ვი­ტო კო­ლე­ლიშ­ვი­ლი: "ჯერ ბევ­რი მაქვს სას­წავ­ლი"
11 სექტემბერი, 2012
295
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გ­ვერ­დ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო წა­მოწყე­ბას ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

სა­ი­ტის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გვაც­ნო­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რებს გა­რეთ მო­თა­მა­შე ქარ­თ­ველ მო­რა­გე­ებს. არც ისე დი­დი ხნის წინ რაგ­ბის კავ­ში­რის ვებ­გ­ვერ­დ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მე­რაბ შა­რი­ქა­ძის ინ­ტერ­ვიუ. ახა­ლა კი ვი­ტო კო­ლე­ლიშ­ვილ­ზე შე­ჩერ­და არ­ჩე­ვა­ნი.

ვი­ტომ რაგ­ბის თა­მა­ში "ლე­ლო­ში" და­იწყო, დღეს კი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რია. თუმ­ცა, ეროვ­ნულ ნაკ­რე­ბამ­დე კო­ლე­ლიშ­ვილ­მა გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა. იყო ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, შემ­დეგ კი "ა" ნაკ­რე­ბის ღირ­სე­ბას იცავ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მის საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რას, ვი­ტო ფრან­გუ­ლი "კლერ­მონ ოვერ­ნის" წევ­რია. კო­ლე­ლიშ­ვი­ლი ჯერ ამ გუნ­დის ახალ­გაზ­რ­დულ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და, გა­სულ წელს კი პრო­ფე­სი­ულ კონ­ტ­რაქტს მო­ა­წე­რა ხე­ლი და მი­სი დე­ბი­უ­ტიც შედ­გა. "კლერ­მო­ნი" ფრან­გუ­ლი რაგ­ბის გრან­დია და წლე­ულ­საც ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თ­ვის იბ­რ­ძო­ლებს, რა­შიც ვი­ტო კო­ლე­ლიშ­ვი­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა. გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­ტო კო­ლე­ლიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს.

- ვი­ტო, გა­მარ­ჯო­ბა, რო­გორ ხარ?

- გმად­ლობთ, კარ­გად. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის. უკ­ვე მე­სა­მე სე­ზო­ნია "კლერ­მონ­ში" ვარ და პირ­ველ გუნ­დ­ში ვი­რიცხე­ბი.

- თა­ვი­დან ალ­ბათ გა­გი­ჭირ­და - გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რაგ­ბი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, კულ­ტუ­რა...

- თა­ვი­დან, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ძნე­ლია. არა­ვის არ ვიც­ნობ­დი, ფრან­გუ­ლი არ ვი­ცო­დი, ოჯა­ხი შორს იყო და, რა თქმა უნ­და, გა­მი­ჭირ­და. და­თო ზი­რა­ქაშ­ვი­ლი რომ არა, ალ­ბათ კი­დევ უფ­რო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა და გვერ­დ­ში მიდ­გას. სულ ერ­თად ვართ. კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ და მო­თა­მა­შე­ებ­მაც კარ­გად მი­მი­ღეს. ასე რომ, რთუ­ლი პე­რი­ო­დი უკ­ვე გავ­ლი­ლია.

- თა­ვი­დან "კლერ­მო­ნის" ეს­პუ­ა­რებ­ში ჩა­ი­რიცხე?

- ძა­ლი­ან კარ­გი სკო­ლა გა­ვი­ა­რე. ჩემ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ბიჭ­მა გა­ა­ფორ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კონ­ტ­რაქ­ტი პირ­ველ გუნ­დ­თან. ეს­პუ­ა­რებ­ში ზე­დი­ზედ ორ­ჯერ საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხ­დი, რაც "კლერ­მო­ნის" სა­რაგ­ბო სკო­ლის სიძ­ლი­ე­რე­ზე მეტყ­ვე­ლებს.

- გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი ვერნ კო­ტე­რია?

- "კლერ­მო­ნი" ძლი­ე­რი გუნ­დია. რაც შე­ე­ხე­ბა ვერნ კო­ტერს, ის მა­ღა­ლი დო­ნის მწვრთნე­ლია. და­ვა­ლე­ბებს მაძ­ლევს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვვარ­ჯი­შობ და ვცდი­ლობ, მის მი­ერ მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლო.

- პირ­ველ გუნ­დ­ში ძი­რი­თად­ში ვერ ხვდე­ბი?

- ეს­პუ­ა­რე­ბი­დან პირ­ველ გუნ­დ­ში გა­სულ წელს ამო­ვე­დი. ად­ვი­ლი არ არის ასეთ მცი­რე დრო­ში ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოხ­ვედ­რა. დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა. ასე­თი კონ­კუ­რენ­ცია მე­სა­მე ხაზ­ში მგო­ნი არც ერთ სხვა გუნ­დ­ში არ არის. ვცდი­ლობ მწვრთნე­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ვას­რუ­ლო. იმე­დი მაქვს, ყვე­ლას­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- კლერ­მონ­ში სად ცხოვ­რობ?

- სტა­დი­ონ­თან ახ­ლოს. ასე მირ­ჩევ­ნია. კარ­გი ად­გი­ლია, თან კლერ­მო­ნი არც ისე დი­დი ქა­ლა­ქია. სახ­ლი­დან ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია.

- მან­ქა­ნა გყავს?

- კი, "რე­ნო კლიო". 6 ლიტრს წვავს ას კი­ლო­მეტ­რ­ზე. თან ნა­ხევ­რად ჰიბ­რი­დუ­ლი ძრა­ვა აქვს, გა­რე­მოს 50%-ით ნაკ­ლე­ბად აბინ­ძუ­რებს. კარ­გი მან­ქა­ნაა.

- რო­გო­რია შე­ნი ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე?

- დი­ლას 8 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ, რა­თა 08:30-ზე ბა­ზა­ზე ვი­ყო. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვვარ­ჯი­შობ. შემ­დეგ შე­სახ­ვე­ვად ექიმ­თან შევ­დი­ვარ. ათ სა­ათ­ზე ვარ­ჯი­ში იწყე­ბა, რის შემ­დე­გაც მთე­ლი გუნ­დი ერ­თად ვსა­დი­ლობთ კლუ­ბის სა­სა­დი­ლო­ში ან სტა­დი­ო­ნის გვერ­დით -იქ კარ­გი რეს­ტო­რა­ნია. მე­ო­რე ვარ­ჯი­ში უკ­ვე ფი­ზი­კაა, რო­მე­ლიც 17:00-ზე ან 18:00-ზე მთავ­რ­დე­ბა. ვარ­ჯი­შის შემ­დეგ თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ, თუმ­ცა საკ­მა­ოდ დაღ­ლი­ლი და იცი, რომ ხვალ ასე­თი­ვე რე­ჟიმ­ში მო­გი­წევს ყოფ­ნა. ამი­ტომ უფ­რო ხში­რად სახ­ლ­ში მივ­დი­ვარ და ვის­ვე­ნებ.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს სად და რო­გორ ატა­რებ?

- თა­ვი­სუ­ფალ დროს ძი­რი­თა­დად და­თოს­თან და გი­ორ­გი შა­რა­ში­ძეს­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. გი­ორ­გი "კლერ­მო­ნის" ეს­პუ­ა­რებ­ში თა­მა­შობს. ხან ერ­თ­მა­ნეთ­თან მივ­დი­ვართ სტუმ­რად, ხან რო­მე­ლი­მე ბარ­ში ვიკ­რი­ბე­ბით. თუ დრო მაქვს, საფ­რან­გეთ­ში მყოფ ნაკ­რე­ბის წევ­რებს ვხვდე­ბი.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი...

- ეროვ­ნულ გუნ­დ­ში თა­მა­ში ყვე­ლას­თ­ვის სა­ოც­ნე­ბოა და თუ ასე­თი პა­ტი­ვი გერ­გო, და­უ­ვიწყა­რი, აუხ­ს­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლის გრძნო­ბაა. ჩე­მი დე­ბი­უ­ტი ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში 2008 წელს იტა­ლი­ის "ა" ნაკ­რებ­თან შედ­გა. ის თა­მა­ში მო­ვი­გეთ. ვცდი­ლობ­დი ბო­ლომ­დე დავ­ხარ­ჯუ­ლი­ყა­ვი. თან გვერ­დ­ში გა­მოც­დი­ლი და კარ­გი ბი­ჭე­ბი მედ­გ­ნენ.

- რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლე­ბიც ახ­ლა იწყე­ბენ რაგ­ბის თა­მაშს?

- ჯერ მე თვი­თონ მაქვს ბევ­რი რამ სას­წავ­ლი და ვინ­მეს­თ­ვის რჩე­ვის მი­ცე­მა ცო­ტა მი­ჭირს. ერ­თი, რაც ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცი, ის არის, რომ მთა­ვა­რია ბევ­რი შრო­მა და და­სა­ხულ მი­ზანს აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი