საქართველო ფიჯისთან საბურთაოდ დაირაზმა
23 ნოემბერი, 2012
292
print

საქართველოს ნაკრები ნოემბერში თავის ბოლო მატჩს ფიჯის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

იაპონიასთან მარცხის შემდეგ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა.

5 ნომრად, გიორგი ნემსაძის ნაცვლად, კონსტანტინე მიქაუტაძე ითამაშებს. თადარიგში გადაინაცვლეს შალვა მამუკაშვილმა და დავით ზირაქაშვილმა, რომელთა ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიკავეს იური ნატრიაშვილმა და დავით ქუბრიაშვილმა.

დავით ზირაქაშვილმა იაპონიასთან მატჩში ფეხი იტკინა და გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და დასვენების შემდეგ ის ფიჯისთან მატჩზე სათადარიგოთა შორის მოხვდა.

ფიჯის გუნდი თბილისს 18 ნოემბერს ეწვია და შეხვედრისთვის ავჭალის სარაგბო ბაზაზე ემზადება. მათ სპარინგ-მატჩიც გამართეს "არმიის" სარაგბო კლუბთან.

გუნდები 23 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე წინასამატჩო კაპიტნის ვარჯიშებს ჩაატარებენ. სტუმართა ვარჯიში 10:00 საათზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც ნაკრების ხელმძღვანელობა პრესკონფერენციას გამართავს. 15:00 საათზე "ლოკომოტივის" სტადიონზე ქართველი ბორჯღალოსნები გავლენ. პრესკონფერენცია კი 16:15 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ფიჯის წინააღმდეგ სათამაშოდ შემდეგ მორაგბეებს უხმო:

15 ირაკლი ყიასაშვილი

14 ირაკლი მაჩხანელი

13 დავით კაჭარავა

12 მერაბ შარიქაძე

11 სანდრო თოდუა

10 მერაბ კვირიკაშვილი

9 ირაკლი აბუსერიძე (კაპ)

1 დავით ხინჩაგიშვილი

2 იური ნატრიაშვილი

3 დავით ქუბრიაშვილი

4 ლევან დათუნაშვილი

5 კონსტანტინე მიქაუტაძე

6 შალვა სუთიაშვილი

7 ვიტო კოლელიშვილი

8 მამუკა გორგოძე

სათადარიგოები:

16 შალვა მამუკაშვილი; 17 მიხეილ ნარიაშვილი; 18 დავით ზირაქაშვილი; 19 ვახტანგ მაისურაძე; 20 გიორგი ბეგაძე; 21 ბექა ბიწაძე; 22 ლაშა ხმალაძე; 23 თედო ზიბზიბაძე;

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

მწვრთნელი: ტანა უმაგა

მწვრთნელი: ილია ზედგინიძე

მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მენეჯერი: ვასილ აბაშიძე

ექიმი: ერიკ დალოსი

საქართველო - ფიჯი

მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონი

24 ნოემბერი 15:00

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი