17 წლამდელები საბრძოლველად მზად არიან
27 ოქტომბერი, 2012
304
print

საქართველოს 17 და 19 წლამდე ასაკის ნაკრებები პორტუგალიაში არიან და ემზადებიან თავიანთი პირველი მატჩებისთვის, რომლებიც 27 ოქტომბერს გაიმართება.

იმის გამო, რომ ორივე ნაკრები გასული წლის გამარჯვებულია, ასაკობრივ ჯგუფებში ასპარეზობა მათი თამაშებით იხსნება.

ორივე ნაკრები პორტუგალიაში 23 ოქტომბერს გაემგზავრა. პირველ მატჩამდე დასვენებაც მოასწრეს და ოთხ-ოთხი ვარჯიშიც ჩაატარეს.

პირველები ითამაშებენ 17 წლამდელები, რომლებიც ჩვენი დროით 14:00 საათზე გერმანელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

17 წლამდელთათვის პორტუგალიაში გასამართი ტურნირი გაისად 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია. პორტუგალიაში ორ უკეთეს ადგილზე გასული გუნდი (გამარჯვებული და ფინალისტი) მომავალ წელს ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად ითამაშებს 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში.

ნაკრების ხელმძღვანელთა განცხადებით, ბიჭები სრულ მზადყოფნაში არიან. რაც მთავარია, ტრავმა არავის არა აქვს და გერმანიასთან სათამაშოდ საბრძოლო შემადგენლობით გავლენ.

"მიზანი ტურნირის მოგებაა. მიზნის მისაღწევად ყველანი - მოთამაშეებიც და სამწვრთნელო შტაბიც - მაქსიმუმს გავაკეთებთ, - განაცხადა ნაკრების მენეჯერმა ზურაბ ამონაშვილმა. - კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ. იყო თეორიული მეცადინეობები და სხვადასხვა სათამაშო სიტუაციების დეტალური განხილვა. რა თქმა უნდა, მოსაგებად გავდივართ. მეტოქეები სხვადასხვა ტიპის არიან. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე გერმანელები ყოველწლიურად უმატებენ თამაშს. საკმაოდ კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდია".

მატჩი ჩვენი დროით 14:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ იმავე სტადიონზე 19 წლამდელთა ტურნირი აიღებს სტარტს. ჩვენი გუნდი თავის პირველ მატჩს გამართავს ესპანეთის ნაკრებთან.

გერმანიასთან სათამაშოდ სამწვრთნელო შტაბმა შემდეგი მორაგბეები დაასახელა:

1. ზაზა ხარებავა

2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ)

3. ბექა კაკაბაძე

4. როლანდ კვაჭაძე

5. გუგა ხანთაძე

6. დავით პაპავაძე

7. თორნიკე ბუბუტეიშვილი

8. ჟორა მღებრიშვილი

9. თემო თუთბერიძე

10. რევაზ ჯინჭველაშვილი

11. იოსებ კიკვაძე

12. თემურ ირემაძე

13. სანდრო ილურიძე

14. დევი დევსურაშვილი

15. ირაკლი სვანიძე

16. გიორგი თორაძე; 17. დავით ფხაკაძე; 18. გიორგი როყვა; 19. ბექა გორგაძე; 20. დავით გულიტაშვილი; 21. სოსო ტუკვაძე; 22. ბადრი 17 წლამდელები საბრძოლველად მზად არიანლიპარტელიანი; 23. დავით ლობჟანიძე.

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი

ფიზმომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია

მენეჯერი: ზურაბ ამონაშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

ექიმი: გიორგი მაისურაძე

rugby.ge

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი