ახალი ზელანდია თუ საფრანგეთი?
05 დეკემბერი, 2012
271
print

გაიმართა 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრა. 4 ჯგუფში განითესა მსოფლიო რაგბის 12 ბობოლა გუნდი და ისინი თავიანთ მეტოქეებს - შესარჩევი ჯგუფების გამარჯვებულ 8 იღბლიანს ელოდებიან.

მოკლედ, ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ერთა თასის გამარჯვებული C, ხოლო ვიცე-ჩემპიონი D ჯგუფში მოხვდება. ორივე ჯგუფს თავისი ფავორიტი ჰყავს - ახალი ზელანდია და საფრანგეთი. ერთი შეხედვით, D ჯგუფი უფრო მისაღებია. იქ, საფრანგეთთან ერთად, თამაშობენ ირლანდია და იტალია და, სავარაუდოდ, კანადა ან აშშ.

C ჯგუფი უფრო საფრთხობელას ჰგავს - მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა და ერთი აფრიკული გუნდი, სავარაუდოდ, ნამიბია.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საფრანგეთს, ირლანდიას და იტალიას უფრო გავუწევთ წინააღმდეგობას და, შესაბამისად, თავსაც არ შევირცხვენთ, მაგრამ ამ ჯგუფში აშშ ან კანადაც ითამაშებს და გამოდის, რომ ოთხივე მატჩში გვარიანი ოფლის ღვრა მოგვიწევს, თანაც, არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ ერთ მატჩს მაინც მოვიგებთ. საპირისპიროდ კი ზელანდია, არგენტინა, ტონგასთან, ნამიბია ჯდება და აქ ერთი შეხვედრის მოგების შანსი ჩვენთვის გაცილებით დიდია. ასე რომ, თუ კარგად ავწონ-დავწონით, ჩვენთვის უმჯობესი მაინც C ჯგუფია. ამ მოსაზრებას რამდენიმე არგუმენტი ამყარებს.

პირველი და უმთავრესი ჩვენი, ბორჯღალოსნების მენ ტალიტეტია. ძნელია ერთა თასის ტურნირი ისე წარმართო, რომ გამარჯვებაზე არ იფიქრო და მეორე ადგილისთვის იბრძოლო. ამას ქართველი მორაგბეები ფიქრადაც არ გაივლებენ და მართლებიც იქნებიან. მეორე და არანაკლებ მყარი არგუმენტი ის არის, რომ მსოფლიო თასამდე კიდევ 3 წელიწადია. ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებს უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ტესტები ექნება როგორც ივნისის ტურნირის, ისე ნოემბრის ტესტ-მატჩების ფარგლებში და ამ ტესტებში ბორჯღალოსნებს საშუალება ექნებათ გვარიანად გააუმჯობესონ ხელით თამაშის ტექნიკა და შეტევითი პოტენციალი.

თუ ისე წარიმართა საქმე, როგორც მილტონ ჰეიგი ვარაუდობს (საქართველო იმ დონეზე უნდა ავიდეს, რომ იტალიისა და შოტლანდიის დამარცხება შეძლოს), მაშინ დიდი სხვაობა აღარ იქნება, ჯგუფში მესამედ განთესილ იტალიას შეერკინები თუ ტონგას. თუ იტალიის დამარცხება შეგიძლია, მაშინ ტონგასაც უნდა მოუგო.

ამ ლოგიკით კი, ბორჯღალოსანთა ღირსებისთვის უმჯობესი იქნება, მსოფლიო თასზე ერთა თასის გამარჯვებულის რანგში ჩავიდეს.

2015. რაგბის მსოფლიო თასი

A ჯგუფი

ავსტრალია

ინგლისი

უელსი

ოკეანეთის I

რეპეშაჟის გამარჯვებული

B ჯგუფი

სამხრეთ აფრიკა

სამოა

შოტლანდია

აზია I

ამერიკა II

C ჯგუფი

ახალი ზელანდია

არგენტინა

ტონგა

ევროპა I

აფრიკა I

D ჯგუფი

საფრანგეთი

ირლანდია

იტალია

ამერიკა I

ევროპა II

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი