ბაქოსთან მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი აშენდება
27 ივნისი, 2012
1549
print

ორი წელია, მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენის სტატუსი, დუბაის "ბურჟ ხალიფას" ეკუთვნის, რომლის სიმაღლეც 828 მეტრია. მაგრამ არაა გამორიცხული, მალე ეს საპატიო წოდება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს საკუთრება გახდეს. საქმე ისაა, რომ ბაქოს სანაპირო ზოლში, ხელოვნური არქიპელაგის გაშენებაა გადაწყვეტილი, რომლის ერთ-ერთ ცენტრალურ კუნძულზეც, 1050 მეტრი სიმაღლის "აზერბაიჯან ტაუერი" აიგება. ეს კი, საუდის არაბეთში მშენებარე "კინგდამ ტაუერის" სიმაღლეზე 50 მეტრით მეტია.

"აზერბაიჯან ტაუერს" 189 სართული ექნება და მას აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია "ავესტა კონცერნი" ააგებს, რომელიც ასევე ხელოვნურ არქიპელაგ "ხაზარ აილენდს" აშენებს. არქიპელაგში, რომელიც ბაქოდან სამხრეთ დასავლეთით, 25 კილომეტრში შენდება, სულ 41 ხელოვნური კუნძული გაერთიანდება, რომელთა ჯამური ფართობი 2000 ჰექტარს მიაღწევს. სწორედ ამ არქიპელაგის ცენტრალურ ნაწილში აიგება "აზერბაიჯან ტაუერი" (აზერბაიჯანის კოშკი).

მარტო ამ კილომეტრიანი ცათამბჯენის საპროექტო ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აღწევს, არქიპელაგის მოწყობა და განაშენიანება კი სულ 100 მილიარდი დოლარი დაჯდება. ფაქტობრივად, ეს იქნება კუნძულოვანი ქალაქი ბაქოს მახლობელ სანაპირო ზოლში, რომლის მოსახლეობაც 1 მილიონს მიაღწევს. არქიპელაგს თანამედროვე ქალაქისთვის აუცილებელი ყველანაირი ინფრასრუქტურა ექნება. მის პერიმეტრში მოთავსდება სკოლები, ჰოსპიტლები, სავაჭრო კომპლექსები, გასართობი ობიექტები, კულტურული ცენტრები, სასტუმროები, საკონფერენციო ჰოლები, რესტორნები, იახტ-კლუბი, ჩოგბურთის კორტები, იპოდრომი, პარკები, ფორმულა ერთის სტანდარტების შესაბამისი სარბოლი ტრასაც კი. არქიპელაგს ექნება მსოფლიოში ყველაზე გრძელი (150 კმ) ბულვარი, რომელიც კუნძულოვან ქალაქს გარს შემოუვლის...

საინტერესოა ისიც, რომ არქიპელაგი სანაპიროდან ზღვაში 4-8 კილომეტრის სიღრმეზე შევა. თავისი ფართობით, ის დუბაის პალმების ნახევარკუნძულებზე გაცილებით დიდი იქნება. მისი მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და 25 წლის შემდეგ დასრულდება. "აზერბაიჯან ტაუერის" მშენებლობას კი 7-8 წელი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სასმელ წყალს მილიონიანი მოსახლეობისთვის კასპიის ზღვიდან გამოხდიან. არქიპელაგზევე მოეწყობა გამოყენებული წყლის გამწმენდი ნაგებობა. საჭირო ელექტროენერგიას კი მზის ელემენტებით და ქარის კოშკებით, ასევე სხვა ალტერნატიული წყაროებისგან გამოიმუშავებენ.

პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ არქიპელაგი მომგებიანი იქნება. არ სახელდება ჩადებული ინვესტიციის ამოღების პერიოდი. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ხაზარის არქიპელაგის მშენებლობა ძირითადად კერძო ინვესტიციით განხორციელდება. წინასწარი ვარაუდით, არქიპელაგზე 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 4 000 დოლარი ეღირება.

სხვა სიახლეები
15 თებერვალი, 2017 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს