პორტუგალიაში გამარჯვებით დავიწყეთ
29 ოქტომბერი, 2012
287
print

პორტუგალიაში გამარჯვებით დავიწყეთ. ორივე ასაკოვბრივმა ნაკრებმა, ტურნირის სადებიუტო მატჩები მოიგეს და დასახულ მიზანს უფრო მიუახლოვდნენ.

პირველებმა გამარჯვება ჩვენმა 17 წლამდელებმა იზეიმეს, რომლებმაც მოწინააღმდეგე გერმანია დიდი ანგარიშით 50:13 დაამარცხეს.

ქართველებმა თამაში კარგად დაიწყეს, მოწინააღმდეგეს ყველა ასპექტში სჯობდნენ და თავიდანვე სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია რომ ჩვენი 17 წლამდელების მიერ გატანილი ლელოების უმრავლესობა გააზრებული და კარგად შესრულებული კომბინაციების შემდეგ გავიდა.

გამარჯვებას დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია. ტრავმა მიიღო 10 ნომერმა რევაზ ჭინჭველაშვილმა, მან კოჭი იტკინა და ბელგიასთან მისი თამაში სათუოა. ექიმები მის მწყობრში ჩასაყენებლად ძალებს არ იშურებენ და საბოლოო პასუხს ორ დღეში იტყვიან.

ნაკრების ხელმძღვანელობა, მომავალი მეტოქეების ბელგიისა და მასპინძელი პორტუგალიის მატჩს დაესწრო, რის შემდეგაც ბიჭებს ვიდეო ანალიზი აქვთ, სადაც ჩატარებულ მატჩს დეტალურად გაარჩევენ და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავებენ. ხვალ ნაკრები ისვენებს და მხოლოდ თეორიული მეცადინეობა ექნებათ.

17 წლამდელები მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს ჩვენი დროით 21:00 ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება 19 წლამდელებს, მათ მოწინააღმდეგე ესპანეთი შედარებით მოკრძალებული ანგარიშით 33:13 დაამარცხეს.

მატჩი ჩვენი შეტევებით დაიწყო და მალევე საბა ნიკოლავას ზუსტი საჯარიმოთი დავწინაურდით, ლელოს გატანის კარგი შანსიც გვქონდა თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მოპოვებული უპირატესობის შემდეგ დაცვაში მიუტევებელი შეცდომები დავუშვით ხშირად ვჯარიმდებოდით შედეგად ესპანელებმა ჯერ ჯარიმით ანგარიში გაათანაბრეს და მალევე გატანილი ლელოთი წინ გავიდნენ 8:3

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მალევე შესძლეს თამაშის დალაგება და ჯერ ვახო ამირანაშვილმა ხოლო შემდეგ გიორგი ფრუიძემ მოწინააღმდეგეს საკმაოდ ეფექტური და ლამაზი ლელოები გაუტანეს, ნიკოლავამ ორივეჯერ ზუსტად გარდასახა და ტაიმი ქართველების სასარგებლოდ 17:8 დასრულდა.

მეორე ტაიმში ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა. მურაზ გიორგაძემ კარგად გათამაშებული კომბინაცია კიდეში ლელოთი დაასრულა, ნიკოლავამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა 24:8 გაშვებულ ლელოს ესპანელებმა ლელოთივე უპასუხეს თუმცა მატჩის მიწურულს საბა ნიკოლავამ მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ მოწინააღმდეგეს ძელებს შორის ლელო გაუტანა გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და საფინალო ანგარიში 33:13 დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს ჩვენი 19 წლამდელები 31 ოქტომბერს ჩვენი დროით 21:00 რუმინელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.

Rugby.ge

 

 

 

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი