექ­ტუ­რია."

რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლ­და საყ­ვა­რე­ლი­ძის იმე­დე­ბი და რამ­დე­ნად სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის მა­ყუ­რე­ბელ­მა, ამას მხო­ლოდ 17 ივ­ნისს ვნა­ხავთ. მა­ნამ­დე კი შე­გახ­სე­ნებთ რომ დად­გ­მის მხატ­ვა­რია ლონ­დონ­ში მოღ­ვა­წე ნი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფია ეს­ტო­ნე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი ტეტ კას­კი, სიმ­ღე­რე­ბის ტექ­ს­ტე­ბის ქარ­თუ­ლი ვერ­სია ირი­ნა სა­ნი­კი­ძეს ეკუთ­ვ­ნის, ხო­ლო დი­რი­ჟო­რია ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი; სპექ­ტაკ­ლ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ზა­ზა ბა­რა­თაშ­ვი­ლი, გო­გა ბარ­ბა­ქა­ძე, თენ­გიზ გი­ორ­გა­ძე, პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი, და­ვით დარ­ჩია, გე­ლა თავ­ბე­რი­ძე, ნი­ნო თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, კა­ხა კუ­პა­ტა­ძე, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის გუნ­დის წევ­რე­ბი და სხვე­ბი. ოლი­ვე­რის როლს კი ნი­კა ნო­ზა­ძე ას­რუ­ლებს.

2012 წელს მსოფ­ლიო ინ­გ­ლი­სე­ლი მწერ­ლის ჩარლზ დი­კენ­სის 200 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბა. ჩვე­ნი "ოლი­ვე­რიც!" სწო­რედ ამ თა­რიღს ეხ­მი­ა­ნე­ბა. ჩარლზ დი­კენ­სის მი­ერ თით­ქ­მის 180 წლის წინ და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი მი­უ­ზიკ­ლად ლი­ო­ნელ ბარ­ტ­მა აქ­ცია, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი დად­გ­მი­სა და ფილ­მის წყა­როდ იქ­ცა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ციაა კლა­სი­კურ ნა­მუ­შევ­რად მიჩ­ნე­უ­ლი "ოლი­ვე­რი!", კა­როლ რი­დის მი­ერ 1968 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი, ხუ­თი "ოს­კა­რი­სა" და ორი "ოქ­როს გლო­ბუ­სის" მფლო­ბე­ლი ფილ­მი. ასე­ვე, 2005 წელს გა­მო­ვი­და რო­მან პო­ლან­ს­კი­სე­უ­ლი ვერ­სი­აც, რო­მელ­მაც კრი­ტი­კი­სა და მა­ყუ­რებ­ლის გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ალ­ბათ მხო­ლოდ და მხო­ლოდ კა­როლ რი­დის ფილ­მის ფონ­ზე მი­ი­ღო, თო­რემ საკ­მა­ოდ კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რია.

ანა წუ­ლუ­კი­ძე

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში