გორგოძის დარი 14 კაცი და საქართველო თავის ტკივილია
05 იანვარი, 2013
300
print

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალურ ვებ-გვერდზე რაგბის ქართველი გულშემატკივარი მისთვის საინტერესოს ამოიკითხავს.

წერილის ავტორი იმ მოლოდინზე წერს, რასაც ოვალური სამყაროს მოყვარულები 2013 წელს უნდა ელოდნენ. კარგი ისაა, რომ მასში ბობოლა ნაკრებებს შორის მოხსენიებულია საქართველოს ნაკრებიც. ამასთან ავტორი სტატიას საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების თამაშის ამსახველი ფოტოთი იწყებს, რომლის წინა პლანზეც მამუკა გორგოძეა ასახული.

“სარაგბო მატიანეში ჩაწერილი სულისშემძვრელი 2012 წლის შემდეგ, დროა მზერა მივაპყროთ 2013 წელს და განვსაზღვროთ ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც სამხრეთსა თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გველოდება. ევროპის ექვსი ერის გათამაშებაში ფავორიტად ირლანდიის ნაკრებს მივიჩნევ, რომელსაც უშუალო მეტოქეების - ინგლისისა და საფრანგეთს მასპინძლობა უწევს. მათი დამარცხების შემთხვევაში ისინი მეტად გაიმყარებენ მდგომარეობას.

გუნდების ფორმის გათვალისწინებით, სამ გუნდს იმის შანსი აქვს, რომ გათამაშება ოთხ-ოთხი მოგებით დაასრულოს. საფრანგეთის ნა­კრებს რთული კალენდარი აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ რა ფორმაში იყვნენ ნოემბერში, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ამასთან ფრანგებს რთული გასვლითი თამაშები ელით თვიქნემსა და დუბლინში, რაც მათთვის შესაძლოა თავის ტკივილად იქცეს. მათგან განსხვავებით ირლანდიას და ინგლისს უკეთესი კალენდარი აქვთ, რაც მათ ერთგვარ უპირატესობას აძლევთ.

განსაკუთრებულს უნდა ველოდოთ “ბრიტანელი ლომების” ავსტრალიური ტურნედან. გუნდის მთავარი მწვრთნელი უორენ გეტლანდი ამბობს: “სამიდან ერთ-ერთ სამხრეთელ ბობოლასთან თამაშის შემთხვევაში, თუ კი ვინმესთან შეიძლება მოგებაზე ვიფიქროთ, მოცემულ მომენტში ასეთად ავსტრალია უნდა მივიჩნიოთ”.

მომავალ მსოფლიო თასის კენჭისყრის შემდგომი საუბრებიდან, სადაც ავსტრალია ინგლისთან და უელსთან მოხვდა, “ლომების” ტურნემ გარკვეული წარმოდგენა უნდა შეგვიქმნას.

ახალი ზელანდიის ძალაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, საერთაშორისო თამაშების დასაწყისში ზელანდიელები რამდენიმე წამყვან მორაგბეს მოისაკლისებენ. «ოლ ბლექსის» რიგებში ვეღარ ვიხილავთ გუნდის სულსა და გულს კაპიტან რიჩი მაკქოუს. ახალი ზელანდია უძლიერესია მაშინ, როდესაც სონი ბილი უილიამსი არ თამაშობს რაგბი ლიგას, მაგრამ ახლა მის დაბრუნებამდე რამდენიმე წელი მოცდა მოუწევთ. “ოლ ბლექსი” ამ ორი მორაგბის გარეშეც დიდ ძალას წარმოადგენს, მათთან ერთად კი განსაკუთრებულად ძლიერია. სამაგიეროდ, მათთვის კარგი ამბავია ის, რომ დენ კარტერს 2011 წლის ფინალში არ უთამაშია და ამრიგად დანაკლისის ანაზღაურებას მომავალ გათამაშებაში შეეცდება. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით სანაკრებო კარიერასაც არ დაასრულებს.

არგენტინის ნაკრებს თავისუფლად შეუძლია, რომ ნებისმიერი წამყვანი სარაგბო ქვეყნის ნაკრები დაამარცხოს. “პუმები” უკვე ითვისებენ უმაღლეს სარაგბო ოსტატობას, კარგად ესმით რაა საჭირო იმისთვის რომ ახალ სიმაღლეზე ავიდნენ. ყოველივეს გათვალისწინებით არგენტინელები მსოფლიო თასზე ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან. მით უმეტეს, რომ ბობოლებს მეტად გაუშინაურდნენ, მაგრამ მაინც აქვთ რაღაცეები დასახვეწი, ხოლო როდესაც საკუთარ თამაშში ახალ შტრიხებს შეიტანენ, წარმატებებიც არ დაახანებს.

ექვსი ერის პარალელურად, თებერვლიდან სტარტს აიღებს “ევროპის ერთა თასი”, რომელიც ამავდროულად 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. აქ, რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრებისა და მათი შერკინების ხაზის ძლიერ თამაშს. ქართველები მართლაც ძლიერ გუნდს აყალიბებენ. მქონდა ბედნიერება საქმეში მენახა მათი 8 ნომერი გიგანტი მამუკა გორგოძე, რომელიც “მონპელიეს” მაისურით “ჰაინეკენის თასზე” თამაშობდა. და თუ ქართველები მის დარ 14 მორაგბეს გამოძებნიან, მაშინ მათი შეჩერება ძალიან რთული იქნება”.

 

 

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი