ლე­ლოს­თან ბურ­თი არ უნ­და დაგ­ვი­ვარ­დეს
25 ივნისი, 2012
304
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რებ­მა ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კუ­ლი ტურ­ნე მარ­ცხით და­ას­რუ­ლა.

ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა ჯერ აშშ-ის ნაკ­რებ­თან წა­ა­გეს - 20:36, შემ­დეგ კი უფ­რო დი­დი სხვა­ო­ბით კა­ნა­დას­თან და­მარ­ცხ­დ­ნენ - 12:31. მარ­თა­ლია, მილ­ტონ ჰე­ი­გის გუნ­დი ჩრდი­ლო­ურ ტურ­ნე­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით არ წა­სუ­ლა, მაგ­რამ თა­მა­შებ­მა ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა ის ლაფ­სუ­სე­ბი, რო­მელ­თა დახ­ვე­წა ახ­ლო მო­მა­ვალ­ში მოგ­ვი­წევს.

ქარ­თ­ველ მო­რაგ­ბე­ებს ამის­თ­ვის სულ ცო­ტა დრო დარ­ჩათ. მო­მა­ვალ წელს მსოფ­ლიო თა­სის შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რი იწყე­ბა და ამი­ტომ გუნდს მარ­თებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხე­ლით თა­მა­შის დროს, შეც­დო­მე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა. მილ­ტონ ჰე­ი­გი ცდი­ლობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს გაშ­ლი­ლი რაგ­ბი შე­უ­სის­ხ­ლ­ხორ­ცოს, ისე­თი, რო­გორ­საც დი­დი გუნ­დე­ბი ქა­და­გე­ბენ. ეს ტენ­დენ­ცია ერ­თა თა­სის თა­მა­შებ­ში შე­იმ­ჩ­ნე­ო­და, რაც თა­ვის­თა­ვად კარ­გი სიგ­ნა­ლია ჩვე­ნი გუნ­დის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ ამე­რი­კულ ტურ­ნე­ში გა­მოჩ­ნ­და უამ­რა­ვი ხარ­ვე­ზი, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ შე­დეგ­ზე იქო­ნია გავ­ლე­ნა.

კა­ნა­დას­თან მატ­ჩ­ში, ისე­ვე, რო­გორც აშშ-სთან, ბორ­ჯღა­ლოს­ნებს ხში­რად ბურ­თი ხე­ლი­დან უვარ­დე­ბო­დათ. ეს სწო­რედ გაშ­ლი­ლი რაგ­ბის თა­მა­ში­სას ხდე­ბო­და, მე­ტო­ქის ჩათ­ვ­ლის მო­ე­დან­თან ახ­ლოს და ამი­ტომ შე­ტე­ვა ფერ­ხ­დე­ბო­და. სა­მი სა­ლე­ლო­ვე იერი­ში, ზედ კა­ნა­დელ­თა ჩათ­ვ­ლის მო­ე­დან­თან, სწო­რედ ამ­გ­ვა­რი ლაფ­სუ­სის შე­დე­გად ჩა­ი­ფარ­ცხა, რა­საც კა­ნა­დელ­თა კონ­ტ­რ­შე­ტე­ვე­ბი და ლე­ლო­ე­ბი მოჰ­ყ­ვა. ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი მო­ნუს­ხუ­ლე­ბი­ვით, ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით კარ­გავ­დ­ნენ ბურთს და მე­ტო­ქეს უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებ­დ­ნენ. ასე მი­ვი­ღეთ მე­ო­რე და მე­სა­მე ლე­ლო­ე­ბი. ამ შეც­დო­მე­ბის გა­მო ვჯა­რიმ­დე­ბო­დით და კა­ნა­დე­ლებ­მა ამ ჯა­რი­მე­ბი­დან 4 გა­მო­ი­ყე­ნეს კი­დეც.

ის ლე­ლო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მე­ტო­ქეს აგე­მა, ძვე­ლი, ნა­ცა­დი ხერ­ხით - და­არ­ტყი და მი­ე­ძა­ლე­თი გა­ვი­ტა­ნეთ. ასე რომ, თა­მა­ში, რომ­ლის და­ნერ­გ­ვა­საც მილ­ტონ ჰე­ი­გი ცდი­ლობს, აშ­კა­რად არ გა­მოგ­ვი­ვი­და. შე­საძ­ლოა, ეს შე­უ­თა­მა­შებ­ლო­ბის ბრა­ლია, რად­გან გუნ­დი არ თა­მა­შობ­და ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით და სწრაფ თა­მაშ­ში ვერ ახერ­ხებ­და ბურ­თის კონ­ტ­როლს. თუმ­ცა, თუ ასეა, მა­შინ ახალ­ზე­ლან­დი­ელ სპე­ცი­ა­ლისტს მარ­თებს, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­აგ­ნოს ფორ­მუ­ლას, რო­მე­ლიც ახ­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის­თ­ვის და მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ლა­ღი, გაშ­ლი­ლი რაგ­ბი ითა­მა­შონ.

დრო ცო­ტაა. ნო­ემ­ბერ­ში ქარ­თ­ველ მო­რაგ­ბე­ებს ორი ტეს­ტი უწევთ: იაპო­ნი­ას­თან და ფი­ჯის­თან, შემ­დეგ კი იწყე­ბა ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბა, რო­მე­ლიც პა­რა­ლე­ლუ­რად მსოფ­ლიო თა­სის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი­ცაა. ამ დრო­ის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა უნ­და და­იბ­რუ­ნოს თა­ვი­სი თა­მა­შიც და რე­ი­ტინ­გ­ში და­კარ­გუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბიც.

გუნ­დი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა გვპირ­დე­ბა, რომ ნო­ემ­ბ­რი­დან ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი ყვე­ლა მატჩს მაქ­სი­მა­ლუ­რად ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით შეხ­ვ­დე­ბა და, იმე­დია, ლე­ლოს ხაზ­თან მი­სუ­ლებს, ბურ­თი ხე­ლი­დან აღარ დაგ­ვი­ვარ­დე­ბა.

ბერ­ნა­ბი. ვან­კუ­ვე­რი (ბრი­თიშ კო­ლუმ­ბია). 3661 მა­ყუ­რე­ბე­ლი

კა­ნა­და - სა­ქარ­თ­ვე­ლო 31:12 (23:7)

კა­ნა­და: 15. ჯე­იმს პრი­ჩარ­დი, 14. შონ დი­უ­ქი (ჯეფ ჰეს­ლე­რი 76), 13. კო­ნორ ტრე­ი­ნო­რი, 12. ფილ მაკ­ქენ­ზი, 11. ვან დერ მერ­ვე, 10. მეტ ევან­სი (კი­ა­რან ჰერ­ნი 79), 9. ედ ფერ­ჰერ­თ­სი (შონ ვა­ი­თი 54); 1. ტომ დო­ლე­ჟე­ლი (მა­იკ პლე­ჩი 64), 2. ენ­დ­რიუ თიდ­მე­ნი, 3. ჯე­ი­სონ მარ­შა­ლი, 4. ჯებ სინ­კ­ლე­რი, 5. ტა­ი­ლერ ჰოთ­სო­ნი (ბრეტ ბე­ქა­ბუ­მი 73), 6. ტა­ი­ლერ არ­დ­რო­ნი, 7. ნი­ნი­აკ და­ლა (დაგ ვულ­რი­ჯი 73), 8. არონ კარ­პენ­ტე­რი (ჯონ ფე­ლა­ნი).

3 ლე­ლო: ვან დერ მერ­ვე, პრი­ჩარ­დი, დი­უ­ქი

2 გარ­და­სახ­ვა: პრი­ჩარ­დი

4 ჯა­რი­მა: პრი­ჩარ­დი

სინ­ბი­ნი: მარ­შა­ლი

მწვრთნე­ლი: კი­რან ქრო­უ­ლი

სა­ქარ­თ­ვე­ლო: 15. ირაკ­ლი ყი­ა­საშ­ვი­ლი, 14. ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი, 13. და­ვით კა­ჭა­რა­ვა, 12. თე­დო ზიბ­ზი­ბა­ძე, 11. ლექ­სო გუ­გა­ვა (22. ალექ­სან­დ­რე თო­დუა 56), 10. მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი (21. ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე 49), 9. ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე (20. ბი­ძი­ნა სამ­ხა­რა­ძე 64); 1. მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი (17. ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა 61), 2. რე­ვაზ ბელ­ქა­ნია (16. შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი 56), 3. და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი, 4. გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე, 5. ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძე (19. გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი 65), 6. გია ლა­ბა­ძე (18. შალ­ვა სუ­თი­აშ­ვი­ლი 49), 7. გი­ორ­გი თხი­ლა­იშ­ვი­ლი, 8. ბე­ქა ბი­წა­ძე.

2 ლე­ლო: ბელ­ქა­ნია, მა­მუ­კაშ­ვი­ლი

1 გარ­და­სახ­ვა: კვი­რი­კაშ­ვი­ლი

მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: მილ­ტონ ჰე­ი­გი

ასის­ტენ­ტე­ბი: ქრის გიბ­სი, ილია მა­ი­სუ­რა­ძე, ილია ზედ­გი­ნი­ძე

რე­ფე­რი: დე­ივ პირ­სო­ნი (ინ­გ­ლი­სი)

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი