საქართველო, რუმინეთი, უკრაინა და რუსეთი ერთიან სარაგბო ტურნირზე ალაპარაკდნენ
07 დეკემბერი, 2012
274
print

საკლუბო რაგბის განვითარებისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია ნაკრების მომძლავრებასთან, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინისა და რუსეთის რაგბის კავშირისა თუ ფედერაციათა ხელმძღვანელები გამოდიან ინიციატივით, შეიქმნას გაერთიანებული ტურნირი.

საფრანგეთში რაგბის ევროპული ასოციაციის კონგრესზე, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი FIRA-AER-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინისა და რუსეთის კავშირებისა თუ ფედერაციათა ხელმძღვანელებს შორის შედგა შეხვედრა. გია ნიჟარაძემ, ალინ პეტრაჩემ, ვიაჩესლავ კოპევმა და ვლადისლავ ბულგაკოვმა შეხვედრისას განიხილეს გაერთიანებული საკლუბო ტურნირის ჩატარების შესაძლებლობა. ისიც ირკვევა, რომ საკითხის განხილვისას მხარეებმა რამდენიმე პრინციპიალურ შეთნახმებას მიაღწიეს.

ამასთან, ფედერაციის თითოეულმა ხელმძღვანელმა დაადასტურა მსგავსი ტურნირის ჩატარების აუცილებლობა და მზადყოფნა მასში მონაწილეობისა.

გარდა ამისა, გახმოვანდა ტურნირის წინასწარი კონცეფციაც, რომლის მიხედვითაც ტურნირი უნდა ჩატარდეს მრავალტურიანი ჩემპიონატის (მიმოსვლითი) ფორმატით. დაინტერესებული მხარეები მეორედ შეიკრიბებიან 28 თებერვალს მოსკოვში - შვიდკაცა რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრისას.

და ბოლოს, გაერთიანებული ტურნირის შექმნის შემთხვევაში რაგბის ევროპელი მამები პირობას დებენ, რომ ჩემპიონ კლუბს Amlin Challenge Cup-ის გათამაშებაში ჩართავენ.

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი