ახა­ლი თა­ო­ბის თე­ატ­რა­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი
25 ივნისი, 2012
1619
print

СССР -ის ნოს­ტალ­გია და მი­სი აღ­დ­გე­ნის “დი­ა­დი"  და შე­ფა­რუ­ლი რუ­სუ­ლი მი­ზა­ნი

მოლ­დო­ვის დე­და­ქა­ლაქ კი­ში­ნოვ­ში უკ­ვე დას­რულ­და ჩე­ხო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, თე­ატ­რის ახალ­გაზ­რ­და მოღ­ვა­წე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი, რო­მელ­შიც პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცის ქვეყ­ნე­ბის ახალ­გაზ­რ­და დრა­მა­ტურ­გე­ბი, თე­ატ­რის მხატ­ვ­რე­ბი, თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი და რე­ჟი­სო­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჯერ ად­გი­ლობ­რივ, ხო­ლო შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე შე­სა­ბა­მი­სი შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი გა­ი­ა­რეს და პი­რო­ბი­თად სა­უ­კე­თე­სო­ე­ბიც შე­არ­ჩი­ეს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ზე და­თა თა­ვა­ძე სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში დად­გ­მუ­ლი სპექ­ტაკ­ლით “მა­ხინ­ჯი", მხატ­ვა­რი სერ­გეი შივ­ცი, დრა­მა­ტურ­გე­ბი ლა­შა ბუ­ღა­ძე და ნეს­ტან-ნე­ნე კვი­ნი­კა­ძე, თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი­დან ნე­რონ აბუ­ლა­ძე და მე წარ­მო­ვად­გენ­დით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის შერ­ჩე­ვა­ში უშუ­ა­ლოდ ჩარ­თუ­ლი იყო თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი (რო­გორც ჩე­ხო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის პარ­ტ­ნი­ო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში) და “სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა" (რო­გორც თე­ატ­რა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია).

ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში, სპექ­ტაკ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბის გარ­და, მო­ეწყო თე­ატ­რის მხატ­ვარ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის (ეს­კი­ზე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბის მა­კე­ტე­ბი) გა­მო­ფე­ნა და სცე­ნოგ­რაფ­თა მას­ტერ­კ­ლა­სი, რო­მელ­საც რუ­სე­თი­დან ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი იური ხა­რი­კო­ვი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. სცე­ნოგ­რაფ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა მოლ­დო­ვის თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ერთ თვეს გას­ტანს. სერ­გეი შივცს ქარ­თ­ვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლი­დან “კრე­პის უკა­ნას­კ­ნე­ლი ფი­რი" (რე­ჟი­სო­რი ნი­კა ლუ­არ­სა­ბიშ­ვი­ლი) იც­ნობს. მა­ნამ­დე ახალ­გაზ­რ­და მხატ­ვა­რი თბი­ლი­სის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. 2010 წელს მან სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა სცე­ნოგ­რა­ფის სპე­ცი­ა­ლო­ბით, მა­მია მა­ლა­ზო­ნი­ა­სა და ნი­ნო კუზ­ნე­ცო­ვა-გუ­ნი­ას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. ახალ­გაზ­რ­და მხატ­ვარს უკ­ვე ათ­ზე მე­ტი სპექ­ტაკ­ლი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. “სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რომ სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ახალ­გაზ­რ­და გა­ვი­ცა­ნი. შეხ­ვედ­რებ­ზე იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებ­დით. სა­მო­მავ­ლოდ იური ხა­რი­კო­ვის ორ­დღი­ა­ნი მას­ტერ­კ­ლა­სი­დან გარ­კ­ვე­ულ რჩე­ვებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ჩვენ­თან ამ მხრივ გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. ისე კი, ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ში აზ­როვ­ნე­ბა დი­დად წინ არ წა­წე­უ­ლა..." - გა­ნაცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სერ­გეი შივ­ც­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­და დრა­მა­ტურ­გ­თა, რე­ჟი­სორ­თა და თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­თა ვორ­ქ­შო­პე­ბი იყო, რო­მელ­საც რუ­სი რე­ჟი­სო­რი ვიქ­ტორ რი­ჟა­კო­ვი უძღ­ვე­ბო­და. მან ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე რე­ჟი­სო­რებს და­ვა­ლე­ბად იმ პი­ე­სე­ბის “კითხ­ვის" მომ­ზა­დე­ბა მის­ცა, რომ­ლე­ბიც ფო­რუ­მის ეგი­დით გა­მო­ცე­მულ “პი­ე­სე­ბის კრე­ბულ­ში" და­ი­ბეჭ­და. პი­ე­სე­ბის კრე­ბულ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ლა­შა ბუ­ღა­ძის ცნო­ბი­ლი პი­ე­სა “ნაფ­ტა­ლი­ნი" შე­ვი­და. ამ პი­ე­სას კარ­გად იც­ნობს ქარ­თ­ვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი. ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ერთ სცე­ნა­ზე და­იდ­გა. პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ლა­შა ბუ­ღა­ძემ პი­ე­სა­ში “ნაფ­ტა­ლი­ნი" წა­მოჭ­რა, ვფიქ­რობ, პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცის თე­ატ­რის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ლა­შა ბუ­ღა­ძის პი­ე­სის გარ­და, კრე­ბულ­ში ნეს­ტან-ნე­ნე კვი­ნი­კა­ძის პი­ე­სა “ფრან­გუ­ლის გაკ­ვე­თი­ლია" და­ბეჭ­დი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე წა­კითხუ­ლი იქ­ნა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სხვენ­ში პრო­ექ­ტის “ცხრა პი­ე­სა ომ­ზე" ფარ­გ­ლებ­ში. პი­ე­სის ფორ­მა­ტი­დან და აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­სი “კითხ­ვის" დად­გ­მის ინი­ცი­ა­ტი­ვა ლიტ­ველ­მა მსა­ხი­ობ-რე­ჟი­სორ­მა ლა­რე­ტა ვას­კო­ვამ სო­მეხ რე­ჟი­სორ­თან ზა­რა ან­ტო­ნი­ან­ტან ერ­თად ითა­ვა. კითხ­ვა­ში მო­ნა­წი­ლო­ებ­დ­ნენ მოლ­დო­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­მან მა­ლაი და სტე­ლა ლე­პა­ნი. ჩვენს კითხ­ვა­ზე, თუ რა­ტომ აირ­ჩი­ეს რე­ჟი­სო­რებ­მა ქარ­თუ­ლი პი­ე­სე­ბი კითხ­ვის­თ­ვის, ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ:

ზა­რა ან­ტო­ნი­ა­ნი: ჩვენ ძა­ლი­ან ცო­ტა დრო გვქონ­და მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა პი­ე­სა და­სად­გ­მე­ლად, ამი­ტომ ვე­ძებ­დით მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის დრა­მა­ტურ­გი­ულ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბოდ იმ იდე­ე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვი­საც ახ­ლო­ბე­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­ხიბ­ლა ცოცხალ­მა დი­ა­ლოგ­მა და პერ­სო­ნა­ჟებ­მა, ასე­ვე იმან, რომ მოვ­ლე­ნე­ბი სხარ­ტად და დი­ნა­მი­კუ­რად ვი­თარ­დე­ბა. თა­ნაც გა­რეთ ომი და­იწყო, აქ კი ორ ადა­მი­ანს შო­რის სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­ი­სა­ხა. ასე­ვე, ჩემ­თ­ვის, რო­გორც რე­ჟი­სო­რის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ორ თა­ო­ბის შო­რის დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა...

ლა­რე­ტა ვას­კო­ვა: ჩემ­თ­ვის ეს პი­ე­სა აღ­მოჩ­ნ­და გაკ­ვე­თი­ლი, თუ რო­გორ უნ­და ააწყოს დი­ა­ლო­გი რე­ჟი­სორ­მა სცე­ნის­თ­ვის, რო­გორ უნ­და შეც­ვა­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის. პი­ე­სა მსა­ხი­ო­ბის დი­ა­ლო­გის­თ­ვის კარ­გი სას­წავ­ლო მა­სა­ლაა. პი­ე­სის სტრუქ­ტუ­რა ორი­გი­ნა­ლუ­რია, აქ ორი სამ­ყა­როა - ერ­თი, რო­მე­ლიც პი­ე­სა­ში ხდე­ბა და მე­ო­რე მის მიღ­მა.

ვორ­ქ­შო­პე­ბის და მას­ტერ­კ­ლა­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში თე­ატ­რის კრი­ტი­კოს­თა მრგვა­ლი მა­გი­დე­ბიც გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ჟურ­ნალ “თე­ატ­რის" რე­დაქ­ტო­რი, თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე ალა შენ­დე­რო­ვა (რუ­სე­თი) და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, ჟურ­ნალ “ეკ­რა­ნი და სცე­ნას" თე­ატ­რა­ლუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი მა­რია ხა­ლი­ზე­ვა (რუ­სე­თი) უძღ­ვე­ბო­და. ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე კრი­ტი­კო­სებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­ვ­რ­ჩა, რომ რუ­სუ­ლი თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი სკო­ლა კვლავ ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თ­გუ­ლია, ვერ ამ­ს­ხ­ვ­რევს დად­გე­ნილ კლი­შე­ებს და არ ცდი­ლობს მი­ღე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი­დან გა­დახ­ვე­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. რუ­სი თე­ატ­რის კრი­ტი­კო­სე­ბის მთა­ვარ ფუნ­ქ­ცი­ად დღემ­დე სპექ­ტაკ­ლის სი­უ­ჟე­ტის მო­ყო­ლა და გარ­კ­ვე­უ­ლი სცე­ნე­ბის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა რჩე­ბა, რო­გორც ეს საბ­ჭო­თა თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში იყო. სწო­რედ ამ სა­კითხებ­ზე გა­ი­მარ­თა კა­მა­თი თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­თა მრგვალ მა­გი­და­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ დას­ვა მოხ­სე­ნე­ბა­ში “მო­მავ­ლის თე­ატ­რი და სა­თე­ატ­რო კრი­ტი­კა" . თე­ო­რე­ტი­კო­სებ­ზე მე­ტად პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნედ რუ­სი რე­ჟი­სო­რე­ბი ვიქ­ტორ რი­ჟა­კო­ვი და ვლა­დი­მერ პან­კო­ვი გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რ­და თე­ატ­რის მოღ­ვა­წე­ებს სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ნგრე­ვი­სა და გავ­ლე­ნა-შტამ­პე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დებ­დ­ნენ.

თე­ატ­რის ახალ­გაზ­რ­და მოღ­ვა­წე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი კი­ში­ნოვ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნოს­ტალ­გი­ი­სა და მი­სი აღ­დ­გე­ნის შე­ფა­რუ­ლი მცდე­ლო­ბის იდე­ით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი. ფო­რუ­მი თა­ვი­სი ფორ­მით, რო­მე­ლიც მა­ღალ დო­ნე­ზე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, 21-ე სა­უ­კუ­ნე­შიც კი ვერ გა­ექ­ცა საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ებს, რაც გა­მო­ი­ხა­ტა თუნ­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ჟი­უ­რის შექ­მ­ნით (რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად რუ­სუ­ლი თე­ატ­რის უფ­რო­სი თა­ო­ბის მოღ­ვა­წე­ე­ბით იყო და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი); მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა გა­მოვ­ლინ­და კი­დეც მათ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­ცა საპ­რი­ზო ად­გი­ლის მიღ­მა დარ­ჩა ვი­დას ბე­რე­ი­კი­სის (ლიტ­ვა) სპექ­ტაკ­ლი “ტე­ლე­ფო­ნე­ბის წიგ­ნი" - მო­მავ­ლის თე­ატ­რის ახა­ლი მა­ნი­ფეს­ტი. საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი ბე­ლო­რუ­სი­ამ, ლატ­ვი­ამ და სომ­ხეთ­მა გა­და­ი­ნა­წი­ლეს. რომ არა ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რ­და კრი­ტი­კოს­თა და­უცხ­რო­მე­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კრი­ტი­კის პრი­ზის გა­და­ცე­მი­სა, ლიტ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რის სპექ­ტაკ­ლი ფო­რუმ­ზე სრუ­ლი­ად აღუ­ნიშ­ნა­ვი დარ­ჩე­ბო­და. “კრი­ტი­კის პრი­ზის" ლა­უ­რე­ა­ტის გა­მოცხა­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჟი­უ­რის­თ­ვის, რა­ზეც მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ­მა შექ­ს­პი­რო­ლოგ­მა, თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტორ­მა და ჟი­უ­რის წევ­რ­მა ალექ­სეი ბარ­ტა­შე­ვიჩ­მა გა­ნაცხა­და: “აი, ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ სპექ­ტაკ­ლის აღ­ქ­მის ჩე­მი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მოძ­ველ­და და მეც საგ­რ­ძ­ნობ­ლად დავ­ბერ­დიო."

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი 2013 წლის მარ­ტ­ში ქარ­თ­ველ მა­ყუ­რე­ბელს ნამ­დ­ვილ სი­ურ­პ­რიზს უმ­ზა­დებს. ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი ეკა მაზ­მიშ­ვი­ლი გეგ­მავს იმ სა­მი სა­უ­კე­თე­სო სპექ­ტაკ­ლის ჩვე­ნე­ბას თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ­მა ჟი­უ­რიმ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად გა­მო­აცხა­და. იმე­დია, ჟი­უ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა გა­და­ხე­დავს და ლიტ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რის ვი­დას ბა­რე­ი­კი­სის სპექ­ტაკლს “ტე­ლე­ფო­ნე­ბის წიგ­ნი" მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გა­რეთ არ და­ტო­ვებს, მით უმე­ტეს, იმ მე­გობ­რო­ბის ფონ­ზე, რაც წლე­ბის წინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­სა და ლიტ­ვურ თე­ატრს შო­რის.

ლა­შა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი

 

 

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში