ბორჯღალოსნები ფიჯისთან სათამაშოდ ემზადებიან
22 ნოემბერი, 2012
282
print

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩისთვის ემზადება. 24 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" მიხეილ მესხის არენაზე უმასპინძლებენ ფიჯის ნაკრებს, რომელიც ევროპაში ტურნეს ატარებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივად მოთამაშე გუნდი ევროპას შესუსტებული შემადგენლობით ესტუმრა და საქართველოში ჩამოსვლამდე სამივე თამაში წააგო - ინგლისთან 12:54, ინგლისის კლუბ "გლოსტერთან" 29:31 და ირლანდიის მეორე ნაკრებთან 0:53.

ფიჯის 35-კაციანი დელეგაცია თბილისში 19 ნოემბერს ჩამოფრინდა და კვირის განმავლობაში ვარჯიშობს "ავჭალის" სტადიონზე, სადაც სპარინგპარტნიორობას უწევს ქართული კლუბი "არმია".

საქართველოს ნაკრებიც სრული დატვირთვით ემზადება ძლიერ მეტოქესთან მატჩისთვის. მილტონ ჰეიგის განკარგულებაში მყოფი ყველა მორაგბე ჯანმრთელადაა, მხოლოდ დავით ზირაქაშვილს აქვს მცირე ტრავმა და, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში მის ნაცვლად დავით ქუბრიაშვილი ითამაშებს.

იგეგმება კიდევ ორი ცვლილება 17 ნოემბერს იაპონიასთან 22:25 წაგებული მატჩის შემდეგ. როგორც საქართველოს ნაკრების ვარჯიშებზე გამოიკვეთა, შერკინების მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს ახალგაზრდა კოტე მიქაუტაძე შეცვლის, ხოლო პირველ ხაზში შალვა მამუკაშვილს - ირაკლი ნატრიაშვილი.

msy.gov.ge

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი