კავკასიის უნივერსიტეტში დასავლური ტიპის სადოქტორო პროგრამა დაინერგა
13 ოქტომბერი, 2009
524
print

კავკასიის უნივესრიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლაში, პირველად ამეირკავკასიის რეგიონში ჩატარდა სადოქტორო დისერტაციის დაცვა ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში თემაზე:

"მომსახურების ნაცნობობის ზეგავლენა მომხმარებლის მეირ აღქმულ მომსახურების ხარისხსის შეფასების პროცესზე." ნაშრომი კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგს ბორის ლეჟავას ეკუთვნოდა. ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეწვია ორი პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივესრიტეტიდან. კერძოდ, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (ატლანტა, ჯორჯია, აშშ), ბიჟან ფაზლოლაჰი და ნავინ დონთუ. პროფესორი დონთუ ბორის ლეჟავას თემის ხელმძღვანელია.

სადოქტორო ხარისხი დააფინანსა აშშ-ს საგანმანათლებლო და კულტურის ბიურომ და პირველი რეზულტატი მიღწეულია. 2007 წლის ოქტომბერში კავკასიის ბიზნესის სკოლაში ბორის ლეჟავამ წარადგინა სადისერტაციო განაცხადი მარკეტინგის დარგში. დისერტაციის განაცხადის თემა არის "მომსახურების ნაცნობობის ზეგავლენა მომხმარებლის მიერ აღქმულ მომსახურების ხარისხის შეფასების პროცესზე." პროგრამა მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარებისთვის, არამარტო კავკასიის რეგიონში, არამედ დსთ-ს ქვეყნებში. კავკასიის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამები, ერთადერთი ამერიკული სტილის სადოქტორო პორგრამებია რეგიონში. კავკასიის ბიზნესის სკოლის მიზანია ჰყავდეს ხარიასხიანი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები, რომლებიც ემსახურებიან ბიზნესის სკოლებს ახალი ცოდნის შესაქმნელად ბიზნესის სფეროში და ცდილობენ გააძლიერონ განათლება, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების მხარდაჭერით, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში.

სადოქტორო პროგრამების კანდიდატებმა თბილისში მეთოდოლოგიური კურსები გამართეს და შემდეგ მონაწილეობა მიიღეს ატლანტაში გამართულ სემიანრებში. სტუდენტებს ამზადებენ სემინარების მეშვეობით, რათა მათ უხელმძღვანელონ კვლევას სპეციალიზაციის სფეროში და პროგრამის ბოლოს დისერტაცია წარმოადგინონ. დისერტაციის საბოლოო დაცვა თბილისში იმართება.

ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორი ნავინ დონთუ, ბორის ლეჟავას შედეგით კმაყოფილია და აცხადებს, რომ სადოქტორო პროგრამის დანერგვა კავკასიის უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ბორისის კვლევა ძალიან სერიოზული იყო, ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით აღნიშნულ თემაზე. ამ ხნის განმავლობაში იგი ორჯერ ამყოფებოდა ჯორჯიის უნივერსიტეტში სემინარებზე. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო." - აღნიშნა ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორმა ნავინ დონთუმ.

კავკასიის უნივესრიტეტის პედაგოგი ბორის ლეჟავა: "ჩვენ ჯორჯიის უნივერსიტეტთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. უნივერსიტეტმა მიმართა USAID-ის, რომ დაგვხმარებოდა სადოქტორო პორგრამის დანერგვაში. შერჩევის შედეგად ატლანტაში გავემგზავრეთ 6 ადამიანი, ყველა ხარჯი USAID-მა გაიღო. ვიმუშავეთ და შეიქმნა სადოქტორო პროგრამა, რომლის საშუალებითაც სტუდენტებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება და იქ სადოქტორო ხარისხის დაცვა, რადგან შეეძლებათ საქართველოში გაიარონ ამერიკული სტილის სადოქტორო პროგრამა და გახდნენ თანამედროვე მეცნიერები."

"კავკასიის უნივერსიტეტში დაინერგა პირველი ამერიკული სტილის სადოქტორო პროგრამა, როემლიც პირველია დსთ-ს სივრცეში. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მომავალში გადაწყვეტს ასწავლოს ახალგაზრდებს ბიზნესის მიმართულება. ჩვენ ამ სახით ვთანამშრომლობთ ეგვიპტესთან და პოლონეთთანაც." - განაცხადა ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორმა ბიჟან ფაზლოლაჰმა.

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია: "სადოქტორო პროგრამა USAID-მა დააფინანსა. ჩვენი პარტნიორი გახლავთ ჯორჯიის უნივერსიტეტი, სადაც ბორის ლეჟავა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა მის მიერ არჩეულ თემაზე. სადოქტორო ხარისხის დაცვის შემდეგ ბორის ლეჟავას ეძლევა კავკასიის უნივერსიტეტისა და ჯორჯიის უნივერსიტეტის დოქტორანტურის დიპლომი."

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო