ძალოვან უწყებებში შემავალ კლუბებს დაფინანსების გარეშე დარჩენა ემუქრებათ
20 ოქტომბერი, 2012
318
print

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არც სპორტისთვის ჩაუვლია უკვალოდ.

ძალოვან სტრუქტურებში გადაადგილებები პირდაპირ აისახა იმ სპორტულ კლუბებზე, რომლებიც ამავე სტრუქტურების მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის განაცხადება, რომ ძალოვანი უწყებების დაქვემდებარებაში შემავალ სპორტულ გუნდებს დაფინანსება უნდა შეუწყდეთ, ამის აშკარა დასტურია.

"როგორ უნდა მოხდეს ამ გუნდების დაფინანსება, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არაა ჩემი კომპეტენცია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ თავდაცვის უწყებაში არსებული ფინანსები დაიხარჯება არამიზნობრივად, ამ შემთხვევაში კი მიმაჩნია, რომ პროფესიონალური და არა სამოყვარულო გუნდების შენახვა არის თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, პასუხი უნდა მოეთხოვოს შესაბამის უწყებას.

ბიუჯეტში განსაზღვრული იყო ამ გუნდების შესანახი თანხა. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, საიდან, რომელი მუხლებით ხდებოდა ამის დაფინანსება. ეს საკითხი შემდგომში უნდა გახდეს სამართალდამცავების განხილვის საგანი. ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ ეს დაუშვებელია და თითოეული თეთრი უნდა მოხმარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას", - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში აცხადებდა ირაკლი სესიაშვილი.

მსგავს განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია რომ მოჰყვებოდა ესეც ბუნებრივია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ლევან ყიფიანის განმარტებით, კლუბი მხოლოდ კერძო კომპანიებისგან უნდა ფინანსდებოდნენ, მაგრამ გუნდების შუა გზაზე მიტოვება არასწორი იქნება. სიახლეები სეზონის დასრულების შემდეგ უნდა დაინერგოს.

"ეს არაა მთელი კოალიციის გადაწყვეტილება. ბატონი ირაკლი გამოდიოდა პირადი შეხედულებიდან და ეს შეხედულება მართებულია იმ მიმართულებით, რომ სწორი არ არის უწყებრივი გუნდების არსებობა. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, კლუბები არ უნდა იყვნენ საუწყებო. ამისთვის შესაბამისი სამუშაოებია ჩასატარებელი და ამიტომ, ხელოვნურად ამის შეწყვეტა არის საზიანო და შუა სეზონში მისი შეჩერება არაა მიზანშეწონილი".

აქვე განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ჰყავს როგორც საკალათბურთო ისე, სარაგბო გუნდი "არმია". შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჰყავს როგორც კალათბურთის გუნდი "შსს აკადემია", ისე საფეხბურთო კლუბი გორის "დილა". ამასთან მათივე დაფინანსებით სარგებლობს "ოლიმპიც".

თემას ეხმაურება "არმიის" საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუშიც: "ჩვენ საქართველოში ვიბრძოლებთ უმაღლესი მიზნებისთვის და ევროპაში გავალთ როგორც "არმიის", ასევე საქართველოს სახელით. ვცდილობთ ღირსეულად გავიტანოთ ქვეყნის სახელი ევროპულ ასპარეზზე. ეს ფაქტი დაუჯერებლად მიმაჩნია და იმედია, ქართული კალათბურთის განვითარებას ხელი არ შეეშლება. ქვეყანაში რამდენიმე ძლიერი კლუბის არსებობა საქართველოს ნაკრებისთვისაც სასიკეთოა. თუ "არმია" ევროთასებზე არ ითამაშებს მას და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას სანქციები დაეკისრება, მაგრამ არ მინდა ამაზე ვიფიქრო".

ფაქტობრივად იგივეს ამბობს "შსს აკადემიის" ბერძენი მწვრთნელი გიორგოს კეცელიდისი: "ძალიან მიყვარს საქართველო და ჩემი საქმე. "შსს აკადემია" სწორი გზით ვითარდება. გუნდი ძლიერდება და იქმნება სკოლა, რომელიც ქვეყანას ძლიერ კალათბურთელებს გაუზრდის. საქართველოს მსგავს ქვეყნებში სპორტი სახელმწიფოს გარეშე ვერ განვითარდება. ვფიქრობ, სახელმწიფო აქტიურად უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით".

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი