“კონკორდის შემცვლელს ფარნბოროში გაგვაცნობენ
30 ივნისი, 2012
1373
print

"კონკორდის შვილი" - ამჟამად ასე მოიხსენიებენ მომავლის ზებგერით თვითმფრინავს, რომელსაც ლონდონიდან სიდნეიმდე მგზავრების ოთხ საათში გადაყვანის უნარი ექნება. მისი სიჩქარე 4 000 კმ/სთ-ს მიაღწევს, რაც "კონკორდის" მაქსიმალურ სიჩქარეზე თითქმის ორჯერ მეტია.

ამ თვითმფრინავის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. თუმცა, მალე მის შესახებ ერთობლივ განცხადებას აეროკოსმოსური გიგანტების, „ბოინგის" და „ლოკჰიდ მარტინის", ასევე რეაქტიული ბიზნეს თვითმფრინავების მწარმოებელი „გალფსტრიმ აეროსპეისის" წარმომადგენლები გამოაქვეყნებენ. ეს ლონდონის მახლობლად, ფარნბოროს საავიაციო გამოფენა-შოუზე მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი კომპანია ახალი ზებგერითი თვითმფრინავის პროექტს ერთობლივად შეიმუშავებს და ისინი წარმოებისთვის მის მომზადებასა და წარმოებასაც გადაინაწილებენ. მათ გარდა, ამ პროექტში მონაწილეობით დაინტერესებას NASA-ც გამოხატავს, რომელიც მზადაა, პროექტს თავისი ტექნოლოგიები და სხვა რესურსები მოახმაროს.

"გალფსტრიმ აეროსპეისს" შემუშავებული აქვს პროექტი, სახელად X-54, რომელიც მომავალი ზებგერითის პირვანდელი პროტოტიპია. ამ პროექტზე მუშავდება ზებგერითი სიჩქარისას ფრენის სხვადასხვა ასპექტები და მუშავდება აეროდინამიკური კონფიგურაცია, რომელმაც რიგი პრობლემების გადაჭრა უნდა გააადვილოს.

ინტერნეტით ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, სამ კომპანიას პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვს ეგრეთ წოდებული ზებგერითი დარტყმის პრობლემა. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ „კონკორდს" მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი აეროპორტები ღებულობდა - ზებგერით სიჩქარეზე გადასვლას მძლავრი ბგერითი დარტყმა სდევს, რაც დასახლებულ პუნქტებში არასასურველი და აკრძალულია.

„გალფსტრიმ აეროსპეისი" საცდელ X-54-ზე სწორედ ამ პრობლემაზე მუშაობს. მისი სპეციალისტები გვპირდებიან, რომ მომავალ ზებგერით ლაინერს დაახლოებით ისეთივე ხმა ექნება, რაც ტაშის შემოკვრას. სპეციალისტებს აინტერესებთ, რის ხარჯზე მოხერხდება ეს. ასევე საინტერესოა, ახალ თვითმფრინავს „კონკორდთან" რამე გარეგნული მსგავსება თუ ექნება.

ახალი თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია უაღრესად გასაიდუმლოებულია. მართალია, პერიოდულად მწირი ინფორმაცია გაჟონავს ხოლმე, მაგრამ მთავარი პარამეტრები საიდუმლოდ ინახება, რათა მათი გამოყენება კონკურენტებმა ვერ შეძლონ. სხვათა შორის, პერესტროიკის შემდეგ, „გალფსტრიმი" რუსულ „სუხოისთან" პარტნიორობით აპირებდა ზებგერითი ბიზნეს თვითმფრინავის შექმნას, რომლის ბაზისადაც გამანადგურებელ სუ-27-ის გამოყენება იგეგმებოდა. თუმცა შემდეგ ეს პროექტი ჩაიშალა.

ცნობისათვის, ფარნბოროს საავიაციო შოუ სტარტს 12 ივლისს აღებს.

ტეგები
სხვა სიახლეები
15 თებერვალი, 2017 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს