ავტომობილი ქარის ძალით, ქარზე ორჯერ სწრაფია
31 ივლისი, 2012
1578
print

შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ეპოქა მალე ჩაივლის.ადამიანი ასეთი აგრეგატების ექსპლუატაციას მას შემდეგაც გააგრძელებს, რაც ნავთობის მარაგი ამოიწურება, მაგრამ რა თქმა უნდა, არა იმ მასშტაბით, როგორითაც ახლა. ამჟამად მეცნიერები ავტომობილისთვის ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ. ჯერჯერობით, ყველაზე მისაღები ელექტროენერგია ჩანს. თუმცა არიან გამომგონებლები, რომლებიც ალტერნატიულ, ხშირად კი რეალობისგან შორს მდგარ გადაწყვეტებსაც კი გვთავაზობენ.

ამერიკელმა ინჟინერმა რიკ კავალარომ ოთხბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება, “ბლექბირდი" დაამზადა, რომელიც ქარის ძალას იყენებს. ეგ კიდევ არაფერი, ქარზე სწრაფად მოძრაობა შეუძლია და ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, იმავე ქარზე ორჯერ მეტ სიჩქარესაც კი ავითარებს!

კალიფორნიაში, ნიუ იერუსალემის მახლობლად არსებულ აეროპორტის ასაფრენ ზოლში ტესტირებისას, ქარის მოძრაობის მიმართულებით გადაადგილების დროს, “ბლექბირდმა" მის მამოძრავებელ ქარზე 2.86-ჯერ მეტი სიჩქარე განავითარა, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებისას კი მისი სიჩქარე ქარისას 2.01-ჯერ აღემატებოდა.

ერთი შეხედვით, საოცარი მიღწევაა, მაგრამ თუ უცნაური მანქანის სურათს დააკვირდებით, ამ მიღწევის მიზეზსაც მიხვდებთ. ეს პროპელერია, რომელიც სწორედ შემხვედრი ქარის ძალას იყენებს და მამოძრავებელ ძალად გარდაქმნის, რომელიც ბორბლებს მიეწოდება. და თუ ქარი მიმართულებას შეიცვლის, პროპელერის ფრთებიც შესაბამისი კუთხით მობრუნდება, რათა ქარის ძალის მაქსიმალურად ათვისება შეძლოს.

კავალარომ და მისმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ მათი ქარმობილი ძალიან შორსაა პრაქტიკული გამოყენებისგან. მაგრამ იმედი აქვთ, რომ მათი მსგავსი ენთუზიასტებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდებიან. დაიწყება მათ მიერ შემუშავებული კონსტრუქციის დახვეწა და ვინ იცის, ოდესმე შეიძლება გზებზე ქარმობილებიც ვიხილოთ.

სხვათა შორის, სატრანსპორტო ნაოსნობაში უკვე იყენებენ ქარის ძალას და შორს არც ის დროა, როდესაც ამ ძალით, უზარმაზარი ტანკერებიც ისარგებლებენ...

სხვა სიახლეები
15 თებერვალი, 2017 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს