მე­რაბ შა­რი­ქა­ძე - ქარ­თუ­ლი დე­სან­ტი ინ­გ­ლი­სურ რაგ­ბი­ში
24 აგვისტო, 2012
752
print

მე­რაბ შა­რი­ქა­ძე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­რაგ­ბო ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თი ლი­დე­რია.

არა­და, ის ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და წევ­რია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის რაგ­ბის კავ­ში­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე გმოქ­ვეყ­ნ­და მე­რა­ბის ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლი­თაც მკითხ­ვე­ლი უფ­რო ახ­ლოს გა­იც­ნობს მო­რაგ­ბეს. ვფიქ­რობთ, ეს ინ­ტერ­ვიუ არც ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის იქ­ნე­ბა ინ­ტე­რეს­მოკ­ლე­ბუ­ლი.

- რო­დის და სად და­იწყე რაგ­ბის თა­მა­ში?

- 12 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც “აკა­დე­მი­ის” გუნ­დ­ში შე­ვე­დი. მწვრთნე­ლი ლე­ვან ობო­ლა­ძე იყო, შემ­დეგ - რო­ლანდ ბა­ტო­ი­ა­ნი. ბო­ლოს, რო­ცა პირ­ველ გუნ­დ­ში მოვ­ხ­ვ­დი, პა­ა­ტა ნა­რი­მა­ნაშ­ვი­ლი, გია ღლონ­ტი და დი­მა ობო­ლა­ძე გვა­ვარ­ჯი­შებ­დ­ნენ. ძა­ლი­ან კარ­გი და მე­გობ­რუ­ლი წრე შე­იკ­რა. ალ­ბათ, ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ რაგ­ბი ასე შე­მიყ­ვარ­და.

- ჰარ­თ­ფუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რო­გორ მოხ­ვ­დი?

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­სა და ჰარ­თ­ფუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის გა­ფორ­მ­და ორ­მ­ხ­რი­ვი შე­თან­ხ­მე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ჰარ­თ­ფუ­რის აკა­დე­მი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირს პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის­თ­ვის გა­მო­უ­ყო სას­წავ­ლო სტი­პენ­დია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის სა­ნაკ­რე­ბო სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტაბ­მა რამ­დე­ნი­მე მო­რაგ­ბეს­თან ერ­თად სხვა­დას­ხ­ვა კრი­ტე­რი­უ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მეც შე­მარ­ჩია. ასე მოვ­ხ­ვ­დით მე, გი­ორ­გი ტყე­შე­ლი­ა­ძე და სან­დ­რო ნი­ჟა­რა­ძე ინ­გ­ლის­ში და ჰარ­თ­ფუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რიცხეთ. წელს სან­დ­რო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა. მის ნაც­ვ­ლად ჩე­მი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლი ივა და­ვი­თაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დ­ში ვთა­მა­შობ და რად­გან ჰარ­თ­ფუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტს მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს “გლოს­ტე­რის” გუნ­დ­თან, მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გლოს­ტე­რელ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თა­დაც მე­თა­მა­შა.

- რო­გორ შე­ეჩ­ვიე ინ­გ­ლისს, სწავ­ლა არ გა­გი­ჭირ­და ?

- აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. თა­ვი­დან ცო­ტა გა­მი­ჭირ­და. ჰარ­თ­ფუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მარ­ტო რაგ­ბის თა­მა­ში საკ­მა­რი­სი არ არის. აუცი­ლე­ბე­ლია კარ­გა­დაც ის­წავ­ლო. ჩე­მი ინ­გ­ლი­სუ­რის ცოდ­ნა სრულ­ფა­სო­ვა­ნი სწავ­ლის­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ იყო. ამი­ტომ ბევ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა დამ­ჭირ­და იმის­თ­ვის, რომ რაგ­ბის თა­მაშ­თან ერ­თად კარ­გა­დაც მეს­წავ­ლა. უკ­ვე ერ­თი წე­ლია აქ ვარ და ნელ-ნე­ლა შე­ვეჩ­ვიე ასეთ გრა­ფიკს. კო­ლე­ჯი და­ვამ­თავ­რე, გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და უკ­ვე ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩა­ვი­რიცხე.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ?

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო. ყვე­ლა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში მოვ­ხ­ვ­დი, კა­პი­ტა­ნიც ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში სულ სხვა გრძნო­ბაა.

ნაკ­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვა­სილ აბა­ში­ძე და­მი­კავ­შირ­და და მითხ­რა, რომ რაგ­ბის კავ­შირ­ში პას­პორ­ტი მი­მე­ტა­ნა, თუმ­ცა, მი­ზე­ზი არ უთ­ქ­ვამს. შემ­დეგ ილია მა­ი­სუ­რა­ძემ მითხ­რა, რომ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კან­დი­და­ტად მთვლიდ­ნენ და გა­ფარ­თო­ე­ბულ სი­ა­ში ვი­ყა­ვი. მე­რე 19 წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წა­ვე­დი. მე­რე ისევ ინ­გ­ლის­ში დავ­ბ­რუნ­დი, სა­დაც კვლავ ვა­სო და­მი­კავ­შირ­და და მითხ­რა, რომ ევ­რო­პის ერ­თა თას­ზე ეს­პა­ნეთ­თან მატ­ჩის გა­ნაცხად­ში ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბას სი­ურ­პ­რი­ზის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. ორი კვი­რით ად­რე ჰარ­თ­ფუ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დ­ში თა­მა­ში­სას ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ვი­ღე. კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირს და­უ­კავ­შირ­და და უთხ­რა, რომ ტრავ­მა მქონ­და და ჩე­მი თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბო­და. არა­და, თავს კარ­გად ვგრძნობ­დი, ტრავ­მა მთლი­ა­ნად მო­შუ­შე­ბუ­ლი მქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რომ მე არ ვი­ცო­დი. სა­ბუ­თე­ბი უკ­ვე მზად მქონ­და და ეს­პა­ნეთ­თან მატ­ჩ­ზე ვფიქ­რობ­დი. ინ­ტერ­ნეტ­ში ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა ვნა­ხე და გა­მიკ­ვირ­და, რო­ცა ჩე­მი გვა­რი ვერ ვი­პო­ვე. და­ვუ­კავ­შირ­დი ნაკ­რე­ბის მე­ნე­ჯერს და გა­ვი­გე, რა­შიც იყო საქ­მე. ამის შემ­დეგ ვა­სო აბა­ში­ძე ელა­პა­რაკ მილ­ტონ ჰე­იგს და უთხ­რა, რომ არა­ვი­თა­რი ტრავ­მა აღარ მქონ­და. ასე შედ­გა ჩე­მი დე­ბი­უ­ტი ნაკ­რებ­ში.

- ნაკ­რებ­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და ხარ?

- სწო­რედ ამი­ტო­მაც დამ­ნიშ­ნეს მე­სა­ა­თედ. ჩემ შემ­დეგ ვინც მო­ვა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია და დღის ბო­ლოს მთე­ლი გუნ­დი ერ­თად ვი­გო­ნებთ მის­თ­ვის სას­ჯელს. ყვე­ლა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მექ­ცე­ვი­ან. ყვე­ლა­ნი გვერ­დ­ში მიდ­გა­ნან და მეხ­მა­რე­ბი­ან, რის­თ­ვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- მილ­ტონ ჰე­იგ­სა და ნაკ­რე­ბის სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტაბ­ზე რას იტყ­ვი?

- ნაკ­რებს ძლი­ე­რი სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბი ჰყავს. მი­ხა­რია, რომ სწო­რედ ასეთ­მა ძლი­ერ­მა მწვრთნე­ლებ­მა მომ­ცეს თა­ვის გა­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ბი­ჭე­ბი მე­ხუმ­რე­ბი­ან, ჰე­ი­გის შვი­ლო­ბი­ლი ხა­რო. მა­თი უმე­ტე­სო­ბა საფ­რან­გეთ­ში თა­მა­შობს და ინ­გ­ლი­სუ­რი კარ­გად არ იცი­ან. ამი­ტომ მე ხში­რად მი­წევს თარ­ჯიმ­ნო­ბა, რის გა­მოც, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, მილ­ტონ ჰე­იგ­თან ხში­რად მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა.

- შე­ნი მშობ­ლე­ბი რას ფიქ­რო­ბენ რაგ­ბი­ზე?

- თა­ვი­დან სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დ­ნენ - კონ­ტაქ­ტუ­რი სპორ­ტია და ეში­ნო­დათ, ტრავ­მა არ მი­მე­ღო. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ჩე­მი მშობ­ლე­ბი რაგ­ბი­ში კარ­გად გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ხალ­ხია. თა­მაშს არ აც­დე­ნენ. თან, რო­გორც გითხა­რით, ჰარ­თ­ფუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა, რაც ჩე­მებს ძა­ლი­ან მოს­წონთ.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვეტყ­ვი - გა­ვი­გე, თბი­ლის­ში მარ­ტო არ ხარ ჩა­მო­სუ­ლი...

- ყვე­ლა­ფე­რი გცოდ­ნი­ათ და რა­ღა მო­გიყ­ვეთ... ქე­რე­ლა­ი­ნი ინ­გ­ლის­ში გა­ვი­ცა­ნი. კარ­გი გო­გოა. ახ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია და აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მოს­წონს. ჯერ­ჯე­რო­ბით მეტს ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, რად­გან რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ­ზე ლა­პა­რა­კი ად­რეა.

- ინ­გ­ლის­ში რო­დის ბრუნ­დე­ბი?

- 10 სექ­ტემ­ბერს მივ­დი­ვარ და მხო­ლოდ ნაკ­რე­ბის ტესტ-მატ­ჩებ­სა და ერ­თა თას­ზე ჩა­მო­ვალ.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი