კომპანია “ნატახტარი” - 2008 წლიდან ახალი შრომის კოდექსის პრინციპებით
13 თებერვალი, 2013
330
print

შრომის კოდექსში ცვლილებების პაკეტით, სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში 41 საათი იქნება, ზეგანაკვეთურად ჩაითვლება კვირაში 48 სამუშაო საათის შემდეგ შესრულებული სამუშაო.

დამსაქმებელს დასაქმებულის დაუსაბუთებლად გათავისუფლება არ შეეძლება და ვალდებული იქნება 30 დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წერილობით.

საქართველოს შრომის კოდექსში შესატან აღნიშნულ ცვლილებებსა და მის მნიშვნელობაზე გვესაუბრება კომპანია "ნატახტარის" პერსონალის მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორი ხათუნა ჩხაიძე.

- რამდენად მნიშვნელოვანია შრომის კოდექსში არსებული ცვლილებები და რამდენად დაცულია ამ ცვლილებების ფონზე დამსაქმებლის ინტერესები?

- ჩემი პოზიციაა, რომ შრომის სამართლიანი კანონმდებლობა, ანუ კანონმდებლობა რომელიც არ ამძიმებს, არც დამსაქმებელთა და არც დაქირავებულთა პირობებს,მომგებიანია ორივე მხარისათვის. როგორც დამსაქმებლის, ჩვენი კომპანიის მიდგომაა - შევუქმნათ თანამშრომლებს საუკეთესო პირობები, რადგან კმაყოფილი თანამშრომელი არის უფრო ერთგული, ნაყოფიერი და მოტივირებული. ერთგვარი სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ კომპანია ნატახტარი 2008 წლიდან არის გადასული მუშაობის იმ პრინციპებზე, რაზეც დღეს საუბრობს შრომის კოდექსი. ამის მიზეზი არის ის, რომ სწორედ 2008 წლიდან ჩვენ გავხდით ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის წევრები და ამან გამოიწვია დაქირავებულზე მეტად ორიენტირებული სამუშაო პირობების შექმნა. ინტენსიური ტრეინინგი თანამშრომელთა განვითარებისთვის, სამედიცინო დაზღვევა, სესხი, ავანსი, მეცამეტე ხელფასი, უფასო კვება, ყოველთვიური სასაჩუქრე პროდუქცია (ლუდი და ლიმონათი), თანამშრომელთა ტრანსპორტირება, ექიმი - ეს ყველაფერი კომპანიაში ახალი არ არის.

- ახალი კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითგააფრთხილოს დასაქმებული გათავისუფლების თაობაზე. დამსაქმებელს დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება აღარ შეეძლება.ასეთ ცვლილებას იღებს ბიზნესი?

- მაგალითად კომპანია "ნატახტარს" აქვს საკუთარი დისციპლინარულიპოლიტიკა - ქცევის კოდექსი, ის გაწერილია დონეებად და ცნობილია თითოეული თანამშრომლისთვის. ამიტომ თითოეულმა იცის კონკრეტულად რა სახის დარღვევა რა შედეგს გამოიწვევს. თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, რომ შეცდომებსისარუშვებს,ვინცარმუშაობს, ამიტომ მთელ რიგ შეცდომებს გაგებით ვეკიდებით. მაგალითად, ჩვენს კომპანიაში ცნობილია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მუშაობა კატეგორიულად დაუშვებელია. ალკოტესტის ჩატარების შემთხვევაში ყველა მზადაა მოსალოდნელი შედეგისთვის. ზოგადად, ნატახტარში ძალიანდაბალია თანამშრომლების გათავისუფლებისმაჩვენებელი. მაგრამთუაუცილებელიაშტატისშემცირება, გარკვეული მიზეზების გამო, ის თანამშრომელი ამ შეტყობინებასიღებსერთითვითადრე და მას ეძლევა შესაბამისი კომპესაციაც. ერთ მაგალითსაც მოვიყვან: დეკრეტული შვებულების პერიოდშითანამშრომელს გარანტირებული აქვს სამუშაო ადგილი დასრული ანაზღაურება.

- კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ჩაითვლება კვირაში 48 სამუშაო საათის შემდეგ შესრულებული სამუშაო და ყველა დამატებით საათზე განისაზღვრება გარკვეული ზეგანაკვეთური გადასახადი. დამსაქმებლის გადმოსახედიდან ეს რა პრობლემებს შექმნის, თუნდაც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მხრივ, როგორ იყო ეს კოდექსში სიახლეების შეტანამდეკომპანია "ნატახტარში"?

- ყველათანამშრომელიიღებსზეგანაკვეთურსროგორცკი, ნამუშევარი საათები 41 საათსგადაცდება.ამასჩვენბიუჯეტისშედგენისასვითვალისწინებთ.რადგან ლუდის ჩამოსხმა უწყვეტი პროცესია, ქარხანაში არის ღამისცვლა, ღამისცვლაშიჩვენიკოეფიციენტია 1.2, ხოლოსადღესასწაულოდღეებზეთანამშრომელს ორმაგს ვუხდით. ესყველაფერიჩვენს კომპანიაში 2008 წლიდანარისდამტკიცებული.

- აღნიშნული ცვლილებები შრომის კოდექსში რამდენად დაიცავს დასაქმებულს?

- შრომის კოდექსში შესული ნებისმიერი ცვლილება, რომლიც მიზნად ისახავს მის გაუმჯობესებას, ნამდვილად მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებების შედეგად დასაქმებულები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს სამუშაო ადგილებზე.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014