ფინალში პორტუგალიას ვეთამაშებით
02 ნოემბერი, 2012
311
print

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში რუმინელ თანატოლებს 20:11 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მსოფლიო ალაფის შესარჩევ ტურნირზე მოსახვედრად იბრძვიან. წლეულს 19 წლამდელთა ამოცანა იმითაც გართულდა, რომ 12 გუნდა ელიტარული დივიზიონიდან იტალია გამოვარდა და ავტომატურად დაიკავა ალაფის შესარჩევზე არსებული ორი ადგილიდან ერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გასულ წელს შესარჩევი ტურნირის ორი ფინალისტი ხვდებოდა ალაფაზე, წელს მხოლოდ გამარჯვებულ ნაკრებს ეძლევა ალაფაზე თამაშის უფლება.

ფინალი 3 ნოემბერს ჩვენი დროით 20:00 საათზე გაიმართება და ჩვენი მოწინააღმდეგე მასპინძელი პორტუგალია იქნება, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში მატჩის უკანასკნელ წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით 21:18 სძლია ბელგიას.

ნამატჩევს ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ რუმინეთთან გამართული მატჩი შეაფასა და მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა.

ლადო კილასონია - საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მწვრთნელი

“მატჩი საკამოდ დაძაბული და ფიზიკური გამოვიდა, პირველ ტაიმში ორჯერ ვაგებდით ჯერ 3:0 და შემდეგ 6:3 რუმინელთა ჯარიმებს საბა ნიკოლავამ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მეორე ნახევრისთვის გუნდი უფრო დალაგდა რასაც მურაზ გიორგაძის ლელო მოჰყვა. ბროძელმა ბურთი ფრთაზე დარჩენილ გიორგაძეს ფეხით გადაუკიდა და ასე გავიდა პირველი ლელო, ნიკოლავამ გარდასახვა ზუსტად დაარტყა 13:6 პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ორჯერ შეგვეძლო ლელოს გატანა თუმცა ორივე შემთხვევაში დასკვნით ფაზაში ვითამაშეთ ცუდათ და რეალური სალელოვე მომენტები ხელიდან გავუშვით.

მეორე ტაიმი ჩვენი აქტიურობით დაიწყო ლელოს გატანაც შეგვეძლო თუმცა ხიდეშელს მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანთან ბურთი ხელიდან გაუვარდა. მეორე ლელო შერკინების კარგი თამაშის შემდეგ გავიტანეთ. დანიშნულ შერკინებაში რუმინელებს უკან დავახევინეთ, შემდეგ რამოდენიმე სწრაფი დარტყმა განვახორციელეთ და ვახო ამირანაშვილმა ლელო გაიტან. ნიკოლავამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა 20:6

მოპოვებული სოლიდური უპირატესობის შემდეგ გუნდი მოეშვა და შეცდომებმაც იმატა, შედეგად მეორე ტაიმის ნახევარი რუმინელთა შეტევებით წარიმართა და საბოლოოდ ლელოც გაგვიტანეს, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანეს და საფინალო ანგარიში 20:11 დააფიქსირეს.

წინ ფინალი გვაქ მასპინძელ პორტუგალიასთან, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში უკანასკნელ წუთზე გატანილი ჯარიმით 21:18 სძლია ბელგიას. სწრაფი გუნდია, მოძრავი და კარგი დამრტყმელი ჰყავთ, საკმაოდ რთული მატჩი გველის წინ.

არის მცირე ტრავმები, კუნთი აქვს ნატკენი გიორგი გეგიას და რევაზ ბროძელს ასევე მიკრო ტრავმა აქვს შალვა შაშიაშვილს თუმცა ექიმების თქმით საგანგაშო არაფერია.

აუცილებლად გვექნება მატჩების ვიდეო ანალიზი და დეტალურად განვიხილავთ მოწინააღმდეგის ძლიერ და სუსტ წერტილებს. სამუშაო ბევრია წინ საკამოდ რთული მატჩი გველის».

საქართველო - რუმინეთი 20:11 (13:6)

საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. ილია მელაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. რევაზ ბროძელი (მინდია ელგუჯაური 59), 11. მურაზი გიორგაძე, 10. გიორგი აფციაური, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. დავით ხიდეშელი (თორნიკე ჯიბლაძე 45), 3. ვახტანგ ახობაძე (გიორგი მარგველანი 45), 4. გიორგი მჭედლიშვილი, 5. გიორგი გეგია, 6. ფარნავაზ გასვიანი (შალვა შაშიაშვილი 42), 7. ონისე მოგელაშვილი, 8. ვახო ამირანაშვილი.

2 ლელო: მელაძე, ამირანაშვილი

2 გარდასახვა: ნიკოლავა

2 ჯარიმა: ნიკოლავა

სინბინი: მოგელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: იან სმითი

მწვრთნელი: ლადო კილასონია

საქართველო 2    2   0   0    51:24    9

ესპანეთი      1    1    0  1    29:41    4

რუმინეთი   2     0    0  2     21:36    1

rugby.ge

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი