მსუბუქი ვარჯიშით ბელგიისკენ
30 იანვარი, 2013
299
print

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის პირველი მატჩისთვის საფრანგეთის სამხრეთით, კანში შეუდგა მზადებას. ბორჯღალოსნებთან შესახვედრად ემზადება ერთა თასის გათამაშების დებიუტანტი ბელგიის ნაკრებიც.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი დამრიგებლის, მილტონ ჰეიგის 29-კაციან შემადგენლობას ორი მორაგბე დააკლდა - შერკინების ბურჯები: დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი") და ვასილ კაკოვინი ("ტულუზი"), რომლებიც "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში დაშავდნენ და, სავარაუდოდ, ნაკრებს პირველ ორ მატჩში ვერ დაეხმარებიან.

იძულებით ცვლილებებს მიმართა მილტონ ჰეიგმა - ნაკრებში ლევან ჩილაჩავას და ზურაბ ჟვანიას უხმო. თუ ჩილაჩავას აქვს სანაკრებო გამოცდილება, ჟვანიას პირველად მოუწევს ნაკრებში თამაში. მთავარ გუნდში პირველადაა გამოძახებული მეორეხაზელი ლაშა ლომიძეც.

გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი"), გიორგი ნემსაძე ("ტარბი"), ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი") და ლაშა მალაღურაძე ("ბაგნერე").

ნაკრების მენეჯერის, ვასილ აბაშიძის თქმით, საქართველოს ნაკრებმა მსუბუქად ივარჯიშა. მიზეზი ევროპაში მოთამაშე ლეგიონერთა უმეტესობისთვის უქმეებზე ჩატარებული ტურებია.

ბელგია საქართველოს ბრიუსელის "ეიზელის" სტადიონზე 2 თებერვალს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით და დიდი ალბათობით, შეხვედრის ტელეტრანსლაციას არ უნდა ველოდოთ.

საქართველო VS ბელგიით სტარტი მიეცემა ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშებას, რაც, თავის მხრივ, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლიცაა.

ბელგია

პირველი ხაზი: კევინ დემსი, სეპ დებაკერი, ალენ მირალაკისი (სამივე-ბუატსფორტი), ჟან ბატისტ დე კლერკი (მონ დე მარსანი), მაქსიმ ჟადო (პო), ჟულიენ მასიმი (სენტ ეტიენი), რაფაელ ოლივიე (პერიგო), ტომას დინსტი (ლილი), ნორმან ვენდე (ლა ვულე).

მეორე ხაზი: ბერტრან ბილი (სუაჟნიე), ჟულიენ მორელი (ბასტია), კირილ ნანა (ანდერლეხტი), ბასტიან ვერმუენი (ბუატსფორტი), მატიე ვერშელდენი (სენტ ეტიენი).

მესამე ხაზი: მიშელ დემოლდე (ბუატსფორტი), ტომას დემოლდე (ლიონი), შარლ ფურნო (მელბურნი), კორენტინ ლეკლუ, ტუურ მოლანტსი (ორივე - ბუატსფორტი), ენდრიუ ნეილი (ტურნეფუა).

9: ჟულიენ ბერგარი (ლა როშელი), ჰენდრიკ ბრუვერსი (არასი), სებასტიან გუნსი (ბუატსფორტი), დანიელ იანსენი (ნანტი).

10: კარლოს პიერო (ნიცა)

12-13: ტიბო ანდრე (სუაჟნიე), ჟუილიენ ბრებანი (ბუატსფორტი), დირკ ჰეიგჰედორენი (აგდი), ვენსან ჰარტი (დურბანი), ფრედრიკ რონჟე (კიტურო).

11-14: ჟულიენ პირონი (მონპელიე), მარკ ჩანჯი, ელიოტ ვან ტრაპენი (ორივე - ბუატსფორტი).

15: ალან ვილიამსი (მონლუსონი).

საქართველო

პირველი ხაზი: დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე - ტულონი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლელო), შალვა მამუკაშვილი (არმია).

მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია).

9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).

10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო).

12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია).

15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

 

 

 

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი