პირ­ვე­ლი ტეს­ტი წა­ვა­გეთ
18 ივნისი, 2012
299
print

მილ­ტონ ჰე­ი­გის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კუ­ლი ტეს­ტი ჩა­ა­ტა­რა და გლენ­დე­ილ­ში, "ინ­ფი­ნი­ტი პარ­კ­ზე", აშშ-ის ნაკ­რებ­თან და­მარ­ცხ­და.

იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი აშშ-ში უძ­ლი­ე­რე­სი შე­მად­გენ­ლო­ბით არ ჩა­სუ­ლან, დამ­შ­ვი­დე­ბის სა­ბაბს ვერ იძ­ლე­ვა. დი­დი ხა­ნია მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კულ ტურ­ნე­ში შე­სუს­ტე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ას­პა­რე­ზო­ბენ. ასე იყო “ჩერ­ჩი­ლის თას­ზეც” და ასე მოხ­და ამ­ჯე­რა­დაც.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა შე­სა­შუ­რი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნეს და მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მას­პინ­ძ­ლებს აჯო­ბეს კი­დეც, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს გარ­ჯა საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­და.

ქარ­თ­ველ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა მატ­ჩის დე­ბი­უ­ტი ჩა­აგ­დეს. ამე­რი­კე­ლებ­მა დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს და ეს უპი­რა­ტე­სო­ბა ქარ­თ­ველ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ვე­ღარ გა­ა­ბა­თი­ლეს. აშშ-ის ნაკ­რე­ბი სის­წ­რა­ფე­შიც გვჯობ­და და უნა­რი­ა­ნა­დაც ათა­მა­შებ­და ბურთს ხაზ­ზე. სა­პი­რის­პი­როდ, ქარ­თ­ვე­ლებ­მა ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს. სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ გა­მოდ­გე­ბა ეს­პა­ნეთ­თან, ერ­თა თას­ზე ერ­თა­დერ­თი წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩი. თუ ამ თა­მაშს გა­ვიხ­სე­ნებთ, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის სცე­ნა­რი ანა­ლო­გი­უ­რი იყო. ბორ­ჯღა­ლოს­ნებს ბურ­თი ხე­ლი­დან უვარ­დე­ბო­დათ, აგებ­დ­ნენ სა­კუ­თარ დე­რე­ფანს, გაშ­ლილ თა­მაშ­ში კი პო­ზი­ცი­ა­ზე ას­ვ­ლას ვერ ას­წ­რებ­დ­ნენ და ამ შეც­დო­მე­ბით ამე­რი­კე­ლე­ბი კარ­გად სარ­გებ­ლობ­დ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ველ ტა­იმ­ში სა­მი ლე­ლო მი­ვი­ღეთ და 20 ქუ­ლის სხვა­ო­ბით დავ­მარ­ცხ­დით.

მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ჰე­იგ­მა რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ღირ­სე­ბის­თ­ვის თა­მა­ში და­იწყო. მატ­ჩის ბო­ლომ­დე მას­პინ­ძ­ლებს შა­რი­ქა­ძემ და კა­ჭა­რა­ვამ ორი ლე­ლო აგე­მეს და ან­გა­რიშ­ში სხვა­ო­ბა შე­ამ­ცი­რეს, თუმ­ცა, მსა­ჯის მი­ერ და­მა­ტე­ბულ დრო­ში ჩვე­ნე­ბუ­რებს პა­ტერ­სო­ნის გარ­ღ­ვე­ვა გა­მო­ე­პა­რათ და ამე­რი­კე­ლებ­მა მე­ოთხე ლე­ლო­თი წერ­ტი­ლი და­უს­ვეს თა­მაშს.

მომ­დევ­ნო მატჩს ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი 24 ივ­ნისს კა­ნა­და­ში, ამ ქვეყ­ნის ნაკ­რებ­თან გა­მარ­თა­ვენ და ამით დას­რულ­დე­ბა ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კუ­ლი ტურ­ნე. კა­ნა­დის წი­ნა­აღ­მ­დეგ ვერ ითა­მა­შებს მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, რო­მე­ლიც სოლტ-ლე­იკ-სი­ტი­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს 20 წლამ­დელ­თა ნაკ­რებს მსოფ­ლიო ალა­ფა­ზე სა­თა­მა­შოდ შე­უ­ერ­თ­დე­ბა. შე­მოდ­გო­მი­დან კი, რო­გორც რაგ­ბის კავ­ში­რი­სა და ნაკ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა გვპირ­დე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ყვე­ლა შეხ­ვედ­რას მხო­ლოდ უძ­ლი­ე­რე­სი შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­ა­ტა­რებს და 2015 წლის მსოფ­ლიო თა­სის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბას შე­ეც­დე­ბა.

"ინ­ფი­ნი­ტი პარკ". გლენ­დე­ი­ლი. დენ­ვე­რი (კო­ლო­რა­დო)

აშშ - სა­ქარ­თ­ვე­ლო 36:20 (28:8)

აშშ: 15. კრის უაილ­ზი, 14. ლუკ ჰი­უ­მი, 13. პოლ ემე­რი­კი (კო­ლინ ჰო­ლი 43), 12. ენ­დ­რიუ სუ­ნი­უ­ლა, 11. ჯე­იმს პა­ტერ­სო­ნი, 10. რო­ლანდ სუ­ნი­უ­ლა (უილ ჰო­ულ­დე­რი 78), 9. მა­იკ პეთ­რი (შონ დე­ვი­სი 78); 1. შონ პიტ­მე­ნი, 2. კრის ბი­ლე­რი (დე­რიკ ეს­ბა­ნი 72), 3. ერიკ ფრაი (ტო­ლი­ფი­ლი ლი­უ­ფაუ 75), 4. ლუი სტენ­ფი­ლი, 5. ბრა­ი­ან დო­ი­ლი, 6. ტე­ი­ლორ მო­ქე­ი­თი (ებ­დ­რიუ დუ­რუ­ტა­ლო 48), 7. სკოტ ლა­ვა­ლა, 8. ტოდ კლე­ვე­რი.

4 ლე­ლო: ე. სუ­ნი­უ­ლა, მო­ქე­ი­თი, პეთ­რი, პა­ტერ­სო­ნი

2 გარ­და­სახ­ვა: უაილ­ზი

4 ჯა­რი­მა: უაილ­ზი

სა­ქარ­თ­ვე­ლო: 15. ლა­შა ხმა­ლა­ძე, 14. ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი, 13. და­ვით კა­ჭა­რა­ვა, 12. მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, 11. სან­დ­რო თო­დუა (22. ირაკ­ლი ყი­ა­საშ­ვი­ლი 52), 10. მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი (21. ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე 45), 9. ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე (20. გი­ორ­გი ბე­გა­ძე 72); 1. მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი (17. ირაკ­ლი მირ­ცხუ­ლა­ვა 72), 2. რე­ვაზ ბელ­ქა­ნია (16. შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი 58), 3. და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი, 4. ბე­ქა ბი­წა­ძე, 5. ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძე (18. ზვი­ად მა­ი­სუ­რა­ძე 41), 6. გია ლა­ბა­ძე, 7. გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი (19. გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლი 51), 8. გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე.

3 ლე­ლო: კვი­რი­კაშ­ვი­ლი, შა­რი­ქა­ძე, კა­ჭა­რა­ვა

1 გარ­და­სახ­ვა: მა­ლა­ღუ­რა­ძე

1 ჯა­რი­მა: კვი­რი­კაშ­ვი­ლი

2 სინ­ბი­ნი: ბე­რიშ­ვი­ლი, ზ. მა­ი­სუ­რა­ძე

რე­ფე­რი: მო­რის იონ­კე­რი (სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა)

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი