ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი VS "არ­წი­ვე­ბი" მე­სა­მედ
16 ივნისი, 2012
308
print

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩრდილოამერიკულ ტურნეში აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან ტესტ-მატჩებისთვის 11 ივნისს, გამთენიისას გაემგზავრა და დანიშნულების ადგილზე 34 საათიანი მოგზაურობის შემდეგ ჩააღწია.

გუნდს საფრანგეთიდან აშშ-ში შეუერთდნენ ჩილაჩავა და ლაბაძე. თამაში კოლორადოს შტატში, ქალაქ დენვერში, ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე გლენდეილში გაიმართება.

მას­პინ­ძ­ლებ­მა სა­თა­მა­შოდ ეს ად­გი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ იმი­ტომ შე­არ­ჩი­ეს, რომ ქარ­თ­ვე­ლებ­თან შარ­შან­წინ­დე­ლი მარ­ცხის­თ­ვის რე­ვან­ში სწყუ­რი­ათ. კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი და დრო­ში 10-სა­ა­თი­ა­ნი სხვა­ო­ბა, ბორ­ჯღა­ლოს­ნებს ადაპ­ტა­ცი­ა­ში პრობ­ლე­მას უქ­მ­ნის.

სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცესს გა­დი­ან და მიკ­როტ­რავ­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღე­ში ორ­ჯე­რა­დი ვარ­ჯი­შე­ბი აქვთ.

ნაკ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა თქმით, ის მო­რაგ­ბე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კას­თან გა­ნაცხად­ში ვერ მოხ­ვ­დე­ბი­ან, თა­ვის გა­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა კა­ნა­დას­თან მი­ე­ცე­მათ.

ისიც ვთქვათ, რომ შუ­ა­მარ­ბი მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, რო­მე­ლიც ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­შია, აშშ-სთან ჯა­ხის შემ­დეგ სოლტ ლე­იკ სი­ტი­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს 20-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს შე­უ­ერ­თ­დე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო ალაფ­ზე უწევს თა­მა­ში (ახალ­გაზ­რ­და ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი კა­ნა­დას­თან, იაპო­ნი­ას­თან და ზიმ­ბაბ­ვეს­თან ერ­თად B ჯგუფ­ში იას­პა­რე­ზე­ბენ. სა­გუ­ლის­ხ­მოა ისიც, რომ სა­მი­ვე ნაკ­რე­ბი შარ­შან თბი­ლი­სურ ალა­ფა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ასე რომ, ნაკ­რე­ბის სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბის­თ­ვის თი­თო­ე­უ­ლი ნაკ­რე­ბის სა­თა­მა­შო ოს­ტა­ტო­ბა ცნო­ბი­ლია. და კი­დევ ის, რომ მხო­ლოდ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დი ეუფ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რ­დულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბას).

"არ­წი­ვე­ბი" რე­ვან­შის ასა­ღე­ბად კარ­გა ხა­ნია ემ­ზა­დე­ბი­ან და გა­სულ შა­ბათს კა­ნა­დას­თან ტესტ-მატ­ჩიც ჰქონ­დათ. გუნ­დებ­მა სამ-სა­მი ლე­ლო გა­ი­ტა­ნეს, გა­მარ­ჯ­ვე­ბა კი კა­ნა­დე­ლებს დარ­ჩათ - 28:25.

აშშ-ს ნაკ­რე­ბი გა­მოც­დი­ლი და ახა­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის ნა­ზავს წარ­მო­ად­გენს. მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა მიკ ტოლ­კინ­მა, აშშ-ს ყვე­ლა დრო­ის გა­მორ­ჩე­ულ მო­რაგ­ბე­ებს, გუნ­დის კა­პი­ტან ტოდ კლე­ვერს, ტა­კუ ნგვე­ნი­ას და პოლ ემე­რიკ­საც უხ­მო. რაც შე­ე­ხე­ბა გლენ­დე­ი­ლის "ინ­ფი­ნი­ტი პარკს", ის ოთხი ათას გულ­შე­მატ­კი­ვარს იტევს, ბი­ლე­თის ფა­სი 15 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა. მას­პინ­ძ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სავ­სე ტრი­ბუ­ნე­ბით დახ­ვ­დე­ბი­ან.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და აშშ-ს გზე­ბი აქამ­დე ორ­ჯერ გა­და­იკ­ვე­თა. პირ­ვე­ლად 2009 წელს, "ჩერ­ჩი­ლის თას­ზე" დენ­ვერ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით 13:31 და­მარ­ცხ­და. 2010 წელს აშშ-ის ნაკ­რე­ბი თბი­ლისს ეს­ტუმ­რა და მსა­ჯის მი­ერ და­მა­ტე­ბულ წუ­თებ­ზე 17:19 და­მარ­ცხ­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლო VS აშშ კვი­რას, 17 ივ­ნისს თბი­ლი­სის დრო­ით 05:00 სა­ათ­ზე და­იწყე­ბა.

"ინ­ფი­ნი­ტი პარკ". გლენ­დე­ი­ლი. დენ­ვე­რი

აშშ - სა­ქარ­თ­ვე­ლო

სა­ქარ­თ­ვე­ლო: 15. ლა­შა ხმა­ლა­ძე ("ლე­ლო"), 14. ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი ("სენტ ეტი­ე­ნი", საფ­რან­გე­თი), 13. და­ვით კა­ჭა­რა­ვა ("ნი­ცა", საფ­რან­გე­თი), 12. მე­რაბ შა­რი­ქა­ძე ("ჰარ­თ­პუ­ლი", ინ­გ­ლი­სი), 11. სან­დ­რო თო­დუა ("ლე­ლო"), 10. მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი ("სენ ჟუ­ნი­ე­ნი", საფ­რან­გე­თი), 9. ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე (კაპ., "ოსე­რი", საფ­რან­გე­თი); 1. მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი ("მონ­პე­ლიე", საფ­რან­გე­თი), 2. რე­ვაზ ბელ­ქა­ნია ("ლა სე­ი­ნი", საფ­რან­გე­თი), 3. და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი ("კლერ­მო­ნი", საფ­რან­გე­თი), 4. ბე­ქა ბი­წა­ძე ("არ­მია"), 5. ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძე ("ალ­ბი", საფ­რან­გე­თი), 6. გია ლა­ბა­ძე ("ლა სე­ი­ნი", საფ­რა­ნა­გე­თი), 7. გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი ("ლო­კო­მო­ტი­ვი"), 8. გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე ("სენ ჟუ­ნი­ე­ნი", საფ­რან­გე­თი).

სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: 16. შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი ("არ­მია"), 17. ირაკ­ლი მირ­ცხუ­ლა­ვა ("ტარ­ბი", საფ­რან­გე­თი), 18. ზვი­ად მა­ი­სუ­რა­ძე ("ლო­კო­მო­ტი­ვი"), 19. გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლი ("არ­მია"), 20. გი­ორ­გი ბე­გა­ძე ("ბა­თუ­მი XV"), 21. ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე ("ვა­ლან­სი", საფ­რან­გე­თი), 22. ირაკ­ლი ყი­ა­საშ­ვი­ლი ("ლე­ლო"), 23. ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა ("ტუ­ლო­ნი", საფ­რან­გე­თი).

გა­ნაცხად­ში ვერ მოხ­ვ­დ­ნენ: და­ვით ჩი­ტი­ძე ("არ­მია"), ბი­ძი­ნა სამ­ხა­რა­ძე ("არ­მია"), თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძე ("პე­რი­გო", საფ­რან­გე­თი), ლექ­სო გუ­გა­ვა ("ლე­ლო"), ბე­ქა წიკ­ლა­უ­რი ("ლო­კო­მო­ტი­ვი").

მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: მილ­ტონ ჰე­ი­გი (ახა­ლი ზე­ლან­დია)

შერ­კი­ნე­ბის მწვრთნე­ლი: კრის გიბ­სი (ახა­ლი ზე­ლან­დია)

თა­ნა­შემ­წე­ე­ბი: ილია მა­ი­სუ­რა­ძე, ილია ზედ­გი­ნი­ძე

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი