ბორჯღალოსნები ტესტებისთვის ემზადებიან
06 ნოემბერი, 2012
340
print

საქართველოს სარაგბო ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.

შაბათს საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ნაკრების კანდიდატები საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გაემგზავრნენ, სადაც კვირას მათ ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ნაკრების დანარჩენი წევრებიც შეუერთდნენ.

ტულუზაში სამდღიანი შეკრების შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან და უკვე სრული შემადგენლობით, 11 ნოემბერს, მომავალი შეხვედრებისთვის "შევარდენის" ბაზაზე გააგრძელებენ მზადებას.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრების ხელმძღვანელობამ 10-დღიან შეკრებაზე 32 მოთამაშეს უხმო, აქედან ოთხ მორაგბეს - გიორგი ფრუიძეს, ვაჟა ხუციშვილს, საბა ნიკოლავას და თამაზ მჭედლიძეს ეროვნულ გუნდში არც ერთხელ არ უთამაშიათ.

...ტესტ-მატჩები 17 და 24 ნოემბერს "ლოკომოტივის" სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. 17 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" იაპონიას ეთამაშებიან, ხოლო 24-ში - ფიჯის ეროვნულ ნაკრებს.

ნაკრების ხელმძღვანელობამ

გამოიძახა:

დავით ხინჩაგაშვილი

ვასილ კაკოვინი

დავით ზირაქაშვილი

ანტონ ფეიქრიშვილი

დავით ქუბრიაშვილი

მიხეილ ნარიაშვილი

იური ნატრიაშვილი

შალვა მამუკაშვილი

ლევან დათუნაშვილი

გიორგი ნემსაძე

ვახტანგ მაისურაძე

ვიქტორ კოლელიშვილი

შალვა სუთიაშვილი

მამუკა გორგოძე

ბექა ბიწაძე

გიორგი თხილაიშვილი

ირაკლი აბუსერიძე

გიორგი ბეგაძე

ვაჟა ხუციშვილი

მერაბ კვირიკაშვილი

ლაშა მალაღურაძე

ლაშა ხმალაძე

მერაბ შარიქაძე

დავით კაჭარავა

თედო ზიბზიბაძე

რევაზ გიგაური

ირაკლი მაჩხანელი

ალექსანდრე თოდუა

ირაკლი ყიასაშვილი

გიორგი ფრუიძე

საბა ნიკოლავა

თამაზ მჭედლიძე

 

მთავარი მწვრთნელი: 

მილტონ ჰეიგი.

მწვრთნელი: ილია მაისურაძე.

მწვრთნელი: ილია ზედგინიძე.

მენეჯერი: ვასილ აბაშიძე.

ექიმი: ერიკ დალასი.

ექიმი: ბესო აბრამიშვილი.

ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი