ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ზიმბაბვეს იოლად გაუსწორდნენ
23 ივნისი, 2012
365
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს 20-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­მა სოლტ ლე­იკ სი­ტი­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი "ალა­ფის" ჯგუ­ფუ­რი ტურ­ნი­რის მე­ო­რე მატ­ჩ­ში, ზიმ­ბაბ­ვეს ნაკ­რებს 43:7 გა­და­ურ­ბი­ნა და ჯგუ­ფი­დან გა­სას­ვ­ლე­ლად დი­დი ნა­ბი­ჯიც გა­და­გა.

ახალ­გაზ­რ­და ბორ­ჯღა­ლო­სან­თა გუ­შინ­დე­ლი წა­რა­მა­ტე­ბა (შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის დრო­ით 22:00 სა­ათ­ზე და­იწყო) იმი­თა­ცაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ ქარ­თ­ველ­თა შოტ­ლან­დი­ელ დამ­რი­გე­ბელს იან სმიტს ზიმ­ბაბ­ვეს­თან შეხ­ვედ­რამ­დე ორი იძუ­ლე­ბი­თი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ მო­უ­წია. 20-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს აფ­რი­კის ჩემ­პი­ონ ზიმ­ბაბ­ვეს­თან ვერ და­ეხ­მარ­ნენ უკა­ნა­ხა­ზე­ლე­ბი გი­ორ­გი ბი­წა­ძე და თა­მაზ მჭედ­ლი­ძე (მჭედ­ლი­ძე ერ­თი თა­მა­ში­თაა დის­კ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ბი­წა­ძე კი ორ მატჩს გა­მო­ტო­ვებს). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა აფ­რი­კის ჩემ­პი­ო­ნებ­თან შეხ­ვედ­რა ერ­თი ამო­სუნ­თ­ქ­ვით ჩა­ა­ტა­რა და იქ­ვე ოთხ­ზე მე­ტი ლე­ლოს­თ­ვის პრე­მი­ა­ლურ ქუ­ლა­საც გა­მოკ­რა ხე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ველ ტურ­ში ახალ­გაზ­რ­და ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა კა­ნა­დის ნაკ­რე­ბი და­ა­მარ­ცხეს 31:17.

და კი­დევ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 20-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს B ჯგუ­ფის ბო­ლო შეხ­ვედ­რა 26 ივ­ნისს იაპო­ნი­ის ძლი­ერ ნაკ­რებ­თან ელის, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ მე­ტო­ქე­ებ­თან შეხ­ვედ­რამ­დე სა­გან­გე­ბოდ და­ეს­წ­რ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ზიმ­ბაბ­ვეს და­პი­რის­პი­რე­ბას.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი: 15. სა­ბა ნი­კო­ლა­ვა, 14. ზუ­რაბ ძნე­ლა­ძე, 13. მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, 12. გი­გა გა­გოშ­ვი­ლი, 11. ლე­ვან გო­გო­ლაშ­ვი­ლი, 10. გო­დერ­ძი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, 9. ვა­ჟა ხუ­ციშ­ვი­ლი; 1. არ­ჩილ ბე­ჟაშ­ვი­ლი, 2. ვა­ჟა თა­გა­უ­რი, 3. ზა­ზა ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, 4. მინ­დია ელ­გუ­ჯა­უ­რი, 5. სან­დ­რო ქო­ი­ა­ვა, 6. ელ­გუ­ჯა სურ­გუ­ლა­ძე, 7. ბე­ქა მამ­რი­კიშ­ვი­ლი, 8. ლა­შა ლო­მი­ძე.

სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: 16. გი­ორ­გი თეთ­რაშ­ვი­ლი, 17. გი­ორ­გი ლომ­თა­ძე, 18. ვახ­ტანგ ახო­ბა­ძე, 19. გუ­რამ შენ­გე­ლია; 20. გი­ორ­გი მის­რი­აშ­ვი­ლი, 21. გი­ორ­გი ბა­სი­ლაია, 22. ბახ­ვა კო­ბა­ხი­ძე.

გა­ნაცხად­ში არ არი­ან: გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლი, სა­ბა ბე­რა­ძე.

დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია: გი­ორ­გი ბი­წა­ძე, თა­მაზ მჭედ­ლი­ძე.

მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: იან სმი­ტი

თა­ნა­შემ­წე­ე­ბი: ლა­დო კი­ლა­სო­ნია, ირაკ­ლი ჭყო­ნია

2012 წლის მსოფ­ლიო თა­სის "ალა­ფა"

სოლტ ლე­იკ სი­ტი (აშშ).

B ჯგუ­ფი

22 ივ­ნი­სი. II წრე

სა­ქარ­თ­ვე­ლო - ზიმ­ბაბ­ვე 47:3

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი