"დუ­რუ­ჯის" ლა­უ­რე­ა­ტე­ბი დღეს გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან
16 ივნისი, 2012
1547
print

თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მია "დუ­რუ­ჯის" დას­კ­ვ­ნი­თი ეტა­პი მო­ახ­ლოვ­და - ლა­უ­რე­ა­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა დღეს, 16 ივ­ნისს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. და­ჯილ­დო­ე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია თბი­ლის­ში, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა (შა­ბათს, 16 ივ­ნისს, 21:00 სა­ათ­ზე).

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ცის­კ­რის" მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი პრე­მია "დუ­რუ­ჯი" წელს უკ­ვე მე­ოთხედ გა­ი­ცე­მა. და­ჯილ­დო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია ტრა­დი­ცი­უ­ლად წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ივ­ნი­სის თვე­ში იმარ­თე­ბა.

პრე­მი­ა­ზე წარ­დ­გე­ნი­ლი ნო­მი­ნან­ტე­ბის სპექ­ტაკ­ლებს ჟი­უ­რის 5 წევ­რი აფა­სებს. სა­ბო­ლოო ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყ­რა პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის და­ჯილ­დო­ე­ბის დღეს, ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რე ჩა­ტარ­დე­ბა. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა სადღე­სას­წა­უ­ლო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გაცხად­დე­ბა.

გა­სულ წელს პრე­მია მხო­ლოდ 5 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცე­მო­და. წელს კი, უკ­ვე არ­სე­ბუ­ლებს კი­დევ ერ­თი, სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვ­რის ნო­მი­ნა­ცია და­ე­მა­ტა. შე­სა­ბა­მი­სად, 2012 წლის "დუ­რუჯს" ხუ­თის ნაც­ვ­ლად ექ­ვ­სი ლა­უ­რე­ა­ტი ეყო­ლე­ბა, ესე­ნია:

- სა­უ­კე­თე­სო სა­რე­ჟი­სო­რო ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რი;

1. რო­ბერტ სტუ­რუა

"ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი"

2. ნი­კა თა­ვა­ძე

"სტრიპ­ტი­ზი"

3. გი­ორ­გი თა­ვა­ძე

"გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ხუ­ცი კლო­უ­ნი"

- სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლი;

1. ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი

"ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი"

2. ქე­თა შა­თი­რიშ­ვი­ლი

"R+J ბე­დის­წე­რა დაბ­ნე­უ­ლია რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა მე­სა­მე მეხ­სი­ე­რე­ბა"

3. მაგ­და ლე­ბა­ნი­ძე

"R+J ბე­დის­წე­რა დაბ­ნე­უ­ლია რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა მე­სა­მე მეხ­სი­ე­რე­ბა"

4. კა­ტო კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი

"R+J ბე­დის­წე­რა დაბ­ნე­უ­ლია რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა მე­სა­მე მეხ­სი­ე­რე­ბა"

5. მაია გე­ლო­ვა­ნი

"R+J ბე­დის­წე­რა დაბ­ნე­უ­ლია რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა მე­სა­მე მეხ­სი­ე­რე­ბა"

- სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი;

1. მარ­ლენ ეგუ­ტია

"კრე­პის უკა­ნას­კ­ნე­ლი ფი­რი"

2. მა­მუ­კა მან­ჯ­გა­ლა­ძე

"გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ხუ­ცი კლო­უ­ნი"

3. ტი­ტე კო­მა­ხი­ძე

"გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ხუ­ცი კლო­უ­ნი"

4. გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე

"R+J ბე­დის­წე­რა დაბ­ნე­უ­ლია რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა მე­სა­მე მეხ­სი­ე­რე­ბა"

5. პა­ა­ტა ინა­უ­რი

"R+J ბე­დის­წე­რა დაბ­ნე­უ­ლია რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა მე­სა­მე მეხ­სი­ე­რე­ბა"

6. და­თა თა­ვა­ძე

"სტრიპ­ტი­ზი"

- სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში დად­გ­მუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პი­ე­სის ავ­ტო­რი;

1. თა­მაზ ჭი­ლა­ძე

"ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი"

2. ლა­შა ბუ­ღა­ძე

"პან­თე­ო­ნი"

- სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რი;

1. თე­მურ ნი­ნუა

"ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი"

2. ნი­ნო კი­ტია

"ფსი­ქო­ზი 4:48"

3. გი­ორ­გი თა­ვა­ძე

"გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ხუ­ცი კლო­უ­ნი"

- სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რი.

1. ნი­კო­ლოზ ლუ­არ­სა­ბიშ­ვი­ლი

"კრე­პის უკა­ნას­კ­ნე­ლი ფი­რი"

2. მა­კა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი

"ფსი­ქო­ზი 4:48"

3. გა­გა გო­შა­ძე

"ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა"

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "დუ­რუჯ­მა" მო­ა­ხერ­ხა თე­ატ­რა­ლურ სფე­რო­ში და­წე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი კერ­ძო პრე­მი­ის სა­ხე­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. ინ­ტე­რე­სი "დუ­რუ­ჯის" მი­მართ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა და თე­ატ­რე­ბიც სულ უფ­რო მე­ტი ენ­თუ­ზი­აზ­მით ერ­თ­ვე­ბი­ან კონ­კურ­ს­ში. წარ­მა­ტე­ბა სტი­მულს აძ­ლევს ლა­უ­რე­ა­ტებს, სხვა ნო­მი­ნან­ტებს კი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მ­ნის­კენ უბიძ­გებს; სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს ყო­ვე­ლი­ვე თე­ატ­რა­ლუ­რი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის სრულ­ყო­ფა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე უნ­და აისა­ხოს და იმე­დია, ეს ასეც მოხ­დე­ბა", - აცხა­დებს "დუ­რუ­ჯი­სა" და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ცის­კ­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბა­ტო­ნი ლა­შა პა­პაშ­ვი­ლი.

თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მია "დუ­რუ­ჯის" პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან კომ­პა­ნია "რე­დიქ­სი" და ბან­კი "რეს­პუბ­ლი­კა"; სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი - ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2", გა­ზე­თი "24 სა­ა­თი", რა­დიო "ფორ­ტუ­ნა"; მხარ­დამ­ჭე­რე­ბი - სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, "ჯე­ო­სე­ლი", ველ­ნეს­ცენ­ტ­რი "კლუ­ბი 71", გა­მომ­ცემ­ლო­ბა "დი­ო­გე­ნე", სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბა­კა­რა", GD ALCO, "ისი-პა­რი", "ფრე­ზია", "ირაკ­ლი წუ­ლა­ძე ქან­და­კე­ბა", "თე­ლა­ვის ღვი­ნის მა­რა­ნი".

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში