უნივერსიტეტი საქართველოსათვის
18 თებერვალი, 2010
349
print

გუშინ "საქართველოს უნივერსიტეტის" 38 აკადემიური მოსწრებით გამორჩეული სტუდენტიდან 9-ს სტიპენდია დაენიშნა.

ყოველთვიურად, ერთი სემესტრის განმავლობაში, 100 ლარის ოდენობის თანხა გადაეცემა იმ სტუდენტებს, რომელთაც ყველა საგანში 90 ქულაზე მეტი დააგროვეს. ერთ-ერთი სტიპენდიანტის მარინა თოდუას თქმით, "საქართველოს უნივერსიტეტში" სწავლა იოლი ნამდვილად არ არის. ხშირად მეგობრებთან ერთად გართობაზე უარის თქმა უწევს, თუმცა უნივერსიტეტში ყველანაირი პირობაა შექმნილი დროის დასაზოგად. აქ არის საუკეთესო ბაზა და ბიბლიოთეკა სტუდენტებისთვის.

"საქართველოს უნივერსიტეტს" არც ისე დიდი, მაგრამ საინტერესო ისტორია აქვს. 2002 წლის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ გადაწყვიტეს გაეხსნათ ამერიკათმცოდნეობის ცენტრი, რომელიც მაგისტრანტებს ამერიკათმცოდნეობის მიმართულებით მოამზადებდა.

2004 წლის 21 ივლისს ცენტრის საფუძველზე შეიქმნა შ.პ.ს. "საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა". იმავე წელს სკოლის ბაზაზე დაფუძნდა საგანმანათლებლო დაწესებულება "საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი". შემუშავადა უნივერსიტეტის წესდება, სტრუქტურა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანო - მეურვეთა საბჭო. პირველივე სხდომაზე მეურვეთა საბჭოს დირექტორად აირჩიეს გიული ალასანია, რექტორად კი მანანა სანაძე.

2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავროც დაემატა. 2006 წლიდან უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამები.

უნივერსიტეტის კავშირებზე მისმა რექტორმა ქალბატონმა მანანა სანაძემ ისაუბრა. "საქართველოს უნივერსიტეტს" დამყარებული აქვს კავშირები და დადებული აქვს ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებები სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებთან, ესენია - გერმანიის ვილჰელბის უნივერსიტეტი, ფლორიდის ცენტრალური უნივერსიტეტი, სკრენტონის უნივერსიტეტი აშშ-ს პენსილვანიის შტატში, რომის უნივერსიტეტი (ლა საპიენძა) და სხვა. უნივერსიტეტს ორმაგი დიპლომებიც აქვს რომისა და მიუსტერის უნივერსიტეტებთან.

რამოდენიმე დღეში ცნობილი გახდება "ტოეფელის" გამოცდის შედეგები, რომლის შემდეგაც 15 მაღალრეიტინგიანი მოსცრების სტუდენტიდან 5 საუკეთესო გამოვლინდება და გაცვლითი პროგრამით სკრენტონის უნივერსიტეტში წავა სასწავლებლად.

ნათია მაჭარაშვილი

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო