პორტუგალიასთან მეტი ყურადღება გვმართებს
05 თებერვალი, 2013
304
print

საქართველოს ნაკრებმა ერთა თასისა და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში რთული გამარჯვება მოიპოვა ბელგიაში - 17:13 და შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო.

ეს გამარჯვება ბორჯღალოსნებმა ბრიუსელში მოიპოვეს. ბელგია ერთა თასის დებიუტანტია. ასეთ დონეზე ბელგიელები აქამდე არასოდეს აღზევებულან, მაგრამ მათ გუნდს სუსტი ნამდვილად არ ეთქმის.

ბელგიელთა რიგებში ბევრი ნატურალიზებული მორაგბე თამაშობს საფრანგეთიდან, ორი მათგანი კი სამხრეთ ნახევარსფეროდანაა. ბელგიელებმა ქართველებს აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევა დაუპირისპირეს. მთავარი, რაც ბელგიელებს აქვთ, სისწრაფე და მოქნილობაა. სწორედ მოქნილობის ხარჯზე მასპინძლები დროულად ასწრებდნენ პოზიციებზე და ქართველ მორაგბეებს სწრაფი შეტევის საშუალებას არ აძლევდნენ. ბორჯღალოსნები პირიქით, ჯარიმებს კარში არ ურტყამდნენ, ლელოებზე თამაშობდნენ და ამიტომ უამრავი გასატანი ქულა გაფლანგეს. ამის პასუხად ბელგიის ნაკრებმა ერთი შედეგიანი იერიში განახორციელა და ლელოც გაიტანა, რასაც მასპინძლებმა ტაიმის ბოლომდე ზუსტი ჯარიმა მიაყოლეს და პირველი ნახევარი - 10:3 მოიგეს.

ქართველთათვის ეს ნამდვილი შოკი იყო.

იმის მიუხედავად, რომ პირველ ტაიმში ორი მორაგბე გაგვისინბინეს, ერთ-ერთი პირველხაზელი ქუბრიაშვილი, რის გამოც ბასილაიას ნაცვლად მინდორზე პირველხაზელი ჩილაჩავა გამოვიდა, ბელგიასთან მდევრის როლში ყოფნა მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო. ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ნახევარში გამონახეს ძალები და ორი ლელო უთავაზეს გათამამებულ მეტოქეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მოიგო - 17:13. ქართველთაგან ლელოებით თავი გამოიჩინეს ჯერ მამუკა გორგოძემ, რომელმაც რაქიდან გამოტანილი ბურთი დაამიწა მასპინძელთა ჩათვლის მოედანში, შემდეგ კი ლევან ჩილაჩავამ დალაშქარა ბელგიელთა სალელოე ხაზი. მერაბ კვირიკაშვილმა კი ორივე გარდასახვა გამოიყენა.

ცეცხლს ვეთამაშებით. უნდა ვაღიაროთ ის, რაც ისედაც თვალშისაცემია, ერთა თასზე ადვილად დასამარცხებელი გუნდები აღარ დარჩა. ასე რომ, მსოფლიო თასისთვის გუნდის გადახალისების პროცესი უაღრესად რთული და მტკივნეული იქნება. ნათელია, რომ გადახალისებული შემადგენლობით თამაშებს ვერ მოვიგებთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ მომდევნო შეხვედრებში არა გადახალისებული, არამედ ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ.

მომდევნო შეხვედრას ქართველი მორაგბეები 9 თებერვალს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ. კარგი იქნება, თუ დასარტყმელ ჯარიმებს დაარტყამენ. ჩვენს გუნდში რამდენიმე ცვლილება იქნება. იმის გამო, რომ დავით ქუბრიაშვილმა ათდღიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მას დავით ზირაქაშვილი შეცვლის, ხოლო ლევან ჩილაჩავას ადგილს ირაკლი მირცხულავა დაიკავებს.

“რთული მატჩი გვქონდა: მეტოქე სათანადოდ არ შევაფასეთ და კინაღამ დავისაჯეთ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. ვფიქრობ, ეს შემთხვევა ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება და მომდევნო თამაშებში მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ," - განაცხადა მამუკა გორგოძემ.

ბელგია 13:17 (10:3) საქართველო

ბელგია: 15.ალენ ვილიამსი, 14.ელიოტ ფან-ტრაპენი, 13.ტიბო ანდრე, 12.გიომ ბრებანი (23.კევინ დამსი 73), 11.გიომ პირონი (23.კევინ დამსი 72), 10.კარლოს ფიერო, 9.ჟიულიან ბერჟე (22.სებასტიენ განსი 70); 1.ჟიულიენ მასიმი (18.რაფაელ ოლივე 44), 2.ნორმან ვენდე (17.ალექსის კუფოლო 79), 3.მაქსიმ ჟადო, 4.მატიო ფერსხელდენი, 5.სირილ ნანა (18.ჩარლი ფურნო 64), 6.ტომას დემოლდერი (18.ჩარლი ფურნო 48, 6.ტომას დემოლდერი 49, 17.ალექსის კუფოლო 55, 20.მიქაელ დემოლდერი 64), 7.ენდრიუ ნილი (კაპ.), 8.ჟულიენ მორელი (25.ალენ მირიალაკისი 10)

მწვრთნელი: რიშარ მაკქლინტოკი (საფრანგეთი)

ლელო: ალენ მირიალაკისი (25)

გარდასახვა: ალენ ვილიამსი (24)

2 ჯარიმა: ალენ ვილიამსი (39, 43)

1 სინბინი: ნორმან ვენდე (51)

1 გაძევება: მაქსიმ ჟადო (3)

საქართველო: 15.ბექა წიკლაური (22.ლაშა ხმალაძე 77), 14.ალექსანდრე თოდუა, 13.დავით კაჭარავა, 12.მერაბ შარიქაძე, 11.თამაზ მჭედლიძე, 10.მერაბ კვირიკაშვილი, 9.გიორგი ბეგაძე; 1.მიხეილ ნარიაშვილი (17.დავით ხინჩაგიშვილი 58), 2.შალვა მამუკაშვილი (16.რევაზ ბელქანია 60), 3.დავით ქუბრიაშვილი, 4.გიორგი ჩხაიძე, 5.კონსტანტინე მიქაუტაძე (19.შალვა სუთიაშვილი 60), 6.ვიქტორ კოლელიშვილი, 7.მამუკა გორგოძე, 8.დიმიტრი ბასილაია (18.ლევან ჩილაჩავა 10)

სათადარიგოები: 20.ბექა ბიწაძე, 21.ვაჟა ხუციშვილი, 23.გიორგი ფრუიძე

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

2 ლელო: მამუკა გორგოძე (50), ლევან ჩილაჩავა (71)

2 გარდასახვა: მერაბ კვირიკაშვილი (50, 72)

1 ჯარიმა: მერაბ კვირიკაშვილი (79)

1 სინბინი: ვიქტორ კოლელიშვილი (38)

1 გაძევება: დავით ქუბრიაშვილი (3)

მსაჯი: მატეო ლიპერინი (იტალია)

სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი