ტესტ-მატ­ჩე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო პროგ­რა­მა მე­ო­რე დო­ნის რაგ­ბის კავ­ში­რე­ბის­თ­ვის
21 სექტემბერი, 2012
456
print

IRB-მ (რაგ­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭომ) წა­მო­იწყო უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტი - სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­მა­შე­ბის სე­რია, რაც გუ­ლის­ხ­მობს მე-2 და მე-3 დო­ნის რაგ­ბის კავ­ში­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას სა­შე­მოდ­გო­მო ტესტ-მატ­ჩე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მით.

IRB-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე 12 რაგ­ბის კავ­ში­რის­თ­ვის და­გეგ­მი­ლი თა­მა­შე­ბი და­ე­მა­ტე­ბა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტესტ-მატ­ჩებს და ტურ­ნე­ებს, რაც IRB-მ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე დო­ნის რაგ­ბის კავ­ში­რე­ბის­თ­ვის და­გეგ­მა ჯერ კი­დევ 2010 წელს.

რუ­სე­თი, აშშ, სა­მოა, კა­ნა­და, ტონ­გა, ფი­ჯი, რუ­მი­ნე­თი, იაპო­ნია, ურუგ­ვაი, პორ­ტუ­გა­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო და ჩი­ლე ითა­მა­შე­ბენ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ტესტ-მატ­ჩებს.

ჩვენ კი­დევ ერ­თხელ გვინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვათ IRB-ს მზა­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოს მე­ო­რე დო­ნის ნაკ­რე­ბე­ბი მა­ღა­ლი დო­ნის ტესტ-მატ­ჩე­ბით. თა­მა­შე­ბი იგეგ­მე­ბა წი­ნა სე­ზო­ნებ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სა­მატ­ჩო გან­რი­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თულ ნო­ემ­ბ­რის სა­თა­მა­შო კა­ლენ­დარს წელს ემა­ტე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო მი­ნი-ტურ­ნი­რი რუ­სე­თის, აშშ-ს, სა­მო­ას და კა­ნა­დის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თე­ბა კოლ­ვინ ბე­ი­ში (უელ­სი).

2012 წლის ნო­ემ­ბერს და­გეგ­მი­ლი თა­მა­შე­ბი­დან ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ინ­გ­ლი­სი-ფი­ჯი (ლონ­დო­ნი), უელ­სი-სა­მოა (კარ­დი­ფი), კა­ნა­და-ახა­ლი ზე­ლან­დია (ოქ­ს­ფორ­დი), საფ­რან­გე­თი-სა­მოა (პა­რი­ზი), შოტ­ლან­დია-ტონ­გა (აბერ­დი­ნი) და ურუგ­ვაი-პორ­ტუ­გა­ლია (მონ­ტე­ვი­დეო).

IRB-ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ბერ­ნარ ლა­პა­სემ გა­ნაცხა­და:

«ეს მე­ტად ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოვ­ლე­ნაა მსოფ­ლიო რაგ­ბის­თ­ვის. IRB ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს გა­ამ­დიდ­როს მე-2 დო­ნის რაგ­ბის კავ­ში­რე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­მა­შე­ბის ასორ­ტი­მენ­ტი; ამ­დე­ნად, ჩვენს მი­ერ ნო­ემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი თა­მა­შე­ბი მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე-2 დო­ნის რაგ­ბის კავ­ში­რე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რ­დი­სა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 2015 წლის მსოფ­ლიო თას­ზე მა­თი მზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ნო­ემ­ბერ­ში ევ­რო­პა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის ტესტ-მატ­ჩე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის ეს იქ­ნე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი დე­მონ­ს­ტ­რა­ცია იმი­სა, თუ რას უნ­და ელოდ­ნენ 2015 წელს, რო­დე­საც ინ­გ­ლი­სი უმას­პინ­ძ­ლებს მსოფ­ლი­ოს 20 სა­უ­კე­თე­სო სა­რაგ­ბო ნაკ­რებს, რაგ­ბის მსოფ­ლიო თა­სის მო­რიგ გა­თა­მა­შე­ბა­ზე”.

IRB-ს გან­ვი­თა­რე­ბის კო­მი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის მარკ იგა­ნის კო­მენ­ტა­რი:

«ნო­ემ­ბ­რის ტესტ-მატ­ჩებს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმ რაგ­ბის კავ­ში­რე­ბის სა­ნაკ­რე­ბო გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში, რომ­ლე­ბიც მოქ­ცე­ულ­ნი არი­ან IRB-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ვეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში. 2015 წლის მსოფ­ლიო თა­სის­თ­ვის მზა­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ნაკ­რე­ბის მწვრთნელს ენ­დო­მე­ბა შე­ა­ფა­სოს მო­თა­მა­შე­ე­ბი თა­მა­შის პი­რო­ბებ­ში, IRB-ის კი მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ა­მოწ­მოს, თუ რა წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეს მე-2 დო­ნის რაგ­ბის კავ­ში­რებ­მა.

ნო­ემ­ბ­რის ტესტ-მატ­ჩე­ბის პროგ­რა­მა ზურგს უმაგ­რებს ჩვენს მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სტრა­ტე­გი­ულ ტურ­ნი­რებს: ივ­ნის­ში გა­მარ­თულ წყნა­რი ოკე­ა­ნის ერ­თა თასს და IRB-ს ერ­თა თასს, ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის სა­რაგ­ბო ჩემ­პი­ო­ნატს, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი გა­მო­ვა კოლ­ვინ ბე­ი­ში, უელ­ს­ში და­გეგ­მი­ლი მი­ნი-ტურ­ნი­რი, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თე­ბა 9 და 17 ნო­ემ­ბერს; მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით იაპო­ნი­ი­სა და ფი­ჯის ნაკ­რე­ბე­ბის პირ­ველ ვი­ზიტს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.”

rugby.ge

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი